„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 21.11.2005
ძალის დაკარგვა 11.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №474
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.023.007.865
გამოქვეყნების წყარო სსმ, 135, 21/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ენა | კითხვა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 24.12.2004
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:16.0pt; font-family:LitNusx; font-style:italic;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:LitNusx;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .5in .25in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
@page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .5in .25in 1.0in;}
div.Section2 {page:Section2;}
@page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 40.5pt .25in 1.0in;}
div.Section3 {page:Section3;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.023.007.865
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №474
2005 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება”.
2. დამტკიცდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” დანართი №1.
3. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 24 დეკემბრის №97 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად.
2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) სისტემის საჯარო მოხელეებსა და მოსამსახურეებზე.
თავი II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. კომისიის მიზანია:
ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის კონკურსის წესით შერჩევა;
ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა;
გ) საკადრო რეზერვის შექმნა;
დ) საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურებისა და მისთვის საკლასო ჩინის (სპეციალური წოდების) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისების შეფასების პროცედურის წარმართვა;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის (ატესტანტის) შეფასების თაობაზე დასკვნის (ოქმის) წარდგენა.
მუხლი 3🔗. კომისია
1. საჯარო მოსამსახურეთათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან, რეზერვის ფორმირებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
4. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს კომისიის წევრთა, მათ შორის, კომისიებიის სპეციალიზირებული შემადგენლობის უფლებამოსილების შეყვეტას.
5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.
მუხლი 4🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიები სპეციალიზებული შემადგენლობით.
2. კომისიის (კომისიების) სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში კომისიების რაოდენობასა და წევრებს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. აგრეთვე ნიშნავს სპეციალიზებული კომისიის (კომისიების) თავმჯდომარეს (თავმჯდომარეებს).
3 სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტებული კომისიის (კომისიების) მუშაობა განისაზღვრება ამ დებულებით დადგენილი პროცედურებით.
მუხლი 5🔗. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს, მათ შორის, სპეციალიზებული კომისიის წევრებს ნიშნავს შემდეგი წესით:
ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და მათი პროფესიული დონის გათვალისწინებით;
ბ) მოწვეული სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.
მუხლი 6🔗. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
5. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
6. სამდივნოს უფროსს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
7. სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
8. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების განცხადებების მიღებასა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას.
9. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს თავის საქმიანობას.
მუხლი 7🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიისა და სამდივნოს წევრთა საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიუჯეტიდან.
თავი III. კონკურსი
მუხლი 8🔗. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 9🔗. მოთხოვნები, რომელიც წაეყენება მოსამსახურის კანდიდატს
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21-დან 65 წლამდე, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საჯარო მოსამსახურისათვის განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნ-ქტის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის თავმჯდომარის სახელზე მითითებულ წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში), ან სათანადო წესით დამოწმებული ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3/4);
ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მიერ გაცემული და კანდიდატის მიერ შევსებული ანკეტა (დანართი №1);
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
2. კანდიდატის განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს და შესაბამის სარეგისტრაციო ბარათს აძლევს სამდივნო.
3. კანდიდატის განცხადების და თანდართული საბუთების შესატანად სამდივნოში ეძლევათ ორი კვირა საჯარო კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. ამ ვადის დარღვევა ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების დადგენილი წესით წარმოუდგენლობა ან/და სათანადო ფორმის დარღვევით წარმოდგენა, სამდივნოს მიერ წარმოადგენს პირისათვის განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.
4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს სამდივნოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
5. სარეგისტრაციო ბარათის და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის უქონლობა, კონკურსზე დაგვიანება ან/და სხვა მიზეზით გამოუცხადებლობა წარმოადგენს კონკურსანტის (კანდიდატის) კონკურსზე დაშვების უარის თქმის საფუძველს.
6. კონკურსანტებს სამდივნოში წარმოდგენილი საბუთები უკან არ უბრუნდებათ, გარდა ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 11🔗. კონკურსანტის უფლება, შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი
კონკურსანტს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, უფლება აქვს გამოიტანოს წარმოდგენილი საბუთები ან შეცვალოს განცხადებაში მითითებული კონკურსის წესით დასაკავებელი ადგილი.
მუხლი 12🔗. კონკურსის პირობები
დანიშვნის უფლების მქონე პირის გადაწყვეტილებით კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ფორმით.
მუხლი 13🔗. ტესტირება
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით.
2. ტესტირების ჩატარების წესსა და პირობებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
მუხლი 14🔗. გასაუბრება
საჯარო მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელ თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, ტარდება ზეპირი გასაუბრება (ინტერვიუ).
მუხლი 15🔗. კომისიის მიერ კონკურსანტების თანამდებობასთან შესაბამისობის განხილვა
1. კომისია კონკურსანტების გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კონკურსანტების შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.
2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
4. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება დასკვნა (ოქმი), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
5. ყოველი კანდიდატის შეფასებისას თითოეულმა კომისიის წევრმა უნდა დააფიქსიროს მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი პოზიცია. არც ერთ კომისიის წევრს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან.
მუხლი 17🔗. კონკურსის შედეგი
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წარადგენს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. კომისია უფლებამოსილია შესთავაზოს კონკურსანტს სხვა თანამდებობა, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს ამ თანამდებობისათვის დასაკავებლად წამოყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა სამდივნოს მეშვეობით წერილობით აცნობებს (აქვეყნებს) კონკურსის შედეგებს.
4. კონკურსის შედეგების შესახებ მინისტრს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის განმავლობაში.
5. მინისტრი ან ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 18🔗. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV. მოხელის ატესტაცია
მუხლი 19🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
ატესტაციას ექვემდებარება:
ა) საჯარო მოსამსახურე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) საჯარო მოსამსახურე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი საჯარო მოსამსახურის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
მუხლი 20🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინც.
მუხლი 21🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე საჯარო მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი საკადრო რესურსების მართვის სამსახურში წარადგენს საჯარო მოსამსახურის დახასიათებას.
2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
3. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს საკადრო რესურსების მართვის სამსახური.
4. ატესტაციას ტარდება ამ დებულების მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 მუხლებით დადგენილი წესით.
5. მხოლოდ გასაუბრების გზით (ინტერვიუ) ატესტაციის ჩატარებისას საჯარო მოსამსახურის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს საჯარო მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
6. საჯარო მოსამსახურის გასაუბრება (ინტერვიუ), როგორც წესი, იმართება სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს.
7. საჯარო მოსამსახურის ატესტაციაზე გამოუცხა-დებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის, მაგრამ არა უგვიანეს ატესტაციის დასრულებამდე (წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით). არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას და ექვემდებარება ჩამოქ-ვეითებას ან გათავისუფლებას, თუ კომისიის მიერ სხვა რამ არ იქნა დადგენილი.
მუხლი 22🔗. საჯარო მოსამსახურის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდე-ბობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას.
ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს;
2. კომისია ამზადებს დასკვნას, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, არა უგვიანეს ორი დღისა.
4. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 23🔗. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. მინისტრი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, საკლასო ჩინის (სპეციალური წოდების) მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V. საჯარო მოსამსახურეთა რეზერვი
მუხლი 24🔗. საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის მიზანი
საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს:
ა) საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატების შერჩევა;
ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა;
გ) სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა.
მუხლი 25🔗. რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი
რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოსამსახურეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
მუხლი 26🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი
რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით.
დანართი №1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო მოსამსახურის პრეტენდენტის განათლებისა და მუშაობის გამოცდილების აღწერა
1. სახელი, გვარი ______________________________________
2. დაბადების წელი თვე და რიცხვი _________________________
3. დაბადების ადგილი ___________________________________
4. ოჯახური მდგომარეობა ________________________________
5. განათლება __________________________________________________
_____________________________________________________________
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის, მობილურის ნომერი
_____________________________________________________________
7. უცხო ენის ფლობა (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)
ენა
კითხვა
მეტყველება
წერა
8. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
_____________________________________________________________
9. კვალიფიკაციის ამაღლება
_________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
10. სამეცნიერო ხარის
ხი, სამეცნიერო შრომები, პუბლიკაციები
_________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________
11. შრომითი საქმიანობა
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
ხელმოწერა ____________________
საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების სამინისტროს
საკონკურსო - საატესტაციო
კომისიის თავმჯდომარეს
კონკურსანტი ________________
მცხ. _______________________
___________________________
ტელ. ______________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ დამრთოთ ნება მონაწილეობა მივიღო კონკურსში (ატესტაციაში)
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________ თანამდებობაზე.
პატივისცემით,
(ხელმოწერა, თარიღი)