„შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №342 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №21
2024 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
1. „შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №342 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაიცეს შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორზე“ (ს/ნ: 405482721) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების მიზნით.“.
2. „შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №342 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე