1. საერთო კრებაზე დგება ოქმი. ოქმში მიეთითება:
ა) საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;
დ) საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე) სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).
2. საერთო კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული ან, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი და სხდომის მდივანი.
3. სხდომის ოქმის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, სადაც ეს შესაძლებელია, იქმნება სხდომის აუდიო-ვერსიაც, რომელიც ინახება ბეჭდურ ვერსიასთან ერთად.
4. საერთო კრების გადაწყვეტილება შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით რჩეულის ან, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული პირის მიერ, რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
სხდომის აუდიო ვერსია და ოქმი ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში.
საერთო კრების რჩეუ