საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.04.1996
ძალის დაკარგვა 28.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №260
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 30/04/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,630 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.1996 მიღება
28.11.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდეტის ბრძანებულება №260 1996 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ნება დაერთოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს დარგის მართვის სრულყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს ცვლილებები სამინისტროს სტრუქტურაში. ე. შევარდნაძე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულება 1. ზოგადი დებულებები 1.1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) შექმნილია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 1.2. სამინისტრო არის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო, რომლის მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს აღმასრულებელ სახელმწიფო ხელისუფლებას სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორში (შემდგომში „სექტორი“). 1.3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და ამ დებულებით. სამინისტრო მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 1.4. საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის აქტების შესაბამისად სამინისტროს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ნორმები, სტანდარტები და ინსტრუქციები სავალდებულოა შესასრულებლად იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 1.5. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, სახელმწიფოგერბიანი ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით, სამინისტროს საქმიანობის დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტი, დახმარებები და გრანტები, შემოწირულებანი და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.  2. ძირითადი ამოცანები სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: 2.1. სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის მდგრადი განვითარებისა და სურსათით ქვეყნის საიმედო უზრუნველყოფის მიღწევა. 2.2. ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით აგრარული რეფორმის განხორციელება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კერძი მწარმოებელთა ფართო ფენის ჩამოყალიბება, სოფლის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური ერთეულის განვითარების პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტა, მეცნიერების, სოფლის მეურნეობის და მრეწველობის კოოპერაციისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა. 2.3. შიდა ბაზრის სურსათით გაჯერება, სამამულო პროდუქციის მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობისათვის ხელის შეწყობა, საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენება, საგარეო ბაზრებზე მყარი პოზიციების მოპოვება. 2.4. მიწათსარგებლობის მწყობრი სისტემის ჩამოყალიბება, მიწის დაცვა და მისი რაციონალური გამოყენება. 2.5. მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების შეხამება, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წარმოებისა და მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2.6. სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა საერთაშორისო დახმარებების კოორდინირება, მათი ეფექტიანი გამოყენება. 2.7. სექტორის, როგორც სისტემის სახელმწიფოებრივი მართვის უზრუნველყოფა. 3. ფუნქციები სამინისტროს ფუნქციებია: 3.1. სექტორში სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებისა და პროექტების წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველყოფა. 3.2. სექტორის ფუნქციონირების და რეფორმირების სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისათვის კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება. 3.3. სექტორში პრივატიზებისა და მიწის რეფორმის მიზანმიმართული და ორგანიზებული წარმართვა. 3.4. სექტორში მმართველობის სხვადასხვა რგოლებში საბაზრო ეკონომიკის ადეკვატური ქმედებების უნარის ჩამოყალიბება. 3.5. საშინაო და საგარეო ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, სისტემატიზაცია, პროგნოზირება და გავრცელება. კონსულტირება და დახმარება წარმოებისა და სოციალური მოწყობის ორგანიზაციასა და მართვაზე, სექტორში ინტეგრაციული პროცესების განვითარებაზე. 3.6. საბაზრო ინფრასტრუქტურის (საბითუმო ბაზრები, ბირჟები, საშუამავლო ფირმები, საკრედიტო კავშირები და ამხანაგობები, სადაზღვევო და საპენსიო ინსტიტუტები) ფორმირებისათვის ხელშეწყობა. ფერმერული (გლეხური) მეურნეობებისა და მეწარმეთა საფინანსო-საკრედიტო და სადაზღვევო მომსახურების განვითარება, რესურსების მოპოვებასა და ეფექტიან გამოყენებაში დახმარება. 3.7. სამელიორაციო, სანაშენე, საჯიშე, მცენარეთა დაცვის, ვეტერინარული, აგრონომიული, საინჟინრო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების ორგანიზაცია და განვითარება. 3.8. სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის რეგულირება: - სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სახელმწიფო ლიცენზირება, ექსპერტიზა, კოდიფიცირება, სავაჭრო (სასაქონლო) ნიშნების რეგისტრაცია, აგრეთვე ხარისხის კონტროლი, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია და სერტიფიკაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში; - მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, ვეტსაშუალებათა, ზრდის რეგულატორების გამოცდა, რეგისტრაცია. მათი გამოყენებისათვის ნებართვის გაცემა, გამოყენების კონტროლი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. საკარანტინო ობიექტების შემოღწევისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვა, თესლისა და სხვა სარგავი მასალის ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ზედამხედველობა თვითმავალი მანქანებისა და სხვა ტექნიკის ტექნიკურ მდგომარეობაზე. 3.9. სოფლის, როგორც ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური ერთეულის, კომპლექსური განვითარების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება სხვა ცენტრალურ უწყებებთან, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, რაიონულ (საქალაქო) ორგანოებთან თანამშრომლობით. 3.10. დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სექტორში სახელმწიფო ქონების მესაკუთრის მოვალეობათა შესრულება. 3.11. ავტონომიური რესპუბლიკების და სამხარეო, რაიონული (საქალაქო) სოფლის მეურნეობისა და სურსათის მმართველობითი რგოლების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა, დახმარება და კონსულტირება. 3.12. სექტორში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია. 3.13. მემამულეთა კავშირის, მიწათმოქმედთა მოძრაობის, ფერმერთა ასოციაციებისა და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობისათვის ხელშეწყობა, საზოგადოებრიობასთან სისტემატური ურთიერთობა. 3.14. სათანადო რესურსების ფორმირების, საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მეშვეობით სასურსათო ბაზარზე ზემოქმედება მისი გაჯერებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის. 3.15. სახელმწიფო საჭიროებისა და რეზერვებისათვის რესურსების ფორმირება და მათ გამოყენებაზე ზედამხედველობა. 3.16. სექტორში საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა; საერთაშორისო კოოპერაციის განვითარება. 4. უფლებამოსილებანი 4.1. სამინისტროს უფლება აქვს: 4.1.1. მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, კანონპროექტების, ინდიკატური გეგმების, სახელმწიფო პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებაში. 4.1.2. მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია. 4.1.3. განახორციელოს სექტორის განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესრულების კონტროლი, დადგენილი წესით მიიღოს ანგარიშგება მონაწილეებისაგან. 4.1.4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული ხასიათის აქტები, ინსტრუქციები, სტანდარტები და მოითხოვოს მათი შესრულება; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოს არამართლზომიერი ქმედებების აღკვეთა, მიაღწიოს ზიანისა და ზარალის ანაზღაურებას. 4.1.5. წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადებები სექტორში პოლიტიკის კორექტირების, გადაწყვეტილებებში ცვლილებათა შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ. 4.1.6. მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები კანონპროექტზე, საქართველოს პრეზიდენტის აქტების პროექტებსა და სხვა დოკუმენტებზე. 4.1.7. სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სამინისტროს კომპეტენციის საკითხებში ჩარევის შემთხვევაში მოითხოვოს მისი შეწყვეტა, შევიდეს შესაბამისი წინადადებებით საქართველოს პრეზიდენტთან. 4.1.8. არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადოს მათთან ხელშეკრულებები სახელმწიფოს სახელით. 4.1.9. აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნას კომისიები, რომლებიც უზრუნველყოფენ შეთანხმებულ საქმიანობას. 4.1.10. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა, მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობით შექმნას საკონსულტაციო და პრობლემური კომისიები, საბჭოები. 4.1.11. მოაწყოს აუქციონები, კონკურსები, ტენდერები სექტორში სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეთა და სახელმწიფო შეკვეთების შემსრულებელთა გამოსავლენად, დადგენილი წესით გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები. 14.1.12. განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მესაკუთრის უფლებამოსილებანი სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახაზინო საწარმოებისა და იმ სახელმწიფო ქონების მიმართ, რომელთა მართვა დელეგირებულია სამინისტროზე. 14.1.13. უშუალოდ წარმართოს სამინისტროს გამგებლობაში არსებული დეპარტამენტების, სამსახურებისა და ორგანიზაციების საქმიანობა, მოახდინოს მათი რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, შექმნას ახალი სტრუქტურები. 14.1.14. წარმართოს საკადრო პოლიტიკა, შექმნას კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა. 4.1.15. განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. 4.1.16. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 4.2. სამინისტრო ვალდებულია: 4.2.1. სისტემატურად მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ. 4.2.2. უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება. 4.2.3. დროულად და ხარისხიანად შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის დავალებები და მითითებები. 4.2.4. დადგენილ ვადებში და მოთხოვნების შესაბამისად წარადგინოს პროექტები და წინადადებანი კანონპროექტების, ინდიკატური გეგმის, სახელმწიფო ბიუჯეტის, სახელმწიფო პროგრამებისა და სხვათა შესამუშავებლად. 4.2.5. მჭიდროდ ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, რაიონულ (საქალაქო) ორგანოებთან. 4.2.6. არ დაუშვას სხვა ორგანოების კომპეტენციის საკითხებში ჩარევა. 4.2.7. ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოძრაობებთან; უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებრიობასთან. 4.2.8. კომპეტენტური ორგანოების გაფრთხილებისთანავე შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილებებისა და აქტების მოქმედება, ხოლო მათი არამართლზომიერების დადგენის შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს ისინი. 4.2.9. ყოველწლიურად, დადგენილ ვადებში და ფორმით წარუდგინოს ანგარიშგება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მის გამგებლობაში მყოფი სახაზინო საწარმოების და სახელმწიფო ქონების მდგომარეობის, გამოყენებისა და საფინანსო შედეგების შესახებ. 4.2.10. დადგენილ ვადებში და ფორმით წარუდგინოს ანგარიშგება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სექტორში პროგრამებისა და პროექტების მიხედვით საბიუჯეტო დაფინანსების სახსრების გამოყენების შესახებ. 4.2.11. პასუხი აგოს მიღებული გადაწყვეტილებებისათვის, მათ შორის, ამ გადაწყვეტილებებით მიყენებული ზიანის და (ან) ზარალის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4.2.12. შეასრულოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი. 5. საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 5.1. სამინისტრო შედგება თანამდებობის პირების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, მის გამგებლობაში მყოფი დეპარტამენტების, სამსახურების, ორგანიზაციებისა და საწარმოებისაგან. სამინისტრო ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებებისა და მმართველობის სამხარეო, რაიონული (საქალაქო) ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობას. 5.2. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორის მდგომარეობისა და განვითარებისათვის, აგრარული რეფორმის განხორციელებისათვის. 5.3. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე - მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე და მოადგილე. პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; მოადგილეს ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. 5.4. პოლიტიკის შემუშავების, სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული ქმედების მიღწევის მიზნით მინისტრი ქმნის სათათბირო კოლეგიალურ ორგანოს - პოლიტიკისა და დაგეგმვის კომიტეტს. კომიტეტის შემადგენლობაში გარდა სამინისტროს თანამდებობის პირებისა შედიან საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა, სახელმწიფო ქონების მართვის, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, იუსტიციის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროების, სატყეო დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებების და სამხარეო, რაიონული (საქალაქო) ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. 5.5. სამინისტროსთან არსებობს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭო, საკონსულტაციო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერების, სპეციალისტების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და მოძრაობების მონაწილეობას პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. 5.6. მინისტრი: წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; წარმართავს სამინისტროს და მის გამგებლობაში მყოფი დეპარტამენტების, სამსახურებისა და ორგანიზაციების საქმიანობას; უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, სამსახურების და ორგანიზაციების ხელმძღვანელების მეშვეობით წყვეტს სამინისტროს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს; განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და მათ პასუხისმგებლობას; ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამსახურების და ორგანიზაციების დებულებებს, სამინისტროს გამგებლობაში მყოფი საწარმოებისა და საზოგადოებების წესდებებს, ითანხმებს ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების დებულებებს; ამტკიცებს მმართველობის სამხარეო, რაიონული (საქალაქო) ორგანოების სოფლის მეურნეობისა და სურსათის ქვედანაყოფების დებულებებს; თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, სპეციალისტებს და ტექნიკურ მუშაკებს, დეპარტამენტების, სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ითანხმებს მათი მოადგილეების კანდიდატურებს; ნიშნავს სახაზინო საწარმოების ხელმძღვანელებს, საზოგადოებების საზედამხედველო ორგანოების წევრებს და წარმომადგენლებს იმ საზოგადოებების მმართველობის ორგანოებში, რომლებშიც სახელმწიფოს წილის გამგებლობა დაკისრებული აქვს სამინისტროს, დებს შრომით ხელშეკრულებებს; ითანხმებს ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობისა და სურსათის უწყებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს, მმართველობის სამხარეო, რაიონული (საქალაქო) ორგანოების წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, ახორციელებს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5.7.  მინისტრის პირველი მოადგილე - მიწის რესურსებისა და მიწის  კადასტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე: ცვლის მინისტრს მისი ადგილზე არყოფნის დროს; მინისტრის დავალებით ახორციელებს მის ცალკეულ უფლებამოსილებებს; დამოუკიდებლად წყვეტს მისი ფუნქციონალური მოვალეობებით განსაზღვრულ საკითხებს. 5.8. მინისტრის მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს მის ცალკეულ უფლებამოსილებებს და საპარლამენტო მდივნის ფუნქციებს; დამოუკიდებლად წყვეტს მისი ფუნქციონალური მოვალეობებით განსაზღვრულ საკითხებს. 5.9. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ ამ ქვედანაყოფების საქმიანობას დებულებით განსაზღვრული მიმართულებისა და უფლებამოსილების შესაბამისად. 5.10. სამინისტროს ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: დეპარტამენტები, სამმართველოები, განყოფილებები, სამსახურები, ჯგუფები, კანცელარია, სამდივნო. 6. დასკვნითი დებულებები 6.1. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს რეზიდენტი. 6.2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აპარატის სტრუქტურა 1. მინისტრის სამდივნო 2. კონსულტანტთა ჯგუფი 3. კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო 4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი 5. რეფორმებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი 6. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი 7. მრეწველობისა და სურსათის დეპარტამენტი 8. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი 9. რეგულირების დეპარტამენტი