თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.06.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.154.016540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.12.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2024 წლის 28 ივნისი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (№2587-XIმს-Xმპ, 09.02.2023 წ) და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა)
სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი;
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი;
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე:
დ.ა)
სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ)
სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ)
ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 4000 ლარი;
ვ)
თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 6 000 ლარი.
2.
მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, 111228004, 28/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.154.016075).
მუხლი 3🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი