„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№140
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016873
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №140

2024 წლის 27 ივნისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ (კოდი 04 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01/01/2020 წ., 010250050.35.160.016596) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი N1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის 11 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები მაგისტრანტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში).“;

) შევიდეს ცვლილება მე-3 მუხლის 12 პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 2. ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები დოქტორანტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) დაფინანსებას აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში).“;

) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 4. ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირების (რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებოდა არანაკლებ 2 წელი) დაფინანსებას არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში). აღნიშნული კატეგორიის სტუდენტები დაფინანსდებიან პირველი კურსის პირველი სემესტრიდან.“;

) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება პირის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა (დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე