,,აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს #60 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 21.06.2024
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.110.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2024
matsne.gov.ge 260 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჟებოტაში და ლელოვანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 აგვისტოს #22 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 31.03.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეზვრიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის, შესახვევებისა და ჩიხებისთვის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 27.11.2020 „დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მაისის N30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 25.07.2025 “დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის N69 განკარგულებაში ცვილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 25.02.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 30.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

,,აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს #60 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №48 2024 წლის 21 ივნისი აბაშა „აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №60 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15-მე-17 პუნქტების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1. „აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს დამისამართების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №60 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: ა) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სოფელ ონტოფოს მისამართების რეესტრის №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ორთორუკა (ნუმერაციის მითითებით) №1​1 დანართი 01 და 02 ქუჩების ნაწილში შეიცვალოს ახალი №1​1 დანართით (დანართი თან ერთვის ორ ფურცლად). 2. ეს განკარგულება:  ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში: ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;  ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №247). 5. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                                  გელა ხოშტარია