⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2026)
გაუქმებულია:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 14.06.2024
ძალის დაკარგვა 02.03.2026
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.142.016337
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 486 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.06.2024 მიღება
02.03.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2024  წლის 14 ივნისი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ” ქვეპუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის; 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის, რომლის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან / და იურიდიული პირი: ა) ახალ ასაშენებელი ობიექტისთვის, მათ შორის მონტაჟისთვის, ასევე ლანდშაფტური მშენებლობისთვის ან ობიექტის  რეკონსტრუქციისათვის, დემონტაჟისთვის, (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა), პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.00 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს; ბ) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიცენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 2 (ორი) ლარი; გ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ახალ ასაშენებელი და სარეაბილიტაციო წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის ასევე საკაბელო (ტელეფონი, ინტერნეტი, ელექტროსადენი და ა.შ.) თითოეული გრძივი მეტრისათვის 0.25 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს. დ) განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: ა) ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0.50 ლარის ოდენობით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით; ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე  0,20 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, ყოველი თვის 18 რიცხვამდე. ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 18,00 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე, რომლის გადახდა უნდა მოხდეს  წლის განმავლობაში,  მაგრამ არაუგვიანეს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. 3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი: ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით, ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; გ) თითოეულ  წამახალისებელ გათამაშებაზე –  საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: დ.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით; დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით; დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით; ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10000  ლარი; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 10 000 ლარი. 4. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №6 დადგენილება (www. matsne.gov.ge  04/04/2023. 210020010.35.142.016310).   მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი