📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.132.016645
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2024
matsne.gov.ge 3,012 სიტყვა · ~15 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
ნებართვა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ლოტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა
მუხლი 2
ნებართვის გაცემა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ლოტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (პირთა გაერთიანების) სასარგებლოდ გაცემა
მუხლი 2
ნებართვის მაძიებელი
ნებართვის მიღების მსურველი პირი
მუხლი 2
აუქციონი
პირობებიანი ელექტრონული აუქციონის გზით (მათ შორის, ვადაგაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) ნებართვის საჯარო განკარგვა, სადაც ნებართვის გამცემი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული
მუხლი 2
ვადაგაგრძელებული აუქციონი
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა აუქციონის ფორმით გატანილი ნებართვის განკარგვა და ამ ნებართვის აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებით და ფასით
მუხლი 2
განმეორებითი აუქციონი
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა აუქციონის ფორმით გატანილი ნებართვის განკარგვა და ამ ნებართვის აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი პირობებით და ფასით
მუხლი 2
აუქციონის გამოცხადება
ნებართვის გამცემის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართული მოწვევა ოფერტზე (აუქციონზე)
მუხლი 2
მომხმარებელი
ამ წესით განსაზღვრულ ვებგვერდზე დარეგისტრირებული ნებართვის მაძიებელი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება)
მუხლი 2
განაცხადი
ნებართვის მაძიებლის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც იგი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის ჩატარების წესსა და აუქციონის პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ლოტის ნომერი, ნებართვის გაცემის საწყისი ფასი და სხვა ინფორმაცია
მუხლი 2
საბანკო გარანტია
ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ნებართვის გამცემისთვის წარსადგენი/წარდგენილი, საბანკო დაწესებულების მიერ წერილობითი ფორმით გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
მუხლი 2
აუქციონის მონაწილე
პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე  და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი
მუხლი 2
აუქციონში გამარჯვებული
პირი, რომელიც აუქციონის პროცესში გამოვლინდება გამარჯვებულად, რომელზეც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა სანებართვო მოწმობა
მუხლი 2
ლოტი
აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი შესაბამისი ნებართვა. ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე ნებართვა
მუხლი 2
საწყისი ფასი/საწყისი საფასური
ნებართვის გაცემის საწყისი ფასი, კერძოდ, აუქციონზე გატანილ ლოტზე (ნებართვა) დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციის დასაწყებად, შემდგომი ვაჭრობისთვის. ლოტში რამდენიმე ნებართვის გაერთიანების შემთხვევაში ლოტის საწყისი ფასი განისაზღვრება ლოტში შემავალი ნებართვის საწყისი ფასების ჯამის ოდენობით
მუხლი 2
ნებართვის გაცემის ფასი/აუქციონის სრული საფასური
აუქციონის პროცესში დაფიქსირებული, ლოტის შეძენისთვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ
მუხლი 2
სააუქციონო კონკურენცია
აუქციონის ერთსა და იმავე ლოტზე განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად
მუხლი 2
ბიჯი
თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას
მუხლი 2
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
აუქციონში გამარჯვებულად გამოვლენილ პირზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც  არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და გამოიცემა სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგი, გამარჯვებულის დასახელება, ლოტის დასახელება, ნებართვის მოქმედების ვადა და აუქციონის სრული საფასური
მუხლი 2
ხელშეკრულება
ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით  ფორმდება ნებართვის გამცემსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენის შემდგომ, აუქციონის პირობებით/ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში და შეიცავს ლოტის განკარგვის პირობებს, აუქციონის სრული საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და სხვა პირობებს
მუხლი 2
სანებართვო მოწმობა
ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, აუქციონით დადგენილი პირობების შესაბამისად
მუხლი 2
ბილინგის სისტემით გადახდა
ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც  შესაბამის ვებგვერდზე განთავსებული გადახდის ფორმის – ინვოისის შესაბამისად ხორციელდება თანხის კომერციულ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ ასახვას ნებართვის გამცემის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში).
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 02.04.2021 თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.07.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 94% 09.08.2018 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.12.2014 ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 02.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2024 წლის 28 ივნისი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 26​​1 და 30-ე მუხლებისა და  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალი­ტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი“, დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 17/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 240120100.35.132.016020). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) წესით, შესაბამისი სააუქციონო პირობებით დადგენილი ვალდებულებების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე. ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს, აუქციონის შედეგების მიხედვით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების მაქსიმალური ვადაა მისი ამოქმედებიდან  20 (ოცი) წელი. 4. ამ წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან ამ პირთა გაერთიანებას. 6. აუქციონზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ოდენობით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (შემდგომში – ნებართვის გამცემი) წარდგინებით. ნებართვის გაცემის საწყისი ფასის დადგენის მიზნით დაკვეთას აუდიტორული/საექსპერტო კომპანიისათვის უზრუნველყოფს ნებართვის გამცემი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. აუქციონის პირობებს, მათ შორის, ლოტების რაოდენობას, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის ვადასა და წესს, აუქციონის ბიჯის ოდენობას განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ნებართვის გამცემის წარდგინებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) ნებართვა – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ლოტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ბ) ნებართვის გაცემა – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ლოტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (პირთა გაერთიანების) სასარგებლოდ გაცემა; გ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი; დ) აუქციონი – პირობებიანი ელექტრონული აუქციონის გზით (მათ შორის, ვადაგაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) ნებართვის საჯარო განკარგვა, სადაც ნებართვის გამცემი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული; ე) ვადაგაგრძელებული აუქციონიაუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა აუქციონის ფორმით გატანილი ნებართვის განკარგვა და ამ ნებართვის აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებით და ფასით; ვ) განმეორებითი აუქციონიაუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდა აუქციონის ფორმით გატანილი ნებართვის განკარგვა და ამ ნებართვის აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი პირობებით და ფასით; ზ) აუქციონის გამოცხადება – ნებართვის გამცემის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართული მოწვევა ოფერტზე (აუქციონზე); თ) მომხმარებელი – ამ წესით განსაზღვრულ ვებგვერდზე დარეგისტრირებული ნებართვის მაძიებელი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება); ი) განაცხადი – ნებართვის მაძიებლის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც იგი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის ჩატარების წესსა და აუქციონის პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ლოტის ნომერი, ნებართვის გაცემის საწყისი ფასი და სხვა ინფორმაცია; კ) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე ნებართვის მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა.  აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას; ლ) საბანკო გარანტია – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ნებართვის გამცემისთვის წარსადგენი/წარდგენილი, საბანკო დაწესებულების მიერ წერილობითი ფორმით გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; მ) აუქციონის მონაწილე – პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე  და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი; ნ) აუქციონში გამარჯვებული – პირი, რომელიც აუქციონის პროცესში გამოვლინდება გამარჯვებულად, რომელზეც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა სანებართვო მოწმობა; ო) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი შესაბამისი ნებართვა. ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე ნებართვა; პ) საწყისი ფასი/საწყისი საფასური – ნებართვის გაცემის საწყისი ფასი, კერძოდ, აუქციონზე გატანილ ლოტზე (ნებართვა) დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციის დასაწყებად, შემდგომი ვაჭრობისთვის. ლოტში რამდენიმე ნებართვის გაერთიანების შემთხვევაში ლოტის საწყისი ფასი განისაზღვრება ლოტში შემავალი ნებართვის საწყისი ფასების ჯამის ოდენობით; ჟ) ნებართვის გაცემის ფასი/აუქციონის სრული საფასური – აუქციონის პროცესში დაფიქსირებული, ლოტის შეძენისთვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ; რ) სააუქციონო კონკურენცია – აუქციონის ერთსა და იმავე ლოტზე განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად; ს) ბიჯი – თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას; ტ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი – აუქციონში გამარჯვებულად გამოვლენილ პირზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც  არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და გამოიცემა სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგი, გამარჯვებულის დასახელება, ლოტის დასახელება, ნებართვის მოქმედების ვადა და აუქციონის სრული საფასური; უ) ხელშეკრულებახელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით  ფორმდება ნებართვის გამცემსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენის შემდგომ, აუქციონის პირობებით/ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში და შეიცავს ლოტის განკარგვის პირობებს, აუქციონის სრული საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და სხვა პირობებს; ფ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, აუქციონით დადგენილი პირობების შესაბამისად; ქ) ბილინგის სისტემით გადახდა – ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც  შესაბამის ვებგვერდზე განთავსებული გადახდის ფორმის – ინვოისის შესაბამისად ხორციელდება თანხის კომერციულ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ ასახვას ნებართვის გამცემის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში). მუხლი 3🔗. აუქციონის გამოცხადება 1. ნებართვის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი. 2. ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. 3. აუქციონის დასაწყისად ითვლება ნებართვის გამცემის მიერ აუქციონის დაწყების შესახებ ინფორმაციის შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი. 4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ნებართვის გამცემის დასახელებას; ბ) აუქციონის საგანსა და პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმს; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროსა და პერიოდს, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) აუქციონით გათვალისწინებული ლოტის დასახელებას, რომლის ფარგლებშიც გაიცემა ნებართვა; ე) ნებართვის მოქმედების ვადას; ვ) განაცხადის მიღების ბოლო ვადასა და აუქციონის დასრულების თარიღს; ზ) საწყისი საფასურის და ბიჯის ოდენობას; თ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს აუქციონის საწყისი საფასურის 10%-ს; ი) აუქციონის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების ვადას და აუქციონის  სრული საფასურის გადახდის ვადას; კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი მიიჩნევს მიზანშეწონილად. 5. აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ნებართვის მაძიებელ პირებს, რომლებიც ამ წესის  შესაბამისად გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე დამატებით. 2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) ამ წესით განსაზღვრულ ვებგვერდზე დარეგისტრირება; ბ) რეგისტრაციის დროს აუქციონის წესების და პირობების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება; გ) ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წერილობითი ფორმით წარდგენა. ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ ლოტზე გამოცხადებულ აუქციონში, ბე უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე. აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 3. ნებართვის მაძიებელს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ იგი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად/ნებართვის მფლობელად ან/და  დარღვეულია ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტების მოთხოვნები. 4. აუქციონის წესით ნებართვის განკარგვისას ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, შეადგინოს ან/და გასცეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. წერილობითი ფორმით და ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ვებგვერდის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე. მუხლი 5🔗. სისტემაში შესვლა და ნებართვის მაძიებლის ანგარიში 1. ნებართვის მაძიებელი გადის რეგისტრაციას შესაბამის ვებგვერდზე, სადაც ავსებს პირადი მონაცემების ველებს და აფიქსირებს მომხმარებლის სახელს, ეცნობა ელექტრონული აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესებს და ეთანხმება მათ. 2. ნებართვის გამცემს არ ეკისრება ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის გადამოწმების ვალდებულება. წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს/ნებართვის მაძიებელს. 3. ვებგვერდზე დარეგისტრირებული ნებართვის მაძიებელი სისტემაში შედის „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ შესაბამის გრაფაში – „სისტემაში შესვლა“ შეყვანის გზით. 4. მომხმარებელს ვებგვერდზე აქვს საკუთარი ანგარიში, სადაც შეუძლია ნახოს მის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია და სურვილის შემთხვევაში შეიტანოს მასში გარკვეული ცვლილებები, რომელთა ცვლილებაც დაშვებულია ვებგვერდზე. 5. ნებართვის მაძიებელს შესაძლებლობა აქვს მიმდინარე აუქციონებზე გამოცხადებული ლოტებიდან შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე ლოტი. შერჩეული ლოტების ჩამონათვალი აისახება მის პირად ანგარიშზე. 6. შერჩეულ ლოტზე/ლოტებზე ბეს გადახდის ან საბანკო გარანტიის წარმოდგენის და  ნებართვის გამცემის მიერ განაცხადის მიღების (დადასტურების) შემდეგ, მომხმარებელს ენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი, ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ლოტზე/ლოტებზე გამართულ ელექტრონულ ვაჭრობაში და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები. 7. ლოტის შერჩევა და განაცხადის წარმოდგენა (აუქციონში მონაწილეობის სურვილის დადასტურება) არ წარმოშობს ნებართვის მაძიებლისთვის აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით ვალდებულებას/პასუხისმგებლობას, თუკი მის მიერ არ არის გადახდილი შესაბამისი ბეს თანხა ან/და არ არის წარმოდგენილი საბანკო გარანტია. 8. ბეს თანხის არასწორად და არასრულად გადახდის ან არასრულ თანხაზე წარმოდგენილი საბანკო გარანტიის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელს არ წარმოეშვება აუქციონში მონაწილეობის უფლება. აღნიშნულ შემთხვევაში, არასრულად გადახდილი ბეს თანხა ან საბანკო გარანტია უკან ბრუნდება. 9. აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. აუქციონში მონაწილისათვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა. მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. ნებართვის მაძიებელი, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისა და საწყის საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს. 2. აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში. 3. აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში. 4. აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი. 5. აუქციონში მონაწილე პირი, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ან/და წინა ბიჯის ოდენობაზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. თუ აუქციონის დასრულებამდე ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, ყოველი ასეთი შეთავაზებიდან. 6. აუქციონში მონაწილეს არ შეუძლია დადგენილი ბიჯის ოდენობაზე დაბალი ბიჯის დაფიქსირება, ამასთან, შუალედში, აუქციონის სხვა მონაწილის მიერ ფასის შეთავაზების დაფიქსირების გარეშე, არ შეუძლია ორჯერ ზედიზედ ფასის შეთავაზება. 7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე არაუგვიანეს წინა სამუშაო დღის 18 საათისა, ნებართვის მაძიებელს შეუძლია გადაიხადოს ბე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ან წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ვადის გასვლიდან აუქციონის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 წუთისა, ბეს გადახდა  ნებართვის მაძიებელს  შეუძლია  მხოლოდ ბილინგის სისტემით. 9. ნებართვის განკარგვასთან დაკავშირებით შემოსული ბეს თანხების საკუთარ ტრანზიტულ ანგარიშზე მიღებას ახორციელებს ნებართვის გამცემი და უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ხაზინის ანგარიშზე მიმართვას. ამასთან, აღნიშნული თანხების ნებართვის გამცემის ანგარიშზე განთავსების მიზანს არ წარმოადგენს რაიმე სარგებლის მიღება, ხოლო აუქციონის სრული საფასურის, საბანკო გარანტიის, პირგასამტეხლოს, საურავის და ა.შ. მიმართვა ხორციელდება ხაზინის შესაბამის ანგარიშზე. 10. თუ აუქციონის დასრულების დღე ემთხვევა დასვენების ან/და უქმე დღეს, აუქციონი დასრულდება და გამარჯვებული გამოვლინდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს. 11. თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირ(ებ)ი, რომელმაც ამ წესის შესაბამისად, გადაიხადა ბე ან წარადგინა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში (არ განათავსებს ბიჯს), შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ ამ წესის საფუძველზე გადახდილი ბე ან წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 12. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 13. აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან/და ხელი არ მოაწერა აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში/პირობებით; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ნებართვის გაცემის ფასი. 14. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესით ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი წესები ან/და პირობები. 15. აუქციონის შედეგის გაუქმება იწვევს ხელშეკრულებისა და ნებართვის (სანებართვო მოწმობის) გაუქმებას. მუხლი 7🔗. ნებართვის გამცემისა და აუქციონის მონაწილის უფლებები და მოვალეობები 1. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია: ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილი პირობების შესაბამისად, შეცვალოს მიმდინარე აუქციონის პირობები, მონაწილეობის წესი და მისი პირობები და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში რეგისტრირებული პირ(ებ)ის მიერ აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას უბრუნდებათ ამ წესის შესაბამისად გადახდილი ბე ან წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ბ) შეწყვიტოს ან/და შეაჩეროს აუქციონი, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება შესაბამის ვებგვერდზე; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა შესაბამის ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს კანონმდებლობის ან/და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით; დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები; ე) ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიიღოს ელექტრონული ფორმით; ვ) საჭიროების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს მის მიერ განსაზღვრულ ვადაში მოსთხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაციული ხასიათის ნებისმიერი სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტის წარმოდგენა. 2. აუქციონში მონაწილე უფლებამოსილია: ა) შეარჩიოს ლოტი და მოიპოვოს ნებართვა; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები, რომელთა განახლებაც დაშვებულია შესაბამის ვებგვერდზე. 3. თუ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ნებართვის გამცემს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი/წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია ან სხვა დოკუმენტაცია, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აუქციონში მონაწილეობასა ან/და ხელშეკრულების გაფორმებასთან. 4. თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე ან/და არ გადაიხდის აუქციონის სრულ საფასურს (ნებართვის გაცემის ფასს), მასზე არ გაიცემა სანებართვო მოწმობა ან/და იმ შემთხვევაში, თუ ასეთ დროს ხელმოწერილია ხელშეკრულება ან/და გაცემულია სანებართვო მოწმობა, ხელშეკრულება წყდება და სანებართვო მოწმობა უქმდება, ასეთ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სანებართვო მოწმობის მიღების შემდგომ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები და მოთხოვნები და მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია ნებართვის გამცემს. 6. აუქციონში გამარჯვებულს, ნებართვის გამცემთან შეთანხმების გარეშე, არ აქვს უფლება,  ნებართვა განკარგოს (გაასხვისოს) ნებისმიერ მესამე პირზე. 7. აუქციონში გამარჯვებული, ნებართვის გასხვისების შემთხვევაში, ვალდებულია, ნებართვა გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით. მუხლი 8🔗. ანგარიშსწორება 1. შესაბამისი პირობების არსებობისას საბანკო გარანტიის გარანტისაგან მოთხოვნის უფლებამოსილება ენიჭება ნებართვის გამცემს. 2. თუ აუქციონში მონაწილეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი ჰქონდა საბანკო გარანტია, აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში იგი იხდის აუქციონის სრულ საფასურს და მისი გადახდის შემდეგ აუქციონში გამარჯვებულს საბანკო გარანტია უბრუნდება უკან. 3. ბეს გადახდის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის აუქციონის სრულ საფასურსა და ბეს სხვაობას. 4. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის სრულ საფასურს იხდის საბანკო დაწესებულებაში ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე ან შესაბამისი ვებგვერდის  საშუალებით, თუ აღნიშნული მითითებულია შესაბამის ვებგვერდზე. 5. ვებგვერდზე აუქციონში მონაწილისათვის ხელმისაწვდომია: ა) ბეს გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნებართვის მაძიებლის შესახებ, აუქციონის და ლოტის შესახებ, ასევე თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით; ბ) აუქციონის სრული საფასურის გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის, გადამხდელის, თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით. 6. ამ წესის მიზნებისთვის აუქციონის სრული საფასურის გადახდა შესრულებულად ითვლება შესაბამის ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან. მუხლი 9🔗. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სანებართვო მოწმობისა და ხელშეკრულების გაფორმების წესი 1. აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და გამოიცემა  სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგი – გამარჯვებულის დასახელება, ლოტის დასახელება, ნებართვის მოქმედების ვადა და ნებართვის გაცემის ფასი. 2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გამოცემიდან აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც აზუსტებს და განავრცობს ამ წესითა და აუქციონის პირობებით განსაზღვრულ  მხარეთა უფლება-მოვალეობებს და განსაზღვრავს სანებართვო და სხვა პირობებს, გამარჯვებულის პასუხისმგებლობის შემთხვევებსა და წესს, ხელშეკრულების შეწყვეტის/ნებართვის გაუქმების საფუძვლებსა და წესს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გამოცემის შემდეგ აუქციონით დადგენილ ვადაში და პირობებით გაიცემა ნებართვა (სანებართვო მოწმობა). აუქციონით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ნებართვის გამცემის გადაწყვეტილებით. 3. აუქციონში გამარჯვებულს  ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და მას გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება. 4. აუქციონში გამარჯვებულს სანებართვო მოწმობა გადაეცემა სანებართვო და სხვა შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პირობით. 5. სანებართვო მოწმობის ფორმას ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ნებართვის გამცემის  წარდგინებით,  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 10🔗. კონტროლი სანებართვოს პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ნებართვის გამცემის მიერ ხორციელდება ნებართვის გამცემის ან/და მის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ნებართვის მოქმედების განმავლობაში, მისი გამოყენებისას, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია ნებართვის გამცემს/მის მიერ განსაზღვრულ პირს. შესაძლებელია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 3. აუქციონში გამარჯვებულს, ნებართვის მოქმედების განმავლობაში ნებართვის გამცემთან შეთანხმების გარეშე, არ აქვს უფლება ნებართვა  განკარგოს, გადასცეს სხვას შესაბამისი უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი, მათ შორის, სანებართვო ვალდებულებების შესასრულებლად (არამატერიალური ქონებრივი სიკეთე). 4. ნებართვის გამცემთან შეთანხმებით, ნებართვის გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ნებართვა ახალ მფლობელზე განკარგოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით. ნებართვის ყოველი ახალი მფლობელი წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს. 5. სანებართვო ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა  პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ნებართვა უქმდება, ხოლო ამ ნებართვაზე არსებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უქმდება. ამასთანავე, ნებართვის მფლობელს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს. 6. აუქციონის პირობებით განსაზღვრული წესით და ვადაში აუქციონის სრული საფასურის (ნებართვის გაცემის ფასის) გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, გამარჯვებულს დამატებით განუსაზღვროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად და დააკისროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო. განსაზღვრულ დამატებით ვადაში აუქციონის სრული საფასურის ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ გააუქმოს აუქციონის შედეგები ან/და შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტა იწვევს სანებართვო მოწმობის (ნებართვის) გაუქმებას. 7. აუქციონის სრული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს აუქციონის სრული საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1%-ს  დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტამდე, რომელიც უფრო ადრე დადგება. 8. სანებართვო და ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის, ამ წესისა და ხელშეკრულების შესაბამისად. მუხლი 11🔗. განმეორებითი და ვადაგაგრძელებული აუქციონი 1. თუ არ განხორციელდა აუქციონის ფორმით გატანილი ნებართვის განკარგვა, ეს ნებართვა შესაძლებელია  გატანილ იქნეს აუქციონზე  შეცვლილი საწყისი  საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში აუქციონი ჩაითვლება განმეორებით  აუქციონად. 2. თუ არ განხორცილდება აუქციონის ფორმით გატანილი ნებართვის განკარგვა,  ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ნებართვის, იმავე პირობებით და კანონმდებლობით დადგენილი ვადის შესაბამისად ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი აუქციონის ჩატარების წესები. მუხლი 12🔗. დავების გადაწყვეტის წესი ნებართვის გაცემასთან  დაკავშირებული დავები (მათ შორის, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ან/და მისგან გამომდინარე) განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.