„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.156.016528
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №21

2024 წლის 26 ივნისი

ქ. დმანისი

 

,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

1. შევიდეს ცვლილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/07/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016263) და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილების მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) უზრუნველყოფს  შრომის უსაფრთხოების ორგანიზებასა და მართვას;“;

ბ)  „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას.“.

მუხლი 2

1. ეს დადგენილება, გარდა პირველი  მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.06.2024.
როდის იქნა მიღებული „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.06.2024. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.156.016528.
რამდენი მუხლისგან შედგება „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №21, 26.06.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016528 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6206620/