⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.10.2000)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ

მიღების თარიღი 13.03.2000
ძალის დაკარგვა 31.10.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №91
სარეგისტრაციო კოდი 000000000.14.03.002000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 14/03/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,062 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2000 მიღება
31.10.2000 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №91 2000 წლის 13 მარტი  ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346  ბრძანებულება.                                                                                                           ე. შევარდნაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 6. სამინსიტროს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი 380046, რუსთაველის გამზირი 30. მუხლი 2🔗. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: ა) სამართლებრივი რეფორმის კოორდინაცია და იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა; ბ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; გ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ამ სფეროში საქმიანობის კოორდინაცია; დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პროგრამის შემუშავება და შესრულების წარმართვა; ე) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა; ვ) სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა; ზ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია; თ) სასამართლო აქტების აღსრულების უზრუნველყოფა; ი) მოქალაქეობის, იმიგრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; კ) კანონმდებლობის საფუძველზე ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება; ლ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიული პირების სახელმწიფო რეგისტრაცია; მ) სამართლებრივი ინფორმატიკისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ნ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური გამოცემების უზრუნველყოფა; ო) სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება; პ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იარაღის ლეგალური ბრუნვის უზრუნველყოფა; ჟ) საჯარო რეესტრის წარმოება; რ) კანონით დადგენილ ფარგლებში ნორმატიული აქტების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნათა საკითხების განხილვა; ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზება, სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, მათი მატერიალურ-ტექნიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფა; ტ) კანონით ან კანონის საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა. მუხლი 3🔗. სამინისტროს კომპეტენცია თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) სამართალშემოქმედების მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპების შემუშავება; გ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში მომზადებული ნორმატიული აქტების ექსპერტიზა; დ) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და კოდიფიკაცია, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების ფუნქციის განხორციელება; ე) ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება ნაბეჭდი და მაგნიტური მატარებლების სახით; ვ) საჯარო რეესტრის წარმოება; ზ) საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, საქართველოს კანონთა წიგნის, ნორმატიული აქტების კრებულებისა და კოდექსების ოფიციალური ტექსტების გამოცემა; თ) სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებების მოთხოვნით ცნობების გაცემა ნორმატიული აქტის მოქმედების თაობაზე; ი) სამართლებრივი პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება; კ) ევროპული სამართლის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია; ლ) ევროსაბჭოს აქტებისა და სასამართლო პრაქტიკის პოპულარიზაცია; - ევროპის სამართლის მოთხოვნებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების პროექტების შესაბამისობის შემოწმება და სათანადო დასკვნების წარდგენა; - თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის გაწეული უცხოური სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება; - ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა; - სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზაცია; მ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების ხელმძღვანელობა და საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებთან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სახელით დასკვნების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში წარდგენა, მის პროცედურებში მონაწილეობა, გამოტანილ გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზაცია და კონტროლი; ნ) სასამართლო აქტების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) აქტების აღსრულების ორგანიზაციის განხორციელება; - საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების აქტების აღსრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულთა გადაცემისა და ექსტრადაციის საკითხთა გადაწყვეტა; ო) სააღსრულებო სამსახურების მოქმედების კოორდინაცია და მათი საქმიანობის კონტროლი; პ) საქართველოს მოქალაქედ მიღების, მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე შესაბამისი მასალების მომზადება; - იმიგრაციის, მოქალაქეობის დადგენისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მოქალაქეობისა და იმიგრაციის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობა; - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მართვა და კონტროლი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; - საქართველოში გაცემული და უცხო სახელმწიფოში გამოსაყენებლად განკუთვნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საბუთების გაფორმება (ლეგალიზაცია); ჟ) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა; რ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესით; ს) იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადების, შეკეთებისა და ვაჭრობის ლიცენზიის გაცემა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში; ტ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა; უ) ნორმატიული აქტების შეჩერებისათვის (გაუქმებისათვის) უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების გაუქმების, შეჩერების მოთხოვნით; ფ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვის, მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, კანონით გათვალისწინებული წესით მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის მზადების სტადიაში მისი აცილება, მომხდარი დანაშაულის გამოვლენა, გახსნა და მოკვლევა; დადგენილი წესით იმ მსჯავრდებულთა ძებნა, რომლებიც გაიქცნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან; ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენა-გახსნაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ქ) საქართველოს პრეზიდენტისათვის და პარლამენტისათვის ყოველწლიური ცნობის წარდგენა იუსტიციის სამინისტროში შესულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით; ღ) კანონით ან კანონის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ყ) უცხოელი ადვოკატების განცხადებათა განხილვა საქართველოს სასამართლოებში დამცველად ან მხარეთა წარმომადგენლად დაშვების თაობაზე; შ) ადვოკატის შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ მოქალაქის დაცვის საფასურისაგან გათავისუფლების შემთხვევაში; ჩ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა; ც) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა სწავლების, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა და ამ მიზნით სასწავლო ცენტრის ფორმირება და მართვა; ძ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება; წ) სამინისტროს ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურული ერთეულები 1. სამინისტროს შემადგენლობაშია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო. 2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია: ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი; ბ) საქართველოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები. 3. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრი; ბ) საქართველოს სააღსრულებო სამსახური; გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა; დ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია; ე) იუსტიციის სასწავლო ცენტრი. 4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურები; ბ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ადგილობრივი სპეციალიზებული განყოფილებები. 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მინისტრის ბიურო; ბ) პრესცენტრი; გ) ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტი; დ) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი; ე) ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი; ვ) კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტი; ზ) მოქალაქეობრივ მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი; თ) კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტი; ი) ეკონომიკური დეპარტამენტი; კ) საერთო განყოფილება; ლ) სახელმწიფოს წარმომადგენლის სამსახური; მ) აღსრულების განყოფილება; ნ) სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება; ო) სახელმწიფო ნებართვათა განყოფილება; პ) ნოტარიატის განყოფილება; ჟ) გენერალური ინსპექცია. მუხლი 5🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე. 2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი მინისტრის წარდგინებით. მუხლი 6🔗. მინისტრი 1. მინისტრი: ა) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განყოფილებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება; გ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორებს,  საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო სათათბირო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ვ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს; ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას; თ) იღებს გადაწყვეტილებას იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების შესახებ; ი) იღებს გადაწყვეტილებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის ნებართვის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე; კ) ხელს აწერს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ლიცენზიებს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის ორგანოების მოხელეებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს; მ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად; ნ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას; ო) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში –დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; პ) კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს, ადგენს სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით; ჟ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას ორგანოები – კომისიები,  განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი; რ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის; ს) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება; ტ) აბარებს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს. ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს ცნობას სამინისტროში შესულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით; უ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; ქ) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს; ღ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების აქტებისა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ყ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ; შ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; ჩ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ც) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს; ძ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. მინისტრის მოადგილეები 1. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას . 3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 4. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქცია ეკისრება მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს. მუხლი 8🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები და მათი მოადგილეები; ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; გ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. 2. სამინისტროს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 9🔗. სამინისტროს სხვა მოხელეები 1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან: ა) მინისტრის მრჩევლები; ბ) სამინისტროს მრჩევლები. გ) სამინისტროს სპეციალისტები. 2. მინისტრის მრჩევლები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს, მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით. 3. სამინისტროს მრჩევლებსა და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით. 4. სამინისტროს მრჩევლებისა და სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს ქვედანაყოფის დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 10🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი 1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი, აგრეთვე საკუთარი ბლანკის არსებობა და მისი გამოყენების  წესი განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად; თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს. 5. დეპარტამენტი შეიძლება დაიყო სამმართველოებად და განყოფილებებად, სექტორებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს  თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 11🔗. მინისტრის ბიურო მინისტრის ბიუროს ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის სახელით სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მაკონტროლებელი და მაკოორდინირებელი ფუნქციების განხორციელება, მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრის (სამინისტროს) ურთიერთობის ორგანიზება; მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება, მისი ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო და სამართლებრივი მომსახურება. მუხლი 12🔗. პრესცენტრი პრესცენტრის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და საზოგადოების ინფორმირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე. მუხლი 13🔗. ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტი ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა, სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებისათვის მომზადება. მუხლი 14🔗. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საეთაშორისო შეთანხმებების მომზადების, დადებისა და შესრულების ორგანიზება, ქართული სამართლის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან, სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო აქტებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება. მუხლი 15🔗. ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართველობის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია, ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი, მათი მოხელეების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის წარმოება. მუხლი 16🔗. კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტი კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის სისტემატიზაცია, სამართალშემოქმედებითი და სამართალდაცვითი პროცესის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა, ინფორმატიზაციის სისტემის კოორდინაცია და კონტროლი. მუხლი 17🔗. მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი მოქალაქეობრივი მდგომარებისა და იმიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ცალკეულ დაინტერესებულ პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადგენა, უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეთა მოქალაქეობიდან გასვლის ან მათ მიერ მოქალაქეობის დაკარგვის, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების მასალების წინასწარ განსახილველად მომზადება, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტა, ორგანიზება და კოორდინაცია; მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა და იმიგრაციის საინფორმაციო ბანკის შექმნა. მუხლი 18🔗. კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტი კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, საპენსიო საბუთების გაფორმება, სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება, მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი, საქართველოში იურიდიული განათლების სისტემის სრულყოფისათვის წინადადებათა შემუშავება, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება. მუხლი 19🔗. ეკონომიკური დეპარტამენტი ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა, სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემის ცენტრალიზებული მომარაგება, კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაგეგმვა-განხორციელება. მუხლი 20🔗. საერთო განყოფილება საერთო განყოფილების ძირითადი საქმისწარმოების ორგანიზაცია, სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის ორგანიზაცია, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების მომზადება და ოქმის გაფორმება, საიდუმლოების რეჟიმისა და კონსპირაციის დაცვა, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მუხლი 21🔗. სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახური   სახელმწიფოს წარმომადგენლის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა; ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნების და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზაცია და დამუშავება; სახელმწიფოს სახელით წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტების (დასკვნების) პროექტების მომზადება; დასახელებული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა შესრულების და კონტროლის ორგანიზება. მუხლი 22🔗. აღსრულების განყოფილება აღსრულების განყოფილების ძირითადი ამოცანაა სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან და სააღსრულებო სამსახურთან ურთიერთობის კოორდინაცია; მსჯავრდებულთა გადაყვანისა და გადაცემის, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული წესით ექსტრადაციის საკითხებზე მინისტრის აქტების პროექტების მომზადება. მუხლი 23🔗. სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების ძირითადი ამოცანაა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების რეგისტრაცია; რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლი დადგენილი წესით.  მუხლი 24🔗. სახელმწიფო ნებართვათა განყოფილება სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიების აღრიცხვა. მუხლი 25🔗. ნოტარიატის განყოფილება ნოტარიატის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ნოტარიატის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მინისტრის უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა,  ნოტარიატის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესებისათვის ხელის შეწყობა, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაცია. მუხლი 26🔗. გენერალური ინსპექცია გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ორგანოების თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამო სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებზე შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება. მუხლი 27🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 2. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუ ეს უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს. 3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები. 4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით, მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები. 5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს. 6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები. 8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მისი შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. 9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს. მუხლი 28🔗. სამინისტროს სიმბოლიკა 1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. 2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელის აბრებზე. 4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.