„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4366-XIVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
430050000.05.001.102288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 2​1 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საკოორდინაციო საბჭო − კოლეგიური ორგანო, რომელიც იქმნება 4 წლის ვადით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვაში, მისი საქმიანობისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21−24 პუნქტები:

„21. ცენტრის დირექტორს მინისტრის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

22. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ცენტრის დებულებით  დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ცენტრის დირექტორის კანდიდატურის შერჩევასა და მის თანამდებობიდან გათავისუფლებაში.

23. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) გარდაცვალება;

ე) სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას;

ვ) ცენტრის დირექტორის უფლებამოსილებით განსაზღვრული ვალდებულების უხეში დარღვევა ან/და ცენტრის საქმიანობისთვის არსებითი ზიანის მიყენება.

24. ცენტრის დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს დასაქმებული ან ეკავოს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.“.

მუხლი 2

1. 2024 წლის 1 ნოემბრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს შეუწყდეს უფლებამოსილება.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ახალი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4366-XIVმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2024.
როდის იქნა მიღებული „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.06.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4366-XIVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.05.001.102288.
რამდენი მუხლისგან შედგება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4366-XIVმს-Xმპ, 27.06.2024, სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.102288 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6206285/