“სასჯლეღსრულების დაწესებულების კომისიის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 29.11.2005
ძალის დაკარგვა 22.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №2190
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.007.884
გამოქვეყნების წყარო სსმ, 140, 01/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
“სასჯლეღსრულების დაწესებულების კომისიის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:G&G_Ilia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:16.0pt; font-family:G&G_Ilia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 59.8pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.007.884
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №2190
2005 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
1999 წლის 22 ივლისის ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლისა და 1999 წლის 25 ივნისის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის თანდართული ტიპური დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 1 ოქტომბრის №1210 ბრძანება (სსმ III, 2004 წ., №109, მუხ. 963).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
დანართი
სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის ტიპური
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის მიზნები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უფლებამოსილება
მუხლი 1🔗.
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან (საპყრობილე) 2 წლის ვადით იქმნება კომისია არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ანაზღაურების გარეშე.
2. კომისიის წევრთა შერჩევა ხდება სურვილის, აქტიური მუშაობის უნარის, კვალიფიკაციისა და რეპუტაციის გათვალისწინებით.
3. კომისიის წევრის საცხოვრებელი ადგილი არ შეიძლება დაშორებული იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 30 კმ-ზე მეტი მანძილით.
4. დაუშვებელია კომისიის წევრი იყოს ერთი და იგივე პიროვნება ზედიზედ ორზე მეტი ვადით.
5. კომისიის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თითო წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სხვა პირები.
6. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ სასჯელასრულების დაწესებულების, სამართალდამცავი ორგანოებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამშრომლები.
7. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
8. კომისია ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.
9. კომისია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის, იქ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არანაკლებ 3 თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს იუსტიციის მინისტრს.
10. კომისიის წევრს უფლება აქვს შეხვდეს თავისუფლებააღკვეთილ პირს სამუშაო საათებში, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში არასამუშაო საათებშიც, იუსტიციის მინისტრის თანხმობით, თუ ეს არ ლახავს თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლებებს.
11. კომისიის წევრს არა აქვს უფლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას თან იქონიოს კანონმდებლობითა და სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით გათვალისწინებული აკრძალული ნივთები.
მუხლი 2🔗.
სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის (შემდგომში _ კომისია) შექმნის მიზანია:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე და მათ საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესების ეფექტური და სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის გამჭვირვალობა;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის საზოგადოებრივი მონიტორინგი და შეფასება;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;
ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ თავისუფლებააღკვეთილ პირთა კონსტიტუციური უფლებების, კანონიერი ინტერესების შელახვისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის მონიტორინგი.
თავი II
კომისიის მუშაობის წესი
მუხლი 3🔗.
თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
მუხლი 4🔗.
კომისიისათვის მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.
მუხლი 5🔗.
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე (შემდგომში _ თავჯდომარე). თავმჯდომარე 1 წლის ვადით აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან, საჯარო სხდომაზე წევრთა უმრავლესობის მიერ.
2. კომისიის სხდომები იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ.
3. სხდომას იწვევს თავმჯდომარე.
4. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს: იუსტიციის მინისტრს, კომისიის თავმჯდომარესა და აგრეთვე კომისიის წევრთა არანაკლებ 1/4-ს.
5. თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართვას კომისიის საქმიანობას;
ბ) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას;
დ) მონიტორინგს უწევს კომისიის რეკომენდაციების შესრულებას;
ე) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას.
6. კომისიის მდივანი:
ა) ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას;
ბ) უზრუნველყოფს თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის ოქმს.
მუხლი 6🔗.
1. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან:
ა) ჯეროვნად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები;
ბ) დაკისრებული მოვალეობის განხორციელებისას იმოქმედონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) დაიცვან კომისიის საქმიანობის დადგენილი პროცედურები და ქცევის ნორმები.
2. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა;
ბ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
გ) ნებაყოფლობითი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე;
დ) უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;
ე) გარდაცვალება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება;
ზ) არასაპატიო მიზეზით მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა, ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით;
თ) კომისიის მიერ დადგენილი პროცედურებისა და ქცევის ნორმების დარღვევა;
ი) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
3. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კენჭისყრაზე დაყენების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს;
4. კომისიიის მიერ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიღებული რეკომენდაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზანება იუსტიციის მინისტრს.
მუხლი 7🔗.
1. კომისიის სხდომები ღიაა. კომისიას უფლება აქვს მოტივირებული დასკვნის საფუძველზე დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით დახურულად გამოაცხადოს სხდომა.
2. სხდომის მასალები ოთხი დღით ადრე ეგზავნებათ კომისიის წევრებს. ეს წესი არ მოქმედებს საგანგებო სხდომის დანიშვნის დროს.
3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის 1/3.
4. კომისიის რეკომენდაციის მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრს, თუ იგი არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება წერილობით დაურთოს რეკომენდაციას, რომელიც უნდა წარედგინოს იუსტიციის მინისტრს.
5. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 8🔗.
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების (საპყრობილე) ხელმძღვანელობასთან წინასწარი გაფრთხილებისა და შეთანხმების გარეშე ჩაატაროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგი;
ბ) მოამზადოს რეკომენდაციები თავისუფლებააღკვეთილ პირთა განთავსების თაობაზე;
გ) მოამზადოს რეკომენდაციები თავისუფლებააღკვეთილ პირთა საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე;
დ) მოამზადოს რეკომენდაციები თავისუფლებააღკვეთილ პირთა დასაქმების თაობაზე;
ე) მოამზადოს რეკომენდაციები თავისუფლებააღკვეთილ პირთა კვების ხარისხისა და კვების რაციონის გაუმჯობესების თაობაზე;
ვ) მოამზადოს რეკომენდაციები თავისუფლებააღკვეთილ პირთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების თაობაზე;
ზ) სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამაშრომელთა მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტებზე იუსტიციის მინისტრს წარუდგინოს წინადადებები და შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი აღმოფხვრის მიზნით;
თ) მიმართოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უწყების ხელმძღვანელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ და მიიღოს მისგან დასაბუთებული პასუხი;
ი) მიიღოს და განიხილოს განცხადება/საჩივარი;
კ) შეიმუშაოს რეკომენდაციები სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსების მიზნობრივ და ეფექტურ ხარჯვაზე;
ლ) წარუდგინოს რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრს ფინანსური მართვისა და კონტროლის გაუმჯობესების შესახებ, შიდა აუდიტის პოლიტიკის, სტანდარტების, პროცედურებისა და პრაქტიკის სრულყოფის შესახებ და გონივრულ ვადაში მიიღოს მისგან დასაბუთებული პასუხი;
მ) შეიმუშაოს რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროს მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების საჭიროებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების დადებისა და შესრულების თაობაზე;
ნ) კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (გარდა კანონმდებლობის თანახმად საიდუმლოდ ცნობილი დოკუმენტისა);
ო) განახორციელოს კომისიის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
მუხლი 9🔗.
იუსტიციის მინისტრი კომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მისი შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება კომისიას.
მუხლი 10🔗.
1. სასჯელაღსრულების დაწესებულების (საპყრობილის) ადმინისტრაცია ვალდებულია უზურუნველყოს კომისიის წევრების უსაფრთხოება მათ მიერ ზემოაღნიშნული დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების დროს.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების (საპყრობილე) დირექტორი ვალდებულია კომისიას წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია დაწესებულებაში არსებული გართულებული ოპერატიული ვითარების შესახებ.
თავი III
კომისიის მიერ განცხადებისა და საჩივრის მიღება-განხილვის წესი
მუხლი 11🔗.
1. საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
2. საჩივარში მიეთითება:
ა) სამართალდარღვევის ფაქტი (მისი არსი, ჩადენის ადგილი და დრო);
ბ) სამართალდამრღვევის ვინაობა;
გ) მომჩივანის ვინაობა;
დ) მოწმეების არსებობის შემთხვევაში აგრეთვე მიეთითება მათი ვინაობა.
3. კომისიის წევრი უფლებამოსილია განცხადება მიიღოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით.
4. ზეპირ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები კომისიის წევრის მიერ არგუმენტირებულად უნდა იქნეს დაფიქსირებული კომისიის პერიოდულ ანგარიშში.
მუხლი 12🔗.
1. განცხადება/საჩივარი წარმოებაში მიიღება კომისიაში წარდგენიდან სამი დღის ვადაში.
2. კომისია განცხადება/საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 2 კვირის ვადაში იღებს რეკომენდაციას და წარუდგენს იუსტიციის მინისტრს.
3. კომისია უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადება/საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, თუ:
ა) დარღვეულია საჩივრის წარდგენის პირობები;
ბ) საქმე სასამართლოს მიერ წარმოებაშია მიღებული;
გ) საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას მომჩივანს ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
მუხლი 13🔗.
1. საჩივრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის მიღების ან არ მიღების თაობაზე.
2. წარმოდგენილი საჩივრის განსახილველად მიღების შემდეგ ან კომისიის წევრის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კომისია 2 კვირის ვადაში იხილავს საქმეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია ერთ თვემდე გაზარდოს საქმის განხილვის ვადა.
3. საქმის შემდგომი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ეგზავნება დაინტერესებულ მხარეებს. საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ უარის თქმის მიზეზი.
4. კომისია საჭიროების შემთხვევაში გადაუგზავნის განხილვის მასალებს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან გენერალურ პროკურატურას.
5. თუ ერთი და იგივე სამართალდარღვევა რამდენიმე სუბიექტს შეეხება, ან არსებობს რამდენიმე განცხადება/საჩივარი ერთი და იმავე პირის მიმართ, მხარეთა თანხმობით კომისიას უფლება აქვს გააერთიანოს საქმეეები.