„საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
220010000.11.004.016093
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №3

2024 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „თ1“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:


მუხლი 1

„საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 27/07/2023; ს/კ: 220010000.11.004.016079) დამტკიცებული წესის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. შრომის ანაზღაურება

კომისიის იმ წევრის, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ არის, შრომის ანაზღაურება შეადგენს 6000 (ექვსი ათას) ლარს, ხოლო კომისიის თავმჯდომარის (თუ ის არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი) – 10 000 (ათი ათას) ლარს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა