„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №201
2024 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/08/2016, 010340000.10.003.019469) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის“:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის არმქონე იურიდიული პირის მიერ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი;“.
2. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის არმქონე იურიდიული პირებისა, რომლებიც „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გასცემენ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატსა და სერტიფიკატის დანართს, აღნიშნული დოკუმენტების ნაწილში) გაცემული დოკუმენტები;“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე