“საქართველო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 09.11.2005
ძალის დაკარგვა 29.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №439
სარეგისტრაციო კოდი 360.010.010.22.023.007.848
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 16/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"LitNusx","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 62.35pt 62.9pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.010.010.023.007.848
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №439
2005 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების (სსმ III, 2004 წ., №60, მუხლი 526🔗) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე ამავე პუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აღმოსავლეთ ცენტრალური გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულება;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასავლეთ ცენტრალური გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულება;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულება;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულება;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულება;
ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს, იმერეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს, გურიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს, შიდა ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს, ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს, კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს, ქვემო სვანეთ-ლეჩხუმის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს, რაჭის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 10 მარტის №30 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აღმოსავლეთ ცენტრალური გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აღმოსავლეთ ცენტრალური გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო (შემდგომში _ სამმართველო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო, რომელიც შექმნილია ,,სა-ქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე.
2. აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო, როგორც საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქ. გორის, მცხეთის, კასპის, თიანეთის, ყაზბეგის, ახალგორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის რაიონებში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქმედი საქართველოს ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
4. სამმართველოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
5. სამმართველოს აქვს დამოუკიდებელი დასრულებული ბალანსი, სათანადო ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.
6. სამმართველოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამმართველო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
8. სამმართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი ბარნოვის ქ. №10ა.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების გზით გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა;
ბ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტთა დონეებზე;
გ) გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და გარემოს მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა და ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
დ) ეკოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პრობლემების სამეცნიერო კვლევის, გარემოსდაცვითი და ჰიდრომეტეოროლოგიური რეგიონული პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირი;
ე) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის:
ზ.ა) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულებისადმი;
ზ.ბ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სარგებლობისადმი;
ზ.გ) გარემოს დაბინძურებისაგან დაცვისადმი;
ზ.დ) ტყისა და სხვა მცენარეული რესურსის, ცხოველთა სამყაროს აღწარმოებისადმი;
ზ.ე) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორების, და გარემოზე ზემოქმედების მქონე ქიმიური ნივთიერებების გამოყენების, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, რადიაციული, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, უტილიზაციის, გაუვნებლობის, დასაწყობების, შენახვისა და დამარხვისადმი;
ზ.ვ) გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის (ჩაშვების) სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების სისწორისადმი.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი
სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) წყლისა და მისი გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი;
გ) მიწების განკარგვის, გამოყოფის, მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, აგრეთვე ტყეების კატეგორიების შეცვლის პროცესებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად;
დ) მოსახლეობის ეკოლოგიური აღზრდის ორგანიზება. გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირის ორგანიზაცია;
ე) საქართველოს ფლორისა და ფაუნის ენდემურ, იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების კოორდინირება და მათში უშუალო მონაწილეობა;
ვ) დაცული ტერიტორიების, სამონადირეო მეურნეობების შექმნისათვის წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური, მდგრადი და კომპლექსური სარგებლობის სახელმწიფო მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დადგენილი წესით გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას:
თ.ა) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;
თ.ბ.) შესაბამისი ორგანოების წინაშე საკითხის დასმა იმ ცალკეული აგრეგატების, დანადგარების, უბნების, საამქროების ან მთლიანად საწარმოების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომელნიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევით;
თ.გ) შემოწმების პროცესში ინფორმაციული მასალების, მათ შორის ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხების მოთხოვნა, რომლებიც ახასიათებენ შესამოწმებელ პირთა საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში;
თ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მასალების გადაგზავნა შესაბამის ორგანოებში დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
თ.ე) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნის წარდგენა ფიზიკური და იურიდიული პირებისადმი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის წარდგენა;
ი) გარემოს მდგომარეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების თაობაზე სათანადო ინფორმაციისა და სტატისტიკური ანგარიშების, დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში ავარიული გაფრქვევის ან ჩაშვების შესახებ ცნობებისა და სხვა მასალების მიღება სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირებისაგან.
მუხლი 4🔗. სამმართველოს სტრუქტურა
1. სამმართველოს სტრუქტურა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) იღებს გადაწყვეტილებას და პასუხს აგებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ბ) პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისათვის;
გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) წარმოადგენს სამმართველოს და ანიჭებს სამმართველოს მუშაკებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
ე) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამმართველოს მმართველობას განეკუთვნება;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად კომპეტენციებს და პასუხის-მგებლობას;
ზ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
თ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ი) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
კ) აბარებს მინისტრს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ლ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას;
მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამმართველოს თანამშრომელთა მივლინებების შესახებ;
ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (გარდა სამმართველოს უფროსისა და უფროსის მოადგილის) შვებულების შესახებ.
4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) პასუხს აგებს სამმართველოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესწავლასა და კონტროლზე;
ბ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
გ) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას.
6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი _ იურისტი, რომელიც ახორციელებს სამმართველოს სამართლებრივ უზრუნველყოფას და სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ასევე გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
მუხლი 5🔗. სამმართველოს ლიკვიდაცია
სამმართველოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასავლეთ ცენტრალური გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასავლეთ ცენტრალური გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო (შემდგომში _ სამმართველო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო, რომელიც შექმნილია ,,სა-ქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე.
2. დასავლეთ ცენტრალური სამმართველო, როგორც საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქ. ქუთაისის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ტყიბულის, ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის, ვანის, ბაღდადის, წყალტუბოს, თერჯოლის, ონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის რაიონებში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქმედი საქართველოს ნორ-მატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.
4. სამმართველოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
5. სამმართველოს აქვს დამოუკიდებელი დასრულებული ბალანსი, სათანადო ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.
6. სამმართველოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამმართველო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
8. სამმართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. №45.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების გზით გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა;
ბ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტთა დონეებზე;
გ) გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და გარემოს მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა და ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
დ) ეკოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პრობლემების სამეცნიერო კვლევის, გარემოსდაცვითი და ჰიდრომეტეოროლოგიური რეგიონული პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირი;
ე) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის:
ზ.ა) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულებისადმი;
ზ.ბ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სარგებლობისადმი;
ზ.გ) გარემოს დაბინძურებისაგან დაცვისადმი;
ზ.დ) ტყისა და სხვა მცენარეული რესურსის, ცხოველთა სამყაროს აღწარმოებისადმი;
ზ.ე.) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორების, და გარემოზე ზემოქმედების მქონე ქიმიურ ნივთიერებების გამოყენების, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, რადიაციული, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, უტილიზაციის, გაუვნებლობის, დასაწყობების, შენახვისა და დამარხვისადმი;
ზ.ვ) გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის (ჩაშვების) სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების სისწორისადმი.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი
სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) წყლისა და მისი გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი;
გ) მიწების განკარგვის, გამოყოფის, მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, აგრეთვე ტყეების კატეგორიების შეცვლის პროცესებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად;
დ) მოსახლეობის ეკოლოგიური აღზრდის ორგანიზება. გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირის ორგანიზაცია;
ე) საქართველოს ფლორისა და ფაუნის ენდემურ, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების კოორდინირება და მათში უშუალო მონაწილეობა;
ვ) დაცული ტერიტორიების, სამონადირეო მეურნეობების შექმნისათვის წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური, მდგრადი და კომპლექსური სარგებლობის სახელმწიფო მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დადგენილი წესით გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას:
თ.ა) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;
თ.ბ.) შესაბამისი ორგანოების წინაშე საკითხის დასმა იმ ცალკეული აგრეგატების, დანადგარების, უბნების, საამქროების ან მთლიანად საწარმოების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომელნიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევით;
თ.გ) შემოწმების პროცესში ინფორმაციული მასალების, მათ შორის ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხების მოთხოვნა, რომლებიც ახასიათებენ შესამოწმებელ პირთა საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში;
თ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მასალების გადაგზავნა შესაბამის ორგანოებში დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
თ.ე) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნის წარდგენა ფიზიკური და იურიდიული პირებისადმი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოში სარჩელის წარდგენა;
ი) გარემოს მდგომარეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების თაობაზე სათანადო ინფორმაციისა და სტატისტიკური ანგარიშების, დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში ავარიული გაფრ-ქვევის ან ჩაშვების შესახებ ცნობებისა და სხვა მასალების მიღება სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირებისაგან.
მუხლი 4🔗. სამმართველოს სტრუქტურა
1. სამმართველოს სტრუქტურა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) იღებს გადაწყვეტილებას და პასუხს აგებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ბ) პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისათვის;
გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) წარმოადგენს სამმართველოს და ანიჭებს სამმართველოს მუშაკებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
ე) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამმართველოს მმართველობას განეკუთვნება;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად კომპეტენციებს და პასუხისმგებ-ლობას;
ზ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
თ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ი) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
კ) აბარებს მინისტრს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ლ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას;
მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამმართველოს თანამშრომელთა მივლინებების შესახებ;
ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (გარდა სამმართველოს უფროსისა და უფროსის მოადგილის) შვებულების შესახებ.
4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) პასუხს აგებს სამმართველოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესწავლასა და კონტროლზე;
ბ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
გ) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას.
6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი _ იურისტი, რომელიც ახორციელებს სამმართველოს სამართლებრივ უზრუნველყოფას და სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ასევე გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
მუხლი 5🔗. სამმართველოს ლიკვიდაცია
სამმართველოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო (შემდგომში _ სამმართველო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო, რომელიც შექმნილია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე.
2. კახეთის რეგიონალური სამმართველო, როგორც საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქ. თელავის, გურჯაანის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის, ლაგოდეხის რაიონებში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქმედი საქართველოს ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.
4. სამმართველოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
5. სამმართველოს აქვს დამოუკიდებელი დასრულებული ბალანსი, სათანადო ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.
6. სამმართველოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამმართველო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
8. სამმართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის I შესახვევი №7.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების გზით გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა;
ბ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტთა დონეებზე;
გ) გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და გარემოს მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა და ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
დ) ეკოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პრობლემების სამეცნიერო კვლევის, გარემოსდაცვითი და ჰიდრომეტეოროლოგიური რეგიონული პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირი;
ე) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის:
ზ.ა) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულებისადმი;
ზ.ბ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სარგებლობისადმი;
ზ.გ) გარემოს დაბინძურებისაგან დაცვისადმი;
ზ.დ) ტყისა და სხვა მცენარეული რესურსის, ცხოველთა სამყაროს აღწარმოებისადმი;
ზ.ე.) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორების და გარემოზე ზემოქმედების მქონე ქიმიურ ნივთიერებების გამოყენების, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, რადიაციული, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, უტილიზაციის, გაუვნებლობის, დასაწყობების, შენახვისა და დამარხვისადმი;
ზ.ვ) გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის (ჩაშვების) სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების სისწორისადმი.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი
სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) წყლისა და მისი გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი;
გ) მიწების განკარგვის, გამოყოფის, მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, აგრეთვე ტყეების კატეგორიების შეცვლის პროცესებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად;
დ) მოსახლეობის ეკოლოგიური აღზრდის ორგანიზება. გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირის ორგანიზაცია;
ე) საქართველოს ფლორისა და ფაუნის ენდემურ, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების კოორდინირება და მათში უშუალო მონაწილეობა;
ვ) დაცული ტერიტორიების, სამონადირეო მეურნეობების შექმნისათვის წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური, მდგრადი და კომპლექსური სარგებლობის სახელმწიფო მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დადგენილი წესით გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას:
თ.ა) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;
თ.ბ.) შესაბამისი ორგანოების წინაშე საკითხის დასმა იმ ცალკეული აგრეგატების, დანადგარების, უბნების, საამქროების ან მთლიანად საწარმოების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომელნიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევით.
თ.გ) შემოწმების პროცესში ინფორმაციული მასალების, მათ შორის ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხების მოთხოვნა, რომლებიც ახასიათებენ შესამოწმებელ პირთა საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში;
თ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მასალების გადაგზავნა შესაბამის ორგანოებში დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
თ.ე) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნის წარდგენა ფიზიკური და იურიდიული პირებისადმი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის წარდგენა;
ი) გარემოს მდგომარეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების თაობაზე სათანადო ინფორმაციისა და სტატისტიკური ანგარიშების, დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში ავარიული გაფრქ-ვევის ან ჩაშვების შესახებ ცნობებისა და სხვა მასალების მიღება სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირებისაგან.
მუხლი 4🔗. სამმართველოს სტრუქტურა
1. სამმართველოს სტრუქტურა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) იღებს გადაწყვეტილებას და პასუხს აგებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ბ) პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისათვის;
გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) წარმოადგენს სამმართველოს და ანიჭებს სამმართველოს მუშაკებს წარმომადგენლობას (მათ შორის, სასამართლო ორგანოებში);
ე) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამმართველოს მმართველობას განეკუთვნება;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად კომპეტენციებს და პასუხისმ-გებლობას;
ზ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
თ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ი) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
კ) აბარებს მინისტრს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ლ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას;
მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამმართველოს თანამშრომელთა მივლინებების შესახებ;
ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (გარდა სამმართველოს უფროსისა და უფროსის მოადგილისა) შვებულების შესახებ.
4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) პასუხს აგებს სამმართველოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესწავლასა და კონტროლზე;
ბ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
გ) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას.
6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი _ იურისტი, რომელიც ახორციელებს სამმართველოს სამართლებრივ უზრუნველყოფას და სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ასევე გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
მუხლი 5🔗. სამმართველოს ლიკვიდაცია
სამმართველოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო (შემდგომში _ სამმართველო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) ტერიტო-რიული ორგანო, რომელიც შექმნილია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე.
2. ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, როგორც საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქ. რუსთავის, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, დმანისის რაიონებში), თავისი ამოცანების განხორციე-ლებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქმედი საქართველოს ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.
4. სამმართველოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
5. სამმართველოს აქვს დამოუკიდებელი დასრულებული ბალანსი, სათანადო ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.
6. სამმართველოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამმართველო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
8. სამმართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. რუსთავი, გმირის ქ. №22.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების გზით გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა;
ბ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტთა დონეებზე;
გ) გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და გარემოს მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა და ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
დ) ეკოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პრობლემების სამეცნიერო კვლევის, გარემოსდაცვითი და ჰიდრომეტეოროლოგიური რეგიონული პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირი;
ე) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის:
ზ.ა) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულებისადმი;
ზ.ბ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სარგებლობისადმი;
ზ.გ) გარემოს დაბინძურებისაგან დაცვისადმი;
ზ.დ) ტყისა და სხვა მცენარეული რესურსის, ცხოველთა სამყაროს აღწარმოებისადმი;
ზ.ე.) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორების, და გარემოზე ზემოქმედების მქონე ქიმიურ ნივთიერებების გამოყენების, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, რადიაციული, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, უტილიზაციის, გაუვნებლობის, დასაწყობების, შენახვისა და დამარხვისადმი;
ზ.ვ) გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის (ჩაშვების) სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების სისწორისადმი.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი
სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) წყლისა და მისი გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი;
გ) მიწების განკარგვის, გამოყოფის, მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, აგრეთვე ტყეების კატეგორიების შეცვლის პროცესებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად;
დ) მოსახლეობის ეკოლოგიური აღზრდის ორგანიზება. გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირის ორგანიზაცია;
ე) საქართველოს ფლორისა და ფაუნის ენდემურ, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების კოორდინირება და მათში უშუალო მონაწილეობა;
ვ) დაცული ტერიტორიების, სამონადირეო მეურნეობების შექმნისათვის წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური, მდგრადი და კომპლექსური სარგებლობის სახელმწიფო მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დადგენილი წესით გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას:
თ.ა) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;
თ.ბ.) შესაბამისი ორგანოების წინაშე საკითხის დასმა იმ ცალკეული აგრეგატების, დანადგარების, უბნების, საამქროების ან მთლიანად საწარმოების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომელნიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევით;
თ.გ) შემოწმების პროცესში ინფორმაციული მასალების, მათ შორის, ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხების მოთხოვნა, რომლებიც ახასიათებენ შესამოწმებელ პირთა საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში;
თ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მასალების გადაგზავნა შესაბამის ორგანოებში დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
თ.ე) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნის წარდგენა ფიზიკური და იურიდიული პირებისადმი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის წარდგენა;
ი) გარემოს მდგომარეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების თაობაზე სათანადო ინფორმაციისა და სტატისტიკური ანგარიშების, დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში ავარიული გაფრქვევის ან ჩაშვების შესახებ ცნობებისა და სხვა მასალების მიღება სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირებისაგან.
მუხლი 4🔗. სამმართველოს სტრუქტურა
1. სამმართველოს სტრუქტურა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) იღებს გადაწყვეტილებას და პასუხს აგებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ბ) პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისათვის;
გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) წარმოადგენს სამმართველოს და ანიჭებს სამმართველოს მუშაკებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
ე) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამმართველოს მმართველობას განეკუთვნება;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების, ძირითად კომპეტენციებს და პასუხისმ-გებლობას;
ზ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
თ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ი) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
კ) აბარებს მინისტრს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ლ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას;
მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამმართველოს თანამშრომელთა მივლინებების შესახებ;
ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (გარდა სამმართველოს უფროსისა და უფროსის მოადგილისა) შვებულების შესახებ.
4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) პასუხს აგებს სამმართველოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესწავლასა და კონტროლზე;
ბ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
გ) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას.
6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი _ იურისტი, რომელიც ახორციელებს სამმართველოს სამართლებრივ უზრუნველყოფას და სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ასევე გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
მუხლი 5🔗. სამმართველოს ლიკვიდაცია
სამმართველოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო (შემდგომში _ სამმართველო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო, რომელიც შექმნილია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე.
2. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო, როგორც საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქ. ბორჯომის, ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის რაიონებში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქმედი საქართველოს ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.
4. სამმართველოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
5. სამმართველოს აქვს დამოუკიდებელი დასრულებული ბალანსი, სათანადო ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.
6. სამმართველოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამმართველო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
8. სამმართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ახალციხე, დიდიმამიშვილის ქ. №2ა.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების გზით გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა;
ბ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტთა დონეებზე;
გ) გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და გარემოს მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა და ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
დ) ეკოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პრობლემების სამეცნიერო კვლევის, გარემოსდაცვითი და ჰიდრომეტეოროლოგიური რეგიონული პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირი;
ე) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის:
ზ.ა) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულებისადმი;
ზ.ბ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სარგებლობისადმი;
ზ.გ) გარემოს დაბინძურებისაგან დაცვისადმი;
ზ.დ) ტყისა და სხვა მცენარეული რესურსის, ცხოველთა სამყაროს აღწარმოებისადმი;
ზ.ე.) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორების, და გარემოზე ზემოქმედების მქონე ქიმიურ ნივთიერებების გამოყენების, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, რადიაციული, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, უტილიზაციის, გაუვნებლობის, დასაწყობების, შენახვისა და დამარხვისადმი;
ზ.ვ) გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის (ჩაშვების) სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების სისწორისადმი.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი
სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) წყლისა და მისი გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი;
გ) მიწების განკარგვის, გამოყოფის, მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, აგრეთვე ტყეების კატეგორიების შეცვლის პროცესებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად;
დ) მოსახლეობის ეკოლოგიური აღზრდის ორგანიზება. გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირის ორგანიზაცია;
ე) საქართველოს ფლორისა და ფაუნის ენდემურ, იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების კოორდინირება და მათში უშუალო მონაწილეობა;
ვ) დაცული ტერიტორიების, სამონადირეო მეურნეობების შექმნისათვის წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური, მდგრადი და კომპლექსური სარგებლობის სახელმწიფო მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დადგენილი წესით გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას:
თ.ა) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარ-ღვევათა საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;
თ.ბ.) შესაბამისი ორგანოების წინაშე საკითხის დასმა იმ ცალკეული აგრეგატების, დანადგარების, უბნების, საამქროების ან მთლიანად საწარმოების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომელნიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევით;
თ.გ) შემოწმების პროცესში ინფორმაციული მასალების, მათ შორის, ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხების მოთხოვნა, რომლებიც ახასიათებენ შესამოწმებელ პირთა საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში;
თ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მასალების გადაგზავნა შესაბამის ორგანოებში დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
თ.ე) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნის წარდგენა ფიზიკური და იურიდიული პირებისადმი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის წარდგენა;
ი) გარემოს მდგომარეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების თაობაზე სათანადო ინფორმაციისა და სტატისტიკური ანგარიშების, დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში ავარიული გაფრქვევის ან ჩაშვების შესახებ ცნობებისა და სხვა მასალების მიღება სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირებისაგან.
მუხლი 4🔗. სამმართველოს სტრუქტურა
1. სამმართველოს სტრუქტურა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი;
3. სამმართველოს უფროსი:
ა) იღებს გადაწყვეტილებას და პასუხს აგებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ბ) პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისათვის;
გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) წარმოადგენს სამმართველოს და ანიჭებს სამმართველოს მუშაკებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
ე) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამმართველოს მმართველობას განეკუთვნება;
ვ) დადგენილი წესით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების, ძირითად კომპეტენციებს და პასუხის-მგებლობას;
ზ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
თ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ი) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
კ) აბარებს მინისტრს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ლ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას;
მ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამმართველოს თანამშრომელთა მივლინებების შესახებ;
ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (გარდა სამმართველოს უფროსისა და უფროსის მოადგილის) შვებულების შესახებ.
4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) პასუხს აგებს სამმართველოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესწავლასა და კონტროლზე;
ბ) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
გ) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას.
6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი _ იურისტი, რომელიც ახორციელებს სამმართველოს სამართლებრივ უზრუნველყოფას და სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ასევე გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
მუხლი 5🔗. სამმართველოს ლიკვიდაცია
სამმართველოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო (შემდგომში _ სამმართველო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო, რომელიც შექმნილია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე.
2. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო, როგორც საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქ. ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ფოთის, მესტიის, აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილის რაიონებში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქმედი საქართველოს ნორ-მატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
4. სამმართველოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
5. სამმართველოს აქვს დამოუკიდებელი დასრულებული ბალანსი, სათანადო ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სამმართველოს სახელწოდებით.
6. სამმართველოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამმართველო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
8. სამმართველოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ზუგდიდი, თავისუფლების ქ. №10ა.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების გზით გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა;
ბ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტთა დონეებზე;
გ) გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და გარემოს მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა და ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
დ) ეკოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პრობლემების სამეცნიერო კვლევის, გარემოსდაცვითი და ჰიდრომეტეოროლოგიური რეგიონული პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირი;
ე) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის:
ზ.ა) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულებისადმი;
ზ.ბ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სარგებლობისადმი;
ზ.გ) გარემოს დაბინძურებისაგან დაცვისადმი;
ზ.დ) ტყისა და სხვა მცენარეული რესურსის, ცხოველთა სამყაროს აღწარმოებისადმი;
ზ.ე.) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორების და გარემოზე ზემოქმედების მქონე ქიმიური ნივთიერებების გამოყენების, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, რადიაციული, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების წარმოების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, უტილიზაციის, გაუვნებლობის, დასაწყობების, შენახვისა და დამარხვისადმი;
ზ.ვ) გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის (ჩაშვების) სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების სისწორისადმი.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი
სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ) წყლისა და მისი გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი;
გ) მიწების განკარგვის, გამოყოფის, მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, აგრეთვე ტყეების კატეგორიების შეცვლის პროცესებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად;
დ) მოსახლეობის ეკოლოგიური აღზრდის ორგანიზება. გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან, გარემოსდაცვითი პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირის ორგანიზაცია;
ე) საქართველოს ფლორისა და ფაუნის ენდემურ, იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების კოორდინირება და მათში უშუალო მონაწილეობა;
ვ) დაცული ტერიტორიების, სამონადირეო მეურნეობების შექმნისათვის წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური, მდგრადი და კომპლექსური სარგებლობის სახელმწიფო მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დადგენილი წესით გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას:
თ.ა) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა;
თ.ბ.) შესაბამისი ორგანოების წინაშე საკითხის დასმა იმ ცალკეული აგრეგატების, დანადგარების, უბნების, საამქროების ან მთლიანად საწარმოების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევით;