⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.03.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2024
ძალის დაკარგვა 20.03.2025
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016712
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,211 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2024 მიღება
20.03.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვახაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2024 წლის 27 ივნისი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/01/2023 წელი, 010250020.35.153.016639). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კვახაძე დანართი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა  (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების  დახმარების  ღონისძიებების განხორციელების პირობებს. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია მოსარგებლეებისათვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა, სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებზე, ასევე საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვის  საფუძველზე. მუხლი 3🔗. პროგრამის მოქმედების სფერო და მისი მოსარგებლეები 1. სამედიცინო და სოციალური  პროგრამების  დასახელება: ა) სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება; ბ) აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა ფინანსური დახმარება; გ) თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება; დ) ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება; ე) ცელიაკიით დაავადებული პირების ფინანსური დახმარება; ვ) ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ზ) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა; თ) შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური დაცვა; ი)  მესამე და მომდევნო შვილის შეძენის გამო ერთჯერადი ფინანსური დახმარება; კ) დღის ცენტრით მოსარგებლე  შშმ პირების  ფინანსური  დახმარება; ლ) 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო  დახმარება; მ) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება; ნ) ხანძრის შედეგად დაზარალებული და თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა; ო) საშენი მასალებით დახმარება; პ)  სამშობლოს დაცვისას და ომის შემდეგ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; რ) ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების  ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება; ს) ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესი პირების ერთჯერადი დახმარება; ტ) დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ პირების  საკურორტო დახმარება. 2. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლე პირები არიან: ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული რეგისტრაციის მიხედვით), რომელთა რეგისტრაციის მისამართიც არის მცხეთის მუნიციპალიტეტი და არ ფინანსდება სხვა მუნიციპალიტეტის მიერ. ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა და რეპრესირებულ პირთა ოჯახის წევრები. 3. პროგრამით მოსარგებლე პრიორიტეტულ ჯგუფებს  განეკუთვნებიან: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; გ) ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ; დ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი; ე) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი); ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი და მისი არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი; ზ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირები და მათი არასრულწლოვანი (18 წლამდე) შვილები. 4. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად (გარდა ამ პროგრამის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურებისა) პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მცხეთის მუნიციპალიტეტში განცხადებით მიმართვამდე 3 თვით ადრე მაინც. 5. ბენეფიციარზე სამედიცინო მომსახურებისთვის გაცემული თანხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 4000 (ოთხი ათასი) ლარს. მუხლი 4🔗. მომსახურების მისაღებად  წარმოსადგენი  დოკუმენტაცია 1. პირმა, ოჯახის წევრმა და/ან მისმა წარმომადგენელმა სამედიცინო ან სხვა სოციალური საჭიროებისათვის ფინანსური დახმარების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში – მერია), რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კომისია, უფლებამოსილია მოითხოვოს კალკულაცია); გ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში – პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); დ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამების ან/და დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ პროგრამულად ვერ დგინდება პირის რეგისტრაციის მისამართი); ვ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ზ) თუ პირი მიეკუთვნება ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პრიორიტეტულ ჯგუფს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ან ცნობა; თ) საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს  ცნობა ან/და ხელშეკრულება მომსახურების გამცემი სამედიცინო დაწესებულების  წინაშე დავალიანების არსებობის შესახებ. მუხლი 5🔗.  სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი 1. პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსებას: ა) რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით; ბ) რომელიც არ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით; 2. დაფინანსების ზედა ზღვარი (გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს დარჩენილი აქვს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე გადასახდელი  შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს, ხოლო 5000 (ხუთი ათასი) და მეტის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარს. ა) 501 ლარამდე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია (გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ბ) 501 ლარიდან 3000 ლარამდე დაფინანსებაზე თანხმობის მისაღებად,  კომისიის და/ან მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობის გათვალისწინებით, კომისია მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (გარდა მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია). გ) 151 ლარამდე ღირებულების სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება (გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა); 3. სამედიცინო მომსახურების 100%-მდე (501ლარიდან – 3000 ლარამდე) დაფინანსება შესაძლებელია მცხეთის  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 4. ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სამედიცინო მომსახურების 100%-მდე (3000 ლარამდე) დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  კომისია. 5. თანადაფინანსების შემთხვევაში, დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება სახელმწიფო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილის საფუძველზე, მასში მითითებული მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობით. 6. განცხადება არ განიხილება და განმცხადებელს ეცნობება დაფინანსებაზე უარი, თუ: ა) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოსარგებლის კრიტერიუმებს; ბ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც კომისიის მიერ უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება; გ) პირი თავისი ნებით უარს აცხადებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე და/ან კლინიკას შეწყვეტილი აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა; დ) განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის გაცემამდე კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია; ე) თუ განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირს უკვე გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულება; ვ) დაინტერესებული პირი ითხოვს: ვ.ა)  სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსებას; ვ.ბ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით მკურნალობის დაფინანსებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება და ორგანოების ფუნქციური ცვლილებების წარმოშობის რისკი; ვ.გ) სტომატოლოგიური მომსახურების და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებას (გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით); ვ.დ)  შინმოვლის მომსახურების დაფინანსებას; ვ.ე) სამედიცინო აღჭურვილობას (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები, სათვალე, ლინზები), გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით; ვ.ვ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე; ვ.ზ) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ის მკურნალობაზე (გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით); ვ.თ) პროგრამით მოსარგებლე ითხოვს სამედიცინო მომსახურების – გამოკვლევის დაფინანსებას (გარდა ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებილი პირებისა); ვ.ი) პროგრამით მოსარგებლე ითხოვს სამედიცინო მომსახურება-ინტრავიტრიალური (ი/ვ) ინიექციის დაფინანსებას; ვ.კ) მშობიარობა (მათ შორის საკეისრო კვეთა), გარდა თანმდევი სხვა სამედიცინო მომსახურებისა; ვ.ლ) მედიკამენტის დაფინანსებას; ვ.მ) ტრანსპლანტაციის  ხარჯები; ვ.ნ) ფიზიოთერაპია-რეაბილიტაცია (გარდა ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტებისა – წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა); ვ.ო) საექსპერტო მომსახურების დაფინანსება. მუხლი 6🔗.  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისია 1. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად  და შესაბამისი დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისია“ (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის წევრთა შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერის  ბრძანებით. 3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის და ამ პროგრამის  შესაბამისად. 4. კომისიის სხდომას ესწრება და განხილვაში მონაწილეობას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე. მაჟორიტარი დეპუტატის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისია. 5. საკრებულოს წევრების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში)  ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თაობაზე წერილობით დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს, რომელიც  წარედგინება  მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 7🔗. საგარანტიო წერილის გაცემის წესი და მოქმედების ვადა 1.  საგარანტიო წერილის მოქმედების ვადები: ა) სამედიცინო მომსახურების და/ან ყველა სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილი ძალაშია გამოცემის თარიღიდან  3 (სამი) თვის განმავლობაში. 2. საგარანტიო წერილში ცვლილებები კომისიის მიერ ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის დედნის დაბრუნებისას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია: ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში; ბ) საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება; გ) ამავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის ოქმის საფუძველზე გაიცემა ახალი საგარანტიო წერილები, რომლის ვადა აითვალება ახალი საგარანტიო წერილის გამოცემის თარიღიდან. მუხლი 8🔗. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების წესი 1.  შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეაბამისად. 2. ანგარიშგებისას  მიმწოდებლის  მიერ  წარდგენილი  უნდა  იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა); გ) გაცემული დაფინანსების დოკუმენტის (საგარანტიო წერილი) ქსეროასლი; დ) ფორმა №IV-100/ა, ასეთი ტიპის დოკუმენტის წარმოების შესაძლებლობის შემთხვევაში. 3. საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოხდება შესაბამისი სამედიცინო ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მხრიდან მოხდება გამოყოფილი თანხის გადახდა, აღნიშნული თანხა აღარ ექვემდებარება ანაზღაურებას/დაფინანსებას. მუხლი 9🔗. აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლეები არიან აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების  მქონე  არასრულწლოვანი  პირები. 2. დახმარება გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით (ფსიქოთერაპია, ქცევითი თერაპია, მეტყველების თერაპია და სხვა). 3. მოქალაქემ დახმარების  მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)   წერილობითი განცხადება; ბ)   განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)   პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ასლი; დ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა); ე) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია); ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა. მუხლი 10🔗. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება 1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომელნიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში, მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას . 2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია : ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება; დ) საბანკო ანგარიშის  ნომერი. 4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის  საფუძველია  ქრონიკული  დიალიზის  გაგრძელების  არარსებობის  დადასტურება. მუხლი 11🔗. ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე  პირების დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლე არის  პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ფორმა №100/ა) საფუძველზე საჭიროებს ოქსიგენოთერაპიას. 2. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა ). 3.  დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე პირს საკრებულოს თანხმობით, დროებით სარგებლობაში გადაეცემა ჟანგბადის აპარატი, კანონით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗. ცელიაკიით  დაავადებული  პირების  ფინანსური  დახმარება 1. დახმარება გაეწევათ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით (ფორმა №IV-100/ა) დადგენილი აქვთ ცელიაკიის დაავადება. 2. დამხარების მისაღებად მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); გ)  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. 3. დახმარება გაიცემა კვარტალში ერთჯერ, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მუხლი 13🔗. ერთჯერადი ფინანსური დახმარება და დაფინანსების წესი 1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება, წელიწადში ერთხელ, გაიცემა პირებზე, რომლებიც უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის  ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  მერიას. 2. ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) შესაბამის  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის რეკომენდაცია იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე; დ) პირადობის  მოწმობის  ქსეროასლი; ე) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. ერთჯრადი ფინანსური დახმარების ოდენობა არის 100 და /ან 200 ლარი. 4. კომისიის გადაწყვეტილება მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების  თაობაზე წარედგინება მერს. 5. მერი ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. 6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  პირად ანგარიშზე. მუხლი 14🔗. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა 1. დახმარება გაიცემა: ა) 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე – 500 (ხუთი) ლარის ოდენობით; ბ) ერთჯერადი ფულადი დახმარება  200 (ორასი) ლარის ოდენობით ვეტერანებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად პროგრამით მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 15🔗. შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური დაცვა 1. დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, წელიწადში ერთხელ 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მერიაში უნდა წარადგინონ: ა) განცხადება; ბ)  შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ცნობა; გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის და პირადობის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის პროგრამით მოსარგებლესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი და/ან მეურვეობის დამდგენი დოკუმენტი; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზ) განმცხადებლის და/ან მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 16🔗. მესამე და მომდევნო შვილის შეძენის გამო ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლე არის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც შეეძინა მესამე და მეტი შვილი. 2. მოსარგებლემ, ბავშვის დაბადებიდან სამი თვის ვადაში, დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ქორწინების მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) შვილების დაბადების მოწმობები; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3.  დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე პირს გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება   შემდეგი ოდენობით: ა) მესამე შვილის შეძენის გამო – 300(სამასი) ლარის ოდენობით; ბ) მეოთხე შვილის შეძენის გამო – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; დ) ტყუპების (მესამე-მეოთხე და მეტი) შეძენის  შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მუხლი 17🔗. დღის ცენტრით მოსარგებლე  შშმ პირების  ფინანსური  დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლეები არიან შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სპეციალიზებულ დაწესებულებებში (ე.წ. დღის ცენტრი). 2. დახმარება გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სპეციალიზებულ დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება; დ) ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან მომსახურების ღირებულების შესახებ; ე) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 18🔗. 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო  დახმარება 1. ამ მუხლით დახმარება მიეცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებულ პირებს. 2. ერთ ბენეფიცარზე საკურორტო  ვაუჩერით მომსახურება  განკუთვნილია ერთჯერადად, არაუმეტეს  1000 ლარის ოდენობით. 3. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე  არსებულ სასტუმროებში. 4. ბენეფიცარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. 5. ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების  მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის  ბარათი; დ) დიაბეტით დაავადებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ფორმა №100; ე) დახმარების მიმღების  მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი. 6. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის  მიხედვით. მუხლი 19🔗. ხანძრის  შედეგად  დაზარალებული  ოჯახების  დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და ხანძრით გამოწვეული შედეგებით დაზარალებულ ოჯახებს (გარდა სტიქიით დაზარალებული პირებისა) ერთჯერადად 2500 (ორიათას ხუთასი) ლარამდე. 2. საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურების შემთხვევაში, საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა არაუმეტეს 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარისა. 3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი აქტი; დ) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი; ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. 4. თუ განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ხანძარი გამოწვეული იყო ოჯახის წვერის  განზრახ ბრალით და/ან დაუდევრობით, კომისიის გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობება უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. მუხლი 20🔗. ხანძრის  და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული და თავშესაფრის არმქონე  პირების  ქირით  უზრუნველყოფა 1. პროგრამით მოსარგებლე პირები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, კერძოდ: ა) ხანძრის, სტიქიის და/ან სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირები; ბ) პირები, რომლებიც გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. 2. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება; დ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. მოსარგებლის ქირით უზრუნველყოფა მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მაცხოვრებელიც იყო პროგრამით მოსარგებლე. 4. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროგრამით მოსარგებლე პირს დაუფინანსდება საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა. 5. ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 400 (ოთხასი) ლარით. მუხლი 21🔗. საშენი მასალებით დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მძიმე გარემოებათა გამო (გარდა: ხანძარი, სტიქია)  არ გააჩნიათ საშუალება შეიძინონ საშენი მასალები. 2. მოსარგებლემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადგენლის და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის (იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე) შუამდგომლობა საშენი მასალებით დახმარების თაობაზე. 3. კომისია საშენი მასალებით დახმარების თაობაზე (რაოდენობა, კვადრატულობა და ა.შ.) მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. მუხლი 22🔗. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის  შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სარიტუალო მომსახურება: ა) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. თანხას მიიღებს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი. 2. მუნიციპალიტეტში  წარმოსადგენი  დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ცნობა დეპარტამენტიდან კოდის მინიჭებით; დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას. 3. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 23🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა  სარიტუალო მომსახურება 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარიტუალო მომსახურება აუნაზღაურდებათ იმ პირებს, რომლებიც გაიღებენ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯებს სარიტუალო მომსახურებისათვის. 2.თანხას მიიღებს პირი, რომელიც უზრუნველყოფს გარდაცვლილის დაკრძალვას. 3. დახმარების მისაღებად პირმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობა; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო (მოწმეების დადასტურებით). 4. დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. მუხლი 24🔗. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების  ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების  დაფინანსება 1. დაფინანსებას მიიღებს 18 წლამდე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე  ბავშვი (საჭიროების შემთხვევაში, ოჯახთან ერთად). 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა  ან/და  მისმა უფლებამოსილმა  წარმომადგენელმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს : ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის  ასლი ; გ)  ფსიქოლოგის დასკვნა და  რეკომენდაცია  ფსიქორეაბილიტაციის საჭიროებაზე; დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან. მუხლი 25🔗. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესი პირების ერთჯერადი დახმარება 1. ერთჯერადად, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა და/ან მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 26🔗. დღის ცენტრით მოსარგებლე  შშმ  პირების  საკურორტო  დახმარება 1. პროგრამით მოსარგებლეები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული,  შშმ სტატუსის მქონე  პირები (მზრუნველთან ერთად), რომლებიც რეგისტრირებილი არიან სპეციალიზებულ დაწესებულებებში (ე.წ. დღის ცენტრი). 2. დღის ცენტრმა დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მომსახურების მიმღები ბენეფიციარის პირადობის და/ან დაბადების მოწმობა; გ) ბენეფიციატის მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დახმარების მიმღების  მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი. 3. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის  მიხედვით.