“უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტის მიხედვით სასეტრიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშეEსახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადის გაგრძელებისათვის საჭირო უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების რაოდენობისა და სამედიცინო განათლების სხვადასხვა ფორმების შესაბამისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 01.11.2005
ძალის დაკარგვა 19.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №274/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.843
გამოქვეყნების წყარო სსმ, 131, 08/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 1 თვე |
| 2 | 2 თვე |
| 3 | 3 თვე |
| 4 | 4 თვე |
| 5 | 5 თვე |
| სერტიფიკატის მოქმედების დასრულების ვადა | უწყვეტი სამედიცინო განათლების I ტიპის უპგ ქულა |
| 2005 წელი | 50 |
| 2006 წელი | 75 |
| 2007 წელი | 100 |
| 2008 და შემდგომი წლები | 125 |
| სამუშაო სტაჟი | უწყვეტი პრაქტიკული საქმიანობის II ტიპის უპგ ქულა |
| სრული 4 წელიწადი | 60 |
| სრული 3 წელიწადი | 45 |
| სრული 2 წელიწადი | 30 |
| სრული 1 წელიწადი | 15 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტის მიხედვით სასეტრიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშეEსახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადის გაგრძელებისათვის საჭირო უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების რაოდენობისა და სამედიცინო განათლების სხვადასხვა ფორმების შესაბამისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ"
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.007.843
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №274/ნ
2005 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტის მიხედვით სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის საჭირო უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების რაოდენობისა და სამედიცინო განათლების სხვადასხვა ფორმების შესაბამისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
„საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11, მე-12, მე-15, 291, 30-ე, 31-ე, 32-ე, 371, 374, 69-ე და 98
-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის საჭირო უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების რაოდენობა უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტის მიხედვით (დანართი 1);
ბ) უწყვეტი სამედიცინო განათლების სხვადასხვა ფორმების შესაბამისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების მინიჭების კრიტერიუმები (დანართი 2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი №1
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის საჭირო უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების რაოდენობა უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტის მიხედვით
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა მისთვის მინიჭებული სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე გასაგრძელებლად, საანგარიშო პერიოდში (სერტიფიცირებიდან სერტიფიკატის ვადის გასვლამდე) უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით უნდა დააგროვოს შემდეგი ოდენობის უპგ ქულა:
სერტიფიკატის მოქმედების დასრულების ვადა
უწყვეტი სამედიცინო განათლების
I ტიპის უპგ ქულა
უწყვეტი პროფესიული აქტივობის
II ტიპის უპგ ქულა
სულ
2005 წელი
50
75
125
2006 წელი
75
75
150
2007 წელი
100
75
175
2008 და შემდგომი წლები
125
75
200
2. თუ დამოუკიდებელი საქმიანობის სუბიექტს პრაქტიკული საექიმო საქმიანობისთვის მოპოვებული აქვს 75 II ტიპის უპგ ქულაზე ნაკლები, მან იგი უნდა შეავსოს პროფესიულ რეაბილიტაციის ციკლებზე III ტიპის უპგ ქულების მოპოვების გზით ცხრილში მოყვანილი პრინციპით:
სამუშაო სტაჟი
უწყვეტი პრაქტიკული საქმიანობის
II ტიპის უპგ ქულა
პროფესიული რეაბილიტაციის
III ტიპის უპგ ქულა
სულ
სრული 4 წელიწადი
60
15
75
სრული 3 წელიწადი
45
30
75
სრული 2 წელიწადი
30
45
75
სრული 1 წელიწადი
15
60
75
1 წელიწადზე ნაკლები/ სტაჟის გარეშე
0
75
75
3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მოპოვებული უწყვეტი სამედიცინო განათლების ყოველი კრედიტ/საათი ჩაითვალოს I ტიპის უპგ ქულის იდენტურად.
4. უწყვეტი პროფესიული საქმიანობა და პრაქტიკული აქტივობა მოიაზრება როგორც პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა სპეციალობის ფარგლებში, რომლის შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს ფლობს ექიმი. იგი მოიცავს:
ა) პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევას სამუშაო ადგილზე, სხვა დაწესებულებაში (კონსულტაციას), რეგიონებში გასვლით კამპანიებში მონაწილეობას და სხვ.;
ბ) კლინიკურ გარჩევებში, კონსილიუმებში (როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სხვა დაწესებულებაში), აგრეთვე ლეტალური შემთხვევების გარჩევაში, კლინიკურ-პათოლოგანატომიურ და სხვ. კონფერენციებში სათანადოდ დოკუმენტირებულ მონაწილეობას;
გ) რეფერატული მიმოხილვის მომზადებას და მის სათანადოდ დოკუმენტირებულ მოხსენებას სამუშაო ადგილზე.
5. ქვეყანაში უწყვეტი პრაქტიკული საქმიანობის აქტივობის შეფასების და დოკუმენტირების ფორმის შემუშავებამდე, აგრეთვე ექიმთა საქმიანობის ხარისხის პერიოდული შემოწმების (გარე და შიგა აუდიტი) დანერგვამდე, უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობისათვის II ტიპის უპგ ქულების მინიჭება ხდება ავტომატურად, საექიმო სპეციალობაში სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის საფუძველზე, ცხრილში მოცემული შემდეგი კრიტერიუმის შესაბამისად:
* ერთ წელიწადზე ნაკლები სტაჟის შემთხვევაში უპგ ქულა არ ენიჭება;
** პრაქტიკული საექიმო საქმიანობისათვის მისანიჭებელი მაქსიმუმი 75 ქულაა.
6. პროფესიული რეაბილიტაცია მოიაზრება როგორც გრძელვადიან (1–5 თვე) დასწრებულ ციკლებზე მზადება, რომლის მიზანია ექიმთა პრაქტიკული საქმიანობისათვის პროფესიული კომპეტენციის (თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების) ამაღლება.
7. პროფესიული რეაბილიტაციის ციკლებში მონაწილეობის საფუძველზე III ტიპის უპგ ქულების მინიჭება ხდება ცხრილში მოცემული შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
№
პროფესიული რეაბილიტაციის ხანგრძლივობა
III ტიპის უპგ ქულა
1
1 თვე
15
2
2 თვე
30
3
3 თვე
45
4
4 თვე
60
5
5 თვე
75
დანართი №2
უწყვეტი სამედიცინო განათლების სხვადასხვა ფორმების შესაბამისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების მინიჭების კრიტერიუმები
მუხლი 1🔗. უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული ფორმები
უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებულ ფორმებში (`დასწრებული ფორმალიზებული უსგ”) მონაწილეობისათვის I ტიპის უპგ ქულის გასაცემი ოდენობა განისაზღვრება პროგრამით გათვალისწინებული მხოლოდ უშუალოდ სწავლის/მზადების ხანგრძლივობის საფუძველზე ცხრილში მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად, მონაწილეთა რეგისტრაციის, პრეტესტირების, შესვენებების და სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარებისათვის განკუთვნილი დროის ჩაუთვლელად.
უსგ დასწრებული ფორმა
I ტიპის უპგ ქულის მინიჭების კრიტერიუმი
შენიშვნა
მოკლევადიანი (1-10 დღე) სწავლება/ტრენინგები
1 საათი = 1 უპგ ქულა
ერთ კურსში მონაწილეობისთვის გაიცემა არა უმეტეს 50 ქულისა
ლექცია დასკვნითი შეფასებით ან მის გარეშე
1 საათი = 1 უპგ ქულა
ერთ ლექციაზე დასწრებისთვის გაიცემა არა უმეტეს 2 ქულისა
ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ კონფერენციაზე, კონგრესზე, ფორუმზე და სხვ. დასწრება
1 საათი = 0,5-1 უპგ ქულა
ა) განისაზღვრება საბჭოს მიერ შესაბამის სპეციალობაში პროფესიული ასოციაცი(ებ)ის დასკვნის საფუძველზე;
ბ) ერთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გაიცემა არა უმეტეს 15 ქულისა
სტაჟირება სარეზიდენტო პროგრამებში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებაში ანდა უცხოეთის შესატყვის დაწესებულებაში
1 სამუშაო დღე = 0,5-1 ქულა
ა) განისაზღვრება საბჭოს მიერ შესაბამის სპეციალობაში პროფესიული ასოციაცი(ებ)ის დასკვნის საფუძველზე;
ბ) სტაჟირების ერთ პროგრამაზე გაიცემა არა უმეტეს 45 ქულისა
მუხლი 2🔗. უწყვეტი სამედიცინო განათლების დაუსწრებული ფორმები
1. უწყვეტი სამედიცინო განათლების დაუსწრებელ ფორმებს მიეკუთვნება:
ა) დასკვნითი შეფასების კითხვარით (პოსტტესტირებით) თანმხლები ნაბეჭდი ლიტერატურის დამუშავება;
ბ) დასკვნითი შეფასების კითხვარით (პოსტტესტირებით) თანმხლები აუდიო, ვიდეო, მულტიმედიის მასალების დამუშავება;
გ) დასკვნითი შეფასების კითხვარით (პოსტტესტირებით) თანმხლები ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება ინტერნეტის საშუალებების გამოყენებით.
2. უწყვეტი სამედიცინო განათლების დაუსწრებელ ფორმებში მონაწილეობისათვის გაიცემა I ტიპის უპგ ქულები შემდეგი პრინციპის მიხედვით:
ა) მასალა ექვემდებარება სავალდებულო აკრედიტაციას;
ბ) უპგ ქულების რაოდენობა განისაზღვრება აკრედიტაციის პროცესში უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ;
გ) უწყვეტი სამედიცინო განათლების დაუსწრებულ ფორმებში მონაწილეობისათვის მისანიჭებელი ქულების რაოდენობა არ აღემატება 3 ქულას.
მუხლი 3🔗. უწყვეტი სამედიცინო განათლების სხვა ფორმები
1. უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული ფორმების და გრძელვადიანი პროფესიული რეაბილიტაციის ციკლების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობისათვის (პროგრამის ავტორები და განმახორციელებლები) გაიცემა I ტიპის უპგ ქულები შემდეგი პრინციპის მიხედვით:
ა) პროგრამის ავტორებს I ტიპის უპგ ქულები მიენიჭებათ აკრედიტაციისთანავე, პროგრამის აკრედიტაციისას დადგენილი უპგ ქულების ოდენობით;
ბ) პროგრამის ჩატარების შემდეგ ავტორებს განმეორებით, ხოლო განმახორციელებლებს პირველად, მიენიჭებათ I ტიპის უპგ ქულები, პროგრამის აკრედიტაციისას დადგენილი უპგ ქულების ოდენობით.
2. უმაღლეს სამედიცინო დაწესებულებაში დოკუმენტურად დადასტურებული კლინიკური დისციპლინის სწავლებისათვის გაიცემა ერთ სემესტრში I ტიპის უპგ 5 ქულა.
3. დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების სისტემაში დოკუმენტურად დადასტურებული მონაწილეობისათვის გაიცემა I ტიპის უპგ ქულა შემდეგი ოდენობით:
ა) სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი – წელიწადში 25 ქულა;
ბ) დირექტორატის წევრი – წელიწადში 15 ქულა;
გ) რეზიდენტის ლოკალური ხელმძღვანელი – წელიწადში 10 ქულა.
4. 2007 წლამდე რესერტიფიცირების პერიოდში სამედიცინო სფეროში სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შემთხვევაში გაიცემა I ტიპის უპგ ქულა შემდეგი ოდენობით:
ა) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი – 25 ქულა;
ბ) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – 50 ქულა.
5. 2007 წლიდან დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებისათვის გაიცემა 50 I ტიპის უპგ ქულა.
6. მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ან კლინიკური რეკომენდაციების (“გაიდლაინი”) მომზადებისათვის I ტიპის უპგ ქულა გაიცემა უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით პროფესიული ასოციაციების და/ან შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარდგინების საფუძველზე შემდეგი მაქსიმალური ოდენობით (უპგ ქულა ენიჭება ყველა ავტორს):
ა) სახელმძღვანელოს გამოცემა შესაბამის სპეციალობაში – 100 ქულა;
ბ) მონოგრაფიის გამოცემა შესაბამის სპეციალობაში – 75 ქულა;
გ) დამხმარე სახელმძღვანელოს ან კლინიკური რეკომენდაციის გამოცემა შესაბამის სპეციალობაში – 50 ქულა.
7. სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისთვის გაიცემა შემდეგი ოდენობის I ტიპის უპგ ქულა (უპგ ქულა ენიჭება ყველა ავტორს):
ა) ნაშრომის გამოქვეყნება გამოცემაში, რომელიც შესულია სწავლულ ექსპერტთა საბჭოს და უმაღლესის შემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში – 10 ქულა;
ბ) ნაშრომის გამოქვეყნება გამოცემაში, რომელიც რეგისტრირებულია, მაგრამ არაა შესული სწავლულ ექსპერტთა საბჭოს და უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში – 5 ქულა;
გ) ნაშრომის გამოქვეყნება, რომელიც შესულია ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზაში (MEDLINE) – 50 ქულა.
8. მოხსენებისა ან “პოსტერული” პრეზენტაციისათვის პროფესიულ კონფერენციაზე, კონგრესზე და სხვ. გაიცემა I ტიპის უპგ ქულა შემდეგი ოდენობით:
ა) ადგილობრივი მასშტაბის – 3 ქულა;
ბ) საერთაშორისო მასშტაბის – 10 ქულა.
9. სამეცნიერო ნაშრომის “მასალების” და “აბსტრაქტის” დასტამბვისათვის გაიცემა I ტიპის უპგ ქულა შემდეგი ოდენობით:
ა) ადგილობრივი მასშტაბის – 3 ქულა;
ბ) საერთაშორისო მასშტაბის – 10 ქულა.
10. დოკუმენტურად დადასტურებული რეცენზირებისათვის, ოპონენციისათვის, ექსპერტიზისათვის გაიცემა – ერთი ერთეულისთვის I ტიპის 3 უპგ ქულა.