⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.09.1997)
გაუქმებულია:

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.06.1996
ძალის დაკარგვა 30.09.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №377
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 28/06/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,665 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.1996 მიღება
30.09.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება № 377 1996 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა.                                                                                                                                                                 ე. შევარდნაძე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულება 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო (შემდგომში – „სამინისტრო“) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო მმართველობის, სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის ცენტრალური ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რომელიც ახორციელებს ამ სფეროში დარგთაშორისი მართვის ფუნქციას და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების, სამედიცინო განათლების, მედიცინის მეცნიერების სფეროებში. სამინისტრო ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებისა და მისი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სტრატეგიული გრძელვადიანი განვითარების ორგანიზაციას, სამინისტრო ხელმძღვანელობს დარგში რეორგანიზაციისა და რეფორმის ღონისძიებათა განხორციელებას, დარგის რეორიენტაციას, ავადობის პროფილაქტიკისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას. 1.2. სამინისტრო საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების საფუძველზე თავის უფლებამოსილებათა ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა ქვეკანონურ აქტებს საქართველოს კანონების, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა განკარგულებების საფუძველზე, ორგანიზაციას უწევს მათ განხორციელებისა და შესრულების კონტროლს. სამინისტროს მიერ გამოცემული ქვეკანონური აქტები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სავალდებულოა შესასრულებლად ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებისათვის, განურჩევლად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, ხოლო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოსა და სხვა ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული სანიტარიულ-ჰიგიენური, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ბრძანებები, დადგენილებები, მითითებები და სხვა აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი კუთვნილებისა. 1.3. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკებში (მათ შორის სავალუტო), სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი საკუთარი დასახელებით. 1.4. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 1.5. სამინისტრო არ ეწევა კომერციულ საქმიანობას, მაგრამ ხელს უწყობს მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებს სამეურნეო-კომერციულ საქმიანობაში. 2. სამინისტროს ამოცანები და ძირითადი ფუნქციები 2.1. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: – განახორციელოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელმწიფო სამედიცინო-სანიტარიული, სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოლიტიკა; – უზრუნველყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა კოორდინაცია და კონტროლი; – უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარების სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური კონცეფციის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა გრძელვადიანი პროგნოზირებისა და ინდიკატური გეგმების შემუშავების საფუძველზე; – უზრუნველყოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი; – მოახდინოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტების რეგისტრაცია, აკრედიტაცია და ლიცენზირება; – შეიმუშაოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების ერთიანი წესები, პირობები და ნორმატივები და კონტროლი დაუწესოს მათ დაცვას; – უზრუნველყოს სამედიცინო დახმარების ხარისხი დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში; – შეიმუშაოს და დანერგოს ქსელში სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტები; – შეიმუშაოს სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო სადაზღვევო, აგრეთვე მუნიციპალური ჯანდაცვითი პროგრამების სავალდებულო მინიმუმი; – უზრუნველყოს მუნიციპალური სახელმწიფო ფონდების მუშაობის კოორდინაცია და მათი საფინანსო საქმიანობის კონტროლი; – განახორციელოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფედერალური ფონდის მართვა; – უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური სახელმწიფო ფონდების მუშაობის კოორდინაცია და მათი საფინანსო საქმიანობის კონტროლი; – განახორციელოს ნებაყოფლობითი სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების ლიცენზირება, მათი შესრულების კოორდინაცია და კონტროლი; – ხელი შეუწყოს სამედიცინო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და განვითარებას; – უზრუნველყოს მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გარანტირებული კვალიფიციური ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება; – განავითაროს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სტრატეგიულ-პროფილაქტიკური მიმართულებანი; – ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჯგუფების, ცალკეული პირების საქმიანობას, რომლის მიზანია მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესისა და პირველადი პრევენციის მნიშვნელობის გაცნობა; – უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა დაცვის დარგში პრიორიტეტული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; – განახორციელოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების, შრომის, ყოფაცხოვრების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების, მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვისადმი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა, ნედლეულის, პროდუქციის და მათი მწარმოებელ-მარეალიზებელი ობიექტების სახელმწიფო-ჰიგიენური რეგისტრაცია, სერტიფიცირება და ექსპერტიზა; – უზრუნველყოს საერთო დაავადებათა და არამართვად ინფექციათა მიმართულებით პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის, საკარანტინო დაავადებათა შემოტანის აღკვეთის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით; – კოორდინაცია გაუწიოს ჯანმრთელობის დარგში საქართველოს სახელმწიფო, სამეურნეო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობას; – ორგანიზაცია გაუწიოს მოსახლეობის, სამედიცინო დაწესებულებების სამკურნალო საშუალებებით, ვაქცინებით, შრატებით, ბაქტერიული და ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებითა და სამედიცინო დანიშნულების სხვა საჭირო საგნებით უზრუნველყოფას ქვეყანაში ერთიანი პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფო შეკვეთების მიზანმიმართული შესრულების გზით; – უზრუნველყოს უვნებელი, ეფექტიანი და ხარისხიანი წამლების ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის რეალურ მოთხოვნილებათა საფუძველზე დაავადების ხასიათისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის პროგრამების გათვალისწინებით; – მოახდინოს საბითუმო ვაჭრობით დასაქმებული ფარმაცევტული ბაზების მუშაობის რეგულირება, განურჩევლად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა; – ორგანიზაცია გაუწიოს ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და მათ ინტეგრირებას შიდა და საერთაშორისო ბაზარზე; დააწესოს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დახმარების სახეების ზღვრული ან ფიქსირებული ფასები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ ზონებში; – უზრუნველყოს მედიცინის მეცნიერების განვითარების კოორდინირება და სტიმულირება; – განსაზღვროს საქართველოში სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო დანიშნულების სხვა პროდუქციის წარმოების განვითარების პერსპექტიული მიმართულება და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას; – უზრუნველყოს სამედიცინო კადრების მომზადების სათანადო დონე და კვალიფიკაცია და სრულყოს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესი; – უზრუნველყოს საქართველოში წარმოებულ თუ შემოტანილ სამკურნალო საშუალებათა ხარისხის სისტემატური ზედამხედველობა; – განსაზღვროს დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და ხელი შეუწყოს მათს განხორციელებას; – განახორციელოს დარგის დაწესებულებების მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებანი; – დაუწესოს კონტროლი სამედიცინო დაწესებულებათა სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ საქმიანობას; – განავითაროს ხალხური მედიცინის პერსპექტიული მიმართულებანი და არატრადიციული მედიცინა; – შეისწავლოს და კიდევ უფრო განავითაროს საქართველოს საკურორტო-სარეკრეაციო რესურსები შესაძლო ხელშეწყობის გათვალისწინებით. 2.2. დასახული ამოცანების გადასწყვეტად სამინისტროს ენიჭება შემდეგი ფუნქციები: – საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, დაავადებათა პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეცნიერულად დასაბუთებული გზებისა და მეთოდების შემუშავება და დანერგვა; – მოსახლეობისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური და მედიკამენტური დახმარების ორგანიზაცია; – დედათა და ბავშვთა დაცვის სფეროში ქმედითი ღონისძიებების განხორციელება; – შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის ხარისხის კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა შემუშავება; – სანატორიულ-საკურორტო საქმის განვითარებისა და არსებული სარეკრეაციო ფაქტორების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სამედიცინო-ბიოლოგიურ გამოკვლევათა შესრულება; – სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო ექსპერტიზის მოწყობის ორგანიზაცია; – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამინისტროთა, უწყებათა, ორგანიზაციათა, საწარმოთა (საკუთრების ფორმის მიუხედავად) მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვისადმი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება; – ნედლეულის, პროდუქციის და საწარმოების სახელმწიფო ჰიგიენური რეგისტრაცია და ჰიგიენური სერტიფიცირების განხორციელება; – ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობის განხორციელება ტერიტორიის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საიმედოობისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის შემოტანის აღკვეთის მიზნით; – ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში პრიორიტეტული დარგების განვითარება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამედიცინო სისტემებისა და სამედიცინო ბაზრების კონიუნქტურის გათვალისწინებით; – უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება და რეალიზაცია; – ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მის რეგიონალურ განყოფილებასთან, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტების გაფართოება; – სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების ჩამოყალიბებისა და საქმიანობისადმი ხელშეწყობა; – ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების, რეგიონალური მმართველობის ცენტრების, ქალაქების მერიებთან და რაიონების გამგეობებთან არსებული ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებებისა და საკოორდინაციო ცენტრების საქმიანობის კონტროლი და კოორდინირება; – დარგობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივებისა და სტანდარტების შემუშავების ორგანიზაცია და მათი დამტკიცება; – სამინიტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო დონის, მათგან კვარტალური და წლიური საბუღალტრო ანგარიშების მიღებისა და გაანალიზების უზრუნველყოფა. 3. სამინისტროს უფლებამოსილებანი 3.1. სამინისტროს უფლება აქვს: 3.1.1. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მიერ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულება. 3.1.2. დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და მმართველობის აპარატის ხელმძღვანელი მუშაკები; 3.1.3. მთავრობის განსახილველად წარუდგინოს შემუშავებული და დადგენილი წესით შეთანხმებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები; 3.1.4. დადგენილი წესით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულება როგორც ქვეყნის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 3.1.5. შეიმუშაოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების პროექტები და დადგენილი წესით წარადგინოს დასამტკიცებლად; 3.1.6. შეიმუშაოს და დაამტკიცოს მკურნალობის სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტები; 3.1.7. შეიმუშაოს სამედიცინო საქმიანობის სამართალ-სუბიექტების აკრედიტაციისა და ლიცენზირების წესები და პირობები; აწარმოოს სამედიცინო საქმიანობის სამართალ-სუბიექტთა სახელმწიფო რეესტრი; 3.1.8. სამინისტროს, რომელსაც აქვს დარგში მმართველობის ცენტრალური ფუნქციები, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით უფლება აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მითითებები მისცეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალურ ორგანოებს, უწყებებს, მოსთხოვოს მათ სათანადო ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული წესით; 3.1.9. დააყენოს საკითხი შესაბამისი სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა წინაშე ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაში დამნაშავე თანამდებობის პირთა დისციპლინური და სხვა პასუხისმგებლობის შესახებ; 3.1.10. წარუდგინოს სახელმწიფო კანცელარიას, აგრეთვე პარლამენტის კომიტეტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული და შეთანხმებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები მათს დადგენილი წესით დასამტკიცებლად. ასევე სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (საკუთრების და იურიდიულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა ინფორმაციები სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე. 3.1.11. შეიმუშაოს და დაამტკიცოს „საქართველოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების შესახებ“ დებულება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო სანიატარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობის განმახორციელებელ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების გამოყენებით, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) მოვალეობას და პასუხისმგებლობას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვისათვის; 3.1.12. შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამედიცინო დახმარების ხარისხი კონტროლის წესები, ფორმები და მეთოდები; 3.1.13. გაეცნოს ყველა მასალას, რომელიც საჭიროა სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად; 3.1.14. შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუარესების, არალიცენზირებული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის შემთხვევების გამო იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეკონომიკური სანქციების ზომები და მათი გამოყენების წესები; 3.1.15. დაუწესოს კონტროლი სამედიცინო დახმარების ხარისხსა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; 3.1.16. წარუდგინოს სახელმწიფო კანცელარიას თავის კომპეტენციის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები დადგენილი წესით დასამტკიცებლად. 4. სამინისტროს მართვა 4.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის. 4.2. მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 4.3. მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. 4.4. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 4.5. მინისტრი დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკებს, აგრეთვე სამინისტროს და ადგილობრივი ქვედანაყოფების უფროსებს. 4.6. მინისტრს აკისრია პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროსათვის მინდობილი დარგის მდგომარეობისა და განვითარების გამო. იგი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის, სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების უფროსების პერსონალურ პასუხისმგებლობას სამინისტროს შესაბამისი დარგების საქმიანობისათვის. 4.7. მინისტრი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს. 4.8. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. კოლეგიის შემადგენლობა განისაზღვრება 13 წევრით. კოლეგიას ხელმძღვანელობს მინისტრი (თავმჯდომარე), რომელიც განსაზღვრავს კოლეგიის წევრების რიცხვსა და პერსონალურ შემადგენლობას, რასაც შემდგომ ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 4.9. მინისტრსა და კოლეგიის წევრთა შორის უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას. თავის მხრივ, კოლეგიის წევრებს უფლება აქვს თავიანთი შეხედულება წერილობით აცნობონ სახელმწიფო კანცელარიას. 4.10. მინისტრი დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში დადგენილი წესით ქმნის, აუქმებს და გარდაქმნის საქვეუწყებო ქვედანაყოფებს. 4.11. სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს სამინისტროს კოლეგია. 4.12. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა რიცხვის, სტრუქტურისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას 5. სამინისტროს ლიკვიდაცია სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.