„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2024 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი |
|
გა ნისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 2024 წელს – 1430.0 ათასი ლარის ოდენობით,
შემოსავლები – 1430.0ათასი ლარის ოდენობით და ის მთლიანად წარმოდგენილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერით. ათ.ლარი
|
2024 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადასახადების სახით შემოსავლები გათვალისწინებული არ არის.
ბიუჯეტის გრანტები
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 1430.0 ათასი ლარით: ათ. ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯები – 1452,30 ათასი ლარის ოდენობით:
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2024 წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად: ათ.ლარი
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (კლება) 2024 წელს განისაზღვროს – 26,0 ათასი ლარის ოდენობით:
ათ.ლარი
|
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, ერთობლივად ყველა მიმართულებით შეეცდებიან 2024 საბიუჯეტო წელს ხელი შეუწყონ და ეფექტურად გაგრძელდეს ყველა ისეთი საჭირო პროგრამების დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადაპტირებას და ჩართვას ეკონომიკურ საქმიანობაში. როგორც ქვეყნის მთავრობისათვის ასევე მუნიციპელიტეტშიც ადამიანი და მასზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი ღირებულება. ამიტომ, გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში გაზრდის ხელმისაწვდომობას სხვადსხავა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისების მიღებაზე. 2. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები 2023 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა სხვადასხვა აქტივობები, ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. შემუშავდა 2024 – 2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და გამოიკვეთა ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები და პროგრამები. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებებია:
ა) მმართველობითი ორგანოების დაფინანსება; ბ) ინფრასტრუქტურა; გ) განათლება; დ) კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ე) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ათ.ლარებში
|
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული, ზემო აფხაზეთიდან დევნილი და საქართველოს საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ინფრასტრუქტურული, საბინაო-კომუნალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ათ.ლარი
ა) საბინაო-კომუნალური მეურნეობის დაფინანსება (კეთილმოწყობის ღონისძიებები დევნილთა ჩასახლებებში) (კოდი 02 01)
|
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვინაიდან თეთრი წყაროს რაიონის სოფ .წინწყაროში კომპაქტურად ჩასახლებულია აჟარის მუნიციპალიტეტის დევნილი მოსახლეობა, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტსა და აჟარის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, სადაც აჟარის მუნიციპალიტეტის მხრირდან გათვალისწინებულია ა(ა)იპ სოფ.აჟარის საბავშვო ბაღის მომსახურე პერსონალის ხელფასებით უზრუნველყოფა. ეს ბაღი მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონის სოფ .წინწყაროში, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 50-ზე მეტი მუნიციპალიტეტში რიცხული ბავშვი. ათ.ლარი
ა) სკოლამდელი განათლება ( კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 24წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - „აჟარის საბავშვო ბაღი“რომელიც ურთიერთშეთანხმების-მემორანდუმის საფუძველზე ფუნქციონირებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის , სოფ.წინწყაროს საბავშვო ბაღში.
შეფასების ინდიკატორები
სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტის წინასწარი გათვლები (ხარჯთაღრიცხვა)
|
მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროექტების დანერგვით და შესრულებით ცდილობს ხელი შეუწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამ მიზნით ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. ათ.ლარი
ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 01 01) 2024წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
ბ) ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის დაფინანსება (კოდი 04 01 02) ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლა. ამ სკოლაში დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშებს, სპეციალურ წვრთნას და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გაივლიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
გ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება ( კოდი 04 02 01) მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი კულტურული ღონისძიებები:
დ) ა(ა)იპ – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დაფინანსება დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სახეობებში სპეციალურ წვრთნას გაივლიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. ამისთვის მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
შეფასების ინდიკატორები
კულტურისა და სპორტის განვითარების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტის (ხარჯთაღრიცხვა)
|
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (05 00)
სოციალური პროგრამები (05 01)
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების და მოქალაქეების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს სოცილური დახმარების რამდენიმე მუხლით. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას, მარტოხელა პენსიონერების დახმარებას, მარჩენალდაკარგული პირების დახმარებას, სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა დახმარებას,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლის, ახალშობილთა ბავშვების დაბადებისათვის ოჯახის დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ათ.ლარი
ა) ავადმყოფთა და შშმ პირთა სოციალური დახმარებები ( კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება:
ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (კოდი 05 01 02)
გ) ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა(კოდი 05 01 03)
დ) სამხედრო დავალების შესრულების დროს დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა სოციალური დაცვა(კოდი 05 01 04)
ე) სოციალური დახმარებები (კოდი 05 01 05)
ვ) დაკრძალვის მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება(კოდი 05 01 06)
შეფასების ინდიკატორები
სოციალური უზრუნველყოფასა და ჯანდაცვის პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტის წინასწარი გათვლები (ხარჯთაღრიცხვა)
|
მმართველობითი სფეროს გამართული ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნას და უზრუნველყოფას, საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებას, მიმდინარე პროცესების მართვას და სხვა ფაქტორებს. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯების დაფინანსება. პრიორიტეტი 2024 წლიდან აღარ ითვალისწინებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინანსებას. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინანსება მთლიანად მოხდება თავდაცვის სამინისტროს მიერ. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება. ათ.ლარი
მუნიციპალიტეტის მმართველობითი ორგანოების დაფინანსება(2024-2027წლებში)
მუნიციპალიტეტის მმართველობითი ორგანოების დაფინანსება ხარჯების მიხედვით 2024 წელს
შეფასების ინდიკატორები
|
|
ადგილობრივი შესყიდვები
აჟარის(ზემო აფხაზეთის)მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
2. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, შეიძლება გამოიყენებულ იქნას მომდევნო წელს.
3. გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2024წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სარეზერვო ფონდიდან. თანხის გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
4. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო აღსრულების ფონდიდან თანხების გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
5.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.