საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№694
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.29.000012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 3, 29/12/1999

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება № 694

1999 წლის 28 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის აღსრულების ორგანიზება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა, მოკვლევა და გახსნა, მსჯავრდებულთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“

შესაბამისად,  „ჟ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „რ“ ქვეპუნქტად.

2. მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადენილი სასჯელის აღსრულება, ბრალეულ და მსჯავრდებულ პირთა დაცვა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა:

- სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დანაშაულის მზადების სტადიაში მისი აცილება, მომხდარი დანაშაულის გამოვლენა, გახსნა და მოკვლევა, დადგენილი წესით იმ მსჯავრდებულთა ძებნა, რომლებიც გაიქცნენ დაწესებულებიდან, ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენა-გახსნაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსებამდე, კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება“;

შესაბამისად, „ც“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ძ“ ქვეპუნქტად.

3. დებულების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა დაცვა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის მოკვლევა, გამოვლენა და გახსნა, მსჯავრდებულთა ძებნა, რომლებიც გაიქცნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა“, შესაბამისად „ე“, „ვ“, „ზ“ „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებად.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი“.

 

                                                                                                                      ე. შევარდნაძე


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.1999.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №694. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.29.000012.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.1999 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №694, 28.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.29.000012 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6193466/