📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016541
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2024
matsne.gov.ge 1,682 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 08.12.2017 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 17.01.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 21.12.2017 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2024 წლის 28 ივნისი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ივნისის №10 დადგენილება (ვებგვერდი, 04/07/2022, სარეგისტრაციო კოდი  010260020.35.154.016471). მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი დანართი   №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის (შემდგომში –  სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური არის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა; ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით; ზ) მიუკერძოებლობა; თ) საქვეყნოობა და საჯაროობა. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მშენებლობითი პროცესების მართვას; ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; გ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას, სივრცით მოწყობასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; ე) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმების და წესების შემუშავების მიზნით საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტების მომზადებას; ვ) დადგენილი წესით მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ზ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას; თ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას; კ) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე; ლ) დაგეგმილი სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლას (საჭიროების შემთხვევაში არსებული კომუნიკაციების გამოკვლევას, ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების აზომვას და ფოტოფიქსაციას); მ) ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-პატრონობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის ობიექტების, მათ შორის, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, წარმოდგენილი პროექტებისა და ექსპერტიზის დასკვნების გაანალიზებას, დასახელებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; ო) თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების წარდგენის პროცესში მოქალაქეთა კონსულტირება, საპროექტო წინადადებების ნუსხის ფორმირება დასახლებების მიხედვით, შერჩეული საპროექტო წინადადების განხილვა და მერისათვის წინადადებების მომზადება, საკრებულოში წარსადგენი პროექტების საბოლოო ნუსხის მომზადება; პ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული სხვა კომუნიკაციებისათვის მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას, მის სალიკვიდაციოდ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას კომისიურად, მერიის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით შექმნილი კომისიის წევრებთან ერთად; ჟ) ინფრასტრუქტურული პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით, კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; რ) მუნიციპალიტეტის დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების სამუშაოთა დაგეგმვას; ს) წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე მწვანე ზონის, სკვერების, პარკების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობის საკითხებზე; ტ) 2013 წლის 7 თებერვლის საქართველოს მთავრობის №23 დადგენილების შესაბამისად, დოკუმენტაციის დამუშავებას დანართი №1-ისა და ფორმა №2-ის შევსებასა და გაგზავნას; უ) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე; გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ექსკიზების პროექტების შეთანხმებას; ფ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; ქ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე; ღ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ყ) შემოსულ განცხადებებსა და კორესპონდენციებზე საპასუხო წერილების მომზადებას და ადრესატისთვის გაგზავნას; შ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევას; ჩ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის–  განყოფილებისა და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია –  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილება. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. მუხლი 5🔗. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილება ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე; ბ) დაგეგმილი სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლას (საჭიროების შემთხვევაში არსებული კომუნიკაციების გამოკვლევას, ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების აზომვას და ფოტოფიქსაციას); გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-პატრონობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; დ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის ობიექტების, მათ შორის, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, წარმოდგენილი პროექტებისა და ექსპერტიზის დასკვნების გაანალიზებას, დასახელებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; ე) თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების წარდგენის პროცესში მოქალაქეთა კონსულტირებას, საპროექტო წინადადებების ნუსხის ფორმირებას დასახლებების მიხედვით, შერჩეული საპროექტო წინადადების განხილვასა და მერისათვის წინადადებების მომზადებას, საკრებულოში წარსადგენი პროექტების საბოლოო ნუსხის მომზადებას. ვ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული სხვა კომუნიკაციებისათვის მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას, მის სალიკვიდაციოდ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას კომისიურად, მერიის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით შექმნილი კომისიის წევრებთან ერთად; ზ) ინფრასტრუქტურული პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით, კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; თ) მუნიციპალიტეტის დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების სამუშაოთა დაგეგმვას; ი) წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე მწვანე ზონის, სკვერების, პარკების, სპორტულ - გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობის საკითხებზე; კ) 2013 წლის 7 თებერვლის საქრთველოს მთავრობის №23 დადგენილების შესაბამისად დოკუმენტაციის დამუშავებას დანართი №1-სა და დანართი №2-ის შევსებასა და გაგზავნას; ლ) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე; გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ექსკიზების პროექტების შეთანხმებას; მ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; ნ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე; ო) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; პ) შემოსულ განცხადებებსა და კორესპონდენციებზე საპასუხო წერილების მომზადებას და ადრესატისთვის გაგზავნას; ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე, მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევას; რ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოხელეებს შორის; გ) განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და პროფესიული განვითარების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ი) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება განყოფილების უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხევეში, სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს. მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) აფასებს განყოფილების მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას, დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციების შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს. მუხლი 8🔗. სამსახურის მოხელე 1. სამსახურის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობის და სტრუქტურული ერთეულებისაგან, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;  გ) მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და იყოს დაცული აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; ვ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით; კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე ვალდებულია: ა) საქმიანობა წარმართოს კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და ამ დებულების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალებები; გ) განუხრელად დაიცვას და შეასრულოს მერიის შინაგანაწესის მოთხოვნები; დ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ; ე) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; ვ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება; ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 9🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.