„საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 21 ნოემბრის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №135 |
|
2024 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 21 ნოემბრის №230 ბრძანებით დამტკიცებულ „საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 24/11/2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016317) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი 1. MEL უნდა შემუშავდეს შემდეგი პირობების დაცვით: ა) უნდა ასახავდეს სხ-ის კონკრეტული გაუმართავი ხელსაწყოებით და მოწყობილობებით, განსაზღვრულ პირობებში საფრენოსნო ექსპლუატაციას; ბ) შემუშავებული უნდა იყოს თითოეული სხ-ისთვის, ექსპლუატანტის შესაბამისი საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პირობების გათვალისწინებით; გ) MEL უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის MMEL-ს და არ უნდა იყოს MMEL-ზე ნაკლებად შემზღუდველი. 2. MEL და მისი ნებისმიერი ცვლილება შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან. 3. MEL–ის შემუშავებისას და/ან მასში ცვლილების შეტანისას, სხ–ის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის №4 დანართით გათვალისწინებული დებულებების დაცვა.“. 2. წესს დაემატოს დანართი №4 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
არაკომპლექსური ძრავის მქონე საჰაერო ხომალდით არაკომერციული ექსპლუატაციის განმახორციელებელი ექსპლუატანტი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე შემუშავებული MEL-ის შესაბამისობა ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №4
მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი მუხლი 1. მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის (MEL) მოქმედების ფარგლები ექსპლუატანტმა MEL-ში უნდა შეიტანოს სახელმძღვანელო ინსტრუქცია ნებისმიერ მტყუნებასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს ფრენის დაწყებასა და აფრენის დაწყებას შორის. იმ შემთხვევაში, თუ მტყუნება ხდება ფრენის დაწყებასა და აფრენის დაწყებას შორის, ფრენის გაგრძელების ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პილოტის შეფასებას და მის საფრენოსნო უნარებს. ფრენის გაგრძელებასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე სხ-ის მეთაურმა გადამოწმების მიზნით შესაძლოა გამოიყენოს MEL. მუხლი 2. MEL-ის ფორმატი, შინაარსი და მისი შეთანხმება 1. MEL ფორმატი, მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი და სხ-ის გაფრენის პირობები: ა) უნდა ეფუძნებოდეს MMEL- ს; ბ) MEL-ის ელემენტები წარმოდგენილი უნდა იყოს „ATA 100/2200 სპეციფიკაციების ნუმერაციის სისტემით. სხვა ფორმატები და გაუმართაობის პუნქტების ნუმერაციის სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ პირობით, თუ ისინი მკაფიო და ცალსახაა. 2. აღჭურვილობის ჩამონათვალსა და მასთან დაკავშირებულ სხ-ის გაფრენის (Dispatch) პირობებზე დამატებით, MEL უნდა მოიცავდეს: ა) პრეამბულას, რომელიც საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის და ტექნიკური მომსახურების პერსონალისთვის მოიცავს სახელმძღვანელო ინფორმაციასა და ტერმინებს. MEL-ის პრეამბულა უნდა მოიცავდეს: ა.ა) MMEL-ის პრეამბულის შინაარს, რომელიც ითვალისწინებს MEL-ის მოქმედების ფარგლებსა და მასშტაბს; ა.ბ) MEL- ში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს; ა.გ) ნებისმიერ სხვა საჭირო სპეციფიკურ ინფორმაციას MEL-ის მოქმედების ფარგლებთან და გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც არ არის განსაზღვრული MMEL-ში; ა.დ) სახელმძღვანელო ინსტრუქციას თუ როგორ უნდა დადგინდეს მტყუნების ან უწესივრობის წარმოშობის მიზეზი; ა.ე) სახელმძღვანელო ინსტრუქციას რამდენიმე გაუმართაობის მართვასთან დაკავშირებით, MMEL-ში მოცემული ინსტრუქციის საფუძველზე და მისი გათვალისწინებით; ა.ვ) სახელმძღვანელო ინსტრუქციას გაუმართავი აღჭურვილობის მოსანიშნად, აღჭურვილობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ეკიპაჟის წევრების ინფორმირებისათვის. როდესაც ასეთი აღჭურვილობა ფრენის დროს ხელმისაწვდომია ეკიპაჟისთვის, ამ აღჭურვილობასთან დაკავშირებული მართვის საშუალებები და მაჩვენებლები უნდა იყოს გარკვევით მონიშნული. ბ) MMEL-ის რევიზიის სტატუსს, რომელსაც ეფუძნება მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი და MEL-ის რევიზიის სტატუსს; გ) MEL-ის მოქმედების ფარგლებს, მასშტაბს და დანიშნულებას; დ) საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურებს, როგორც MEL-ის შემადგენელ ნაწილს ან სხვა შესაბამის დოკუმენტზე მითითებას, რომელიც ეფუძნება MMEL-ში განსაზღვრულ საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურებს; ე) სხ-ის გაფრენის პირობებს, რომელიც უკავშირდება სპეციალური ნებართვის შესაბამისად შესრულებულ ფრენებს და რომელსაც ექსპლუატანტი ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური ნებართვის გაცემის წესის“ შესაბამისად. 3. ექსპლუატანტმა უნდა: ა) დაადგინოს MEL-ში განსაზღვრული თითოეული გაუმართავი ხელსაწყოსთვის, აღჭურვილობისთვის ან ფუნქციისთვის გამოსწორების ინტერვალი. MEL-ში განსაზღვრული გამოსწორების ინტერვალი არ უნდა იყოს MMEL-ში განსაზღვრული შესაბამის გამოსწორების ინტერვალზე ნაკლებად შემზღუდველი. შენიშვნა: გამოსწორების ინტერვალის ტერმინებთან და კატეგორიებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო ინფორმაცია მოცემულია „CS–MMEL“ და „CS–GEN–MMEL“ სერტიფიცირების სპეციფიკაციებში; ბ) შეიმუშავოს გაუმართაობის გამოსწორების ეფექტური პროგრამა. 4. ექსპლუატანტმა უნდა განსაზღვროს MEL-ში მითითებული საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს MMEL-ში მითითებულ საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურებს. ეს პროცედურები უნდა იყოს ექსპლუატანტის სახელმძღვანელო(ები)ს ან MEL-ის ნაწილი. 5. ექსპლუატანტმა უნდა შეცვალოს MEL-ში მითითებული საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურები MMEL-ში მითითებულ საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურებში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ. 6. ექსპლუატანტმა უნდა: ა) შეასრულოს საექსპლუატაციო პროცედურები, რომლებიც მითითებულია MEL-ში, როდესაც გეგმავს და/ან ახორციელებს ექსპლუატაციას MEL-ში განსაზღვრული გაუმართავი აღჭურვილობით; ბ) შეასრულოს MEL-ში განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების პროცედურები MEL-ში მითითებული გაუმართავი აღჭურვილობით ექსპლუატაციის დაწყებამდე. 7. სააგენტოს მიერ MEL-ის შეთანხმების შემდეგ, MMEL-ში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილებისას ექსპლუატანტმა ამ მუხლის მე–9 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში უნდა შეცვალოს მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი და წარუდგინოს სააგენტოს. MMEL-ში ნებისმიერი შემდეგი ცვლილება საჭიროებს MEL-ის ცვლილებას: ა) გამოსწორების ინტერვალის შემცირება; ბ) აღჭურვილობის ელემენტის ცვლილება, მხოლოდ მაშინ, როდესაც ცვლილება უკავშირდება სხ–ს ან ექსპლუატაციის ტიპს და არის მეტად შემზღუდველი. 8. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცვლილებების დანერგვისათვის სააგენტოს მოთხოვნით შესაძლოა შემცირდეს ამ მუხლის მე–9 პუნქტში განსაზღვრული ვადა. 9. MEL-ის ცვლილების სააგენტოში წარდგენის ვადა არის 90 დღე, რომელიც აითვლება MMEL-ის ცვლილების ძალაში შესვლის განსაზღვრული თარიღიდან. მუხლი 3. საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურები 1. MEL-ში განსაზღვრული საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს MMEL-ში მითითებულ საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურებს. მიუხედავად ამისა, ექსპლუატანტმა შესაძლოა შეიმუშავოს შეცვლილი პროცედურები, როდესაც ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოების იმავე დონეს, როგორც ამას მოითხოვს MMEL. ტექნიკური მომსახურების შეცვლილი პროცედურები უნდა შემუშავდეს შესაბამისი მოქმედი საფრენად ვარგისობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. MEL-ში განსაზღვრული შესაბამისი საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურების უზრუნველყოფა, რომლებიც მითითებულია MEL-ში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ შეიმუშავა ისინი, არის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობა. 3. MEL-ის ნებისმიერი ელემენტი, რომელიც საჭიროებს საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურას უსაფრთხოების მისაღები დონის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა იყოს იდენტიფიცირებული MEL-ის „შენიშვნების“ ან „გამონაკლისების“ სვეტში/ნაწილში/სექციაში. საექსპლუატაციო პროცედურას მიეთითება "(O)", ხოლო ტექნიკური მომსახურების პროცედურას "(M)". „(O)(M)“-ის ერთობლივად აღნიშვნა გულისხმობს, რომ საჭიროა როგორც საექსპლუატაციო, ისე ტექნიკური მომსახურების პროცედურა. 4. საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ყველა პროცედურის დამაკმაყოფილებელი შესრულება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ასრულებს მათ, არის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობა. მუხლი 4. მნიშვნელოვანი ცვლილებები საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურებში 1. MMEL-ში განსაზღვრული საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურებში ცვლილებები მიიჩნევა მნიშვნელოვან ცვლილებად და საჭიროებს MEL-ში მითითებული ტექნიკური მომსახურების და საექსპლუატაციო პროცედურების ცვლილებას, როდესაც: ა) ექსპლუატანტის MEL-ში გამოიყენება შეცვლილი პროცედურა; ბ) ცვლილების მიზანია გააუმჯობესოს შესაბამისობა სხ-ის გაფრენის პირობებთან, რომელიც განსაზღვრულია დაკავშირებულ MMEL-ში. 2. ტექნიკური მომსახურებისა და საექსპლუატაციო პროცედურებში ცვლილების შეტანის ვადა არის 90 დღე, რომელიც აითვლება MMEL-ში აღნიშნული პროცედურების ცვლილების ხელმისაწვდომობის დღიდან. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცვლილებების დანერგვისათვის სააგენტოს მიერ შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს დროის შემცირებული ვადები.
|