„2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ №2 ცვლილების შეთანხმება“

მიღების თარიღი 14.02.2024
ძალაში შესვლა 26.06.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1070
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016781
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2024
matsne.gov.ge 3,788 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.02.2024 მიღება
26.06.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
გადახდის თარიღი გადასახდელი თანხა (ევრო) A ტრანშის სასესხო თანხა OP ID - 49649
2021 წლის 25 ნოემბერი 364,000
2022 წლის 25 მაისი 364,000
2022 წლის 25 ნოემბერი 364,000
2023 წლის 25 მაისი 364,000
2023 წლის 25 ნოემბერი 364,000
2024 წლის 25 მაისი 364,000
2024 წლის 25 ნოემბერი 364,000
2025 წლის 25 მაისი 364,000
2025 წლის 25 ნოემბერი 364,000
2026 წლის 25 მაისი 364,000
2026 წლის 25 ნოემბერი 364,000
2027 წლის 25 მაისი 1,246,000
2027 წლის 25 ნოემბერი 1,246,000
2028 წლის 25 მაისი 2,156,000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 08.06.2022 საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისის საგრანტო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) №1 ცვლილების შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 07.06.2024 "2015 წლის 12 მაისის "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი)" №1 ცვლილების შეთანხმება" საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 07.06.2024 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2008 წლის 27 ივნისის სასესხო ხელშეკრულების (ქობულეთის წყალარინების პროექტი) №2 ცვლილების ხელშეკრულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 20.01.2016 „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 01.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

„2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ №2 ცვლილების შეთანხმება“ „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ №2 ცვლილების შეთანხმება“ წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმება, რომელიც დათარიღებულია 2024 წლის 14 თებერვლით ( „№2 ცვლილების შეთანხმება“) შედგენილი და გაფორმებულია: 1. საქართველოს („მსესხებელი“); და 2. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი“) შორის. ვინაიდან: (ა) 2018 წლის 5 იანვარს მსესხებელმა ბანკთან გააფორმა სასესხო შეთანხმება (რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება 2019 წლის 27 დეკემბერის ცვლილების შეთანხმებით) (შემდგომში „ძირითადი სასესხო შეთანხმება“), რომლითაც ბანკი დათანხმდა გაეცა სესხი მსესხებლისთვის საერთო თანხით 38,000,000 ევრო (ოცდათვრამეტი მილიონი ევრო), რათა მხარი დაეჭირა ენეგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტისთვის – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება. (ბ) მსესხებელმა ითხოვა დამატებითი დახმარება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად, როგორც აღწერილია შემდგომ, ამ №2 ცვლილების შეთანხმების განრიგში („განრიგი“). (გ) მსესხებელს და ბანკს სურთ შეიტანონ რიგი ცვლილებები ძირითად სასეხო შეთანხმებაში, წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმების დებულებების შესაბამისად, რათა გაზარდონ სესხის ოდენობა 66,000,000 ევრომდე და დაფინანსებით ხელი შეუწყოს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის უსაფრთხოების ამაღლებას. შესაბამისად, ზემოთქმულის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: ნაწილი 1. განსაზღვრებები და განმარტებები (ა) №2 ცვლილების შეთანხმებაში: „შეცვლილი შეთანხმება“ ნიშნავს ძირითად სასესხო შეთანხმებას, რომელშიც შევიდა ცვლილება წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმებით. „ ძირითადი სასესხო შეთანხმება“-ს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „ა“ აბზაცში. „№2 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი“ გააჩნია წინამდებარე ცვლილების შეთანხმების მე-3 ნაწილში მოცემული მნიშვნელობა. „2021 წლის სტანდარტული წესები და პირობები“ ნიშნავს ბანკის სტანდარტულ წესებსა და პირობებს, დათარიღებულს 2021 წლის 5 ნოემბრით. (ბ) ძირითადი სასესხო შეთანხმებით განსაზღვულ ტერმინებს (პირდაპირ თუ მითითებით სტანდარტულ წესებსა და პირობებში ან სხვა შეთანხმებასა თუ დოკუმენტში) წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმებაში გააჩნია იგივე მნიშვნელობები, თუ ამ დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (გ) ძირითადი სასესხო შეთანხმება და წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმება იკითხება და განიმარტება, როგორც ერთიანი დოკუმენტი. ნაწილი 2. ცვლილება და ხანგრძლივობა (ა) დაწყებული №2 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, ძირითად სასესხო შეთანხმებაში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილებები, რომლებიც წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმების განრიგითაა გათვალისწინებული (ძირითადი სასესხო შეთანხმება ამგვარად შეცვლილი, „ სასესხო შეთანხმება“, როგორც განსაზღვრულია 2021 წლის სტანდარტული წესებითა და პირობებით). (ბ) ძირითადი სასესხო შეთანხმების დებულებები, წინამდებარე №2 ცვლილების  შეთანხმებით მასში შეტანილი ცვლილებებით, განაგრძობს მოქმედებას და ეფექტურია. ნაწილი 3. №2 ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი №2 ცვლილების ძალაში შესვლის თარიღს წარმოადგენს ის თარიღი, როდესაც ბანკი მსესხებელს გაუგზავნის შეტყობინებას, ბანკის მიერ ამ, მე-3 ნაწილის მოთხოვნებით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა მიღების დადასტურებაზე: (ა) ბანკი ადასტურებს, რომ 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების 7.01(ა) ან 7.06 ნაწილებში მითითებულ მოვლენებს არც წარსულში და არც ამჟამად ადგილი არ ჰქონია. (ბ) №2 ცვლილების შეთანხმება აღსრულება და მიწოდება მსესხებლის სახელით სათანადოდ ავტორიზებული და რატიფიცირებულია ყველა აუცილებელი სამთავრობო და კორპორაციული ქმედებებით. (გ) ქვესასესხო ხელშეკრულებაში ცვლილების  შეტანის შესახებ ხელშეკრულება (როგორც ეს განსაზღვრულია განრიგში), არის ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, აღსრულებული და ჩაბარებულია, ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა ან თანხების გამოთხოვაზე პროექტის განმახორციელებელი კომპანიის (როგორც ეს განსაზღვრულია განრიგში) უფლებამოსილება ქვესასესხო ხელშეკრულების თანახმად შესრულებულია (როგორც ეს განსაზღვრულია განრიგში), მხოლოდ წინამდებარე ცვლილების შეთანხმება №2-ის ამოქმედების გარდა,; (დ) საპროექტო შეთანხმება უსაფრთხოების ამაღლებასთან დაკავშირებით, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, აღსრულებული და ჩაბარებულია და მისი ამოქმედების ყველა წინაპირობა, მხოლოდ წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმების ამოქმედების გარდა, შესრულებულია; (ე) მსესხებელმა უნდა მიაწოდოს ან უზრუნველყოს, რომ მიეწოდოს ბანკს შემდეგი დასკვნა ან დასკვნები (ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით): (1) მსესხებლის იუსტიციის სამინისტროდან, სადაც ნაჩვენებია, რომ წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმება სათანადოდ არის ავტორიზებული ან რატიფიცირებული, აღსრულებული და მიღებულია მსესხებლის სახელით,  ქმედითია და წარმოადგენს მსესხებლისთვის იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე ვალდებულებებს,  ექვემდებარება აღსრულებას მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად; და (2) პროექტის განმახორციელებელი კომპანიის მთავარი იურისტისგან (როგორც განსაზღვრულია განრიგში), სადაც ნაჩვენებია, რომ ქვესასესხო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმება (როგორც განსაზღვრულია განრიგში) უფლებამოსილი ან რატიფიცირებულია და აღსრულებული და ჩაბარებულია პროექტის განმახორციელებელი კომპანიის სახელით, წარმოადგენს ქმედით და პროექტის განმახორციელებელი კომპანიისთვის იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე ვალდებულებას, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ნაწილი 4. განცხადებები და გარანტიები (ა) მსესხებელი ბანკს განუცხადებს და აძლევს გარანტიას, რომ: (1) იგი ფლობს ყველა აუცილებელ ძალას და უფლებამოსილებას, რომ აღასრულოს, მიაწოდოს და შეასრულოს ყველა ნაკისრი  ვალდებულება, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმებით. (2) მიიღო ყველა აუცილებელი ზომა, რათა მიენიჭებინა მის მიერ წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმების აღსრულების, ჩაბარების და შესრულების უფლებამოსილება. (3) წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმება სათანადოდ აღსრულებულია და ჩაბარებულია მის მიერ და რომ წინამდებარე  №2 ცვლილების შეთანხმება, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების დღიდან წარმოადგენს ქმედით და იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონეს, აღსრულებადია მათი შესაბამისი პირობების შესაბამისად. (4) ყველა თანხმობა, უფლებამოსილება და ნებისმიერი სახის ქმედება, რაც აუცილებელია მის მიერ წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმების კანონიერი აღსრულების, ჩაბარებისა და შესრულებისათვის და წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმებით შეცვლილი ძირითადი სასესხო შეთანხმების კანონიერი შესრულებისთვის, მიღებულია და მოქმედია სრული ძალითა და შინაარსით. (5) წინამდებარე ცვლილების შეთანხმება №2-ის აღსრულება და ჩაბარება და წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მის მიერ არ მოითხოვს რომელიმე მისი კრედიტორის თანხმობას და დასტურს და წინააღმდეგობაში არ იქნება მასზე მოქმედი რომელიმე შეთანხმების, კანონის, წესის, რეგულაციის, ბრძანების, უწყების, სასამართლო გადაწყვეტილების, სასამართლო აკრძალვის, განკარგულების, დადგენილების ან გადაწყვეტილების დებულებებთან და არ წარმოადგენს მათ დარღვევას ან შეუსრულებლობას. (ბ) მსესხებელი აღიარებს, რომ გააკეთა ზემოთქმული განცხადებები და გარანტიები, იმ განზრახვით, რომ ბანკმა გააფორმოს მასთან წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმება  და რომ ბანკმა გააფორმა წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმება მათზე დაყრდნობით ამ განცხადებებისა და გარანტიების საფუძველზე.   ნაწილი 5. სხვადასხვა (ა) „შეთანხმებაზე“ გაკეთებული ყველა მითითება ძირითად სასესხო შეთანხმებაში და „ძირითად სასესხო შეთანხმებაზე“ გაკეთებული ყველა მითითება მისგან გამომდინარე ყველა დოკუმენტსა და შეთანხმებაში ეხება ძირითად სასესხო შეთანხმებას, რომელშიც ცვლილებები იქნა შეტანილი წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმებით; (ბ) წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმება შესრულებულია სამ ეგზემპლარად, სადაც თითოეული ჩაითვლება, როგორც ორიგინალი, თუმცა სამივე წარმოადგენს ერთსა და იმავე შეთანხმებას; (გ) №2 ცვლილების შეთანხმება შემოიფარგლება ისე, როგორც არის დაწერილი და არაფერი მასში მოცემული შეიძლება ჩაითვალოს, როგორც თავდაპირველი ძირითადი სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების აცილება ან სხვა პირობა ან დებულება ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, გარდა წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან არ შეიძლება ზღუდავდეს რომელიმე უფლებას ან დაცვის სამართლებრივ საშუალებას, რომელიც გააჩნია ან შეიძლება მომავალში წარმოეშვას წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე მხარეს; (დ) 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების ყველა დებულება (როგორც შეცვლილია განრიგი 2-ში) გათვალისწინებულია და გამოიყენება №2 ცვლილების შეთანხმებში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ წინამდებარე შეთანხმებაში რომ ყოფილიყო სრულად მოცემული. განრიგი ცვლილებები ძირითად სასეხო შეთანხმებაში ძირითადი სასესხო შეთანხმება უნდა შეიცვალოს შემდეგი სახით: 1. პრეამბულადან მთლიანად იქნეს ამოღებული მეორე აბზაცი და ჩანაცვლდეს შემდეგით: „ვინაიდან მსესხებელი გეგმავს განახორციელოს პროგრამა, რომელიც მომართულია ხელი შეუწყოს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას, მათ შორის, (i) საგანგებო რემონტის განხორციელებას მიწისქვეშა გვირაბსა და მილსადენზე, რომელიც გაზრდის მთლიან წარმოებას და უზრუნველყოფს კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესებას, მისასვლელი გზის რეაბილიტაციას და ჰიდრომეტეოროლოგიური მოწყობილობების მიწოდებას („თავდაპირველი პროექტი“), ასევე (ii)  „უსაფრთხოების ამაღლებას“, როგორც აღწერილია განრიგ 1-ში (ერთად - „პროექტი“). 2. პრეამბულადან მთლიანად იქნეს ამოღებული მეექვსე აბზაცი და ჩანაცვლდეს ტექსტით, შემდეგი რედაქციით: „ვინაიდან 2018 წლის 5 იანვარს ბანკთან გაფორმებული სასესხო შეთანხმების თანახმად („თავდაპირველი სასესხო შეთანხმება“) ბანკი დათანხმდა გამოეყო მსესხებლისთვის სესხი 28,000,000 ევროს (ოცდარვა მილიონი ევრო) ოდენობით, რათა ხელი შეეწყო ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტისთვის - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება, როგორც განსაზღვრულია აღნიშნულ შეთანხმებაში და 2019 წლის 27 დეკემბრის ცვლილების („სასესხო შეთანხმების ცვლილების შეთანხმება №1“) შესაბამისად ბანკი დათანხმდა გაეზარდა თავდაპირველი სასესხო თანხა 38,000,000 ევრომდე (ოცდათვრამეტ მილიონ ევრო), რათა მხარი დაეჭირა თავდაპირველი პროექტის  დამატებითი ხარჯების და დამატებითი პუნქტების დაფინანსებისთვის (თავდაპირველი სასესხო შეთანხმება, რომელიც შეიცვალა სასესხო შეთანხმების ცვლილების შეთანხმება №1-ით, წინამდებარე დოკუმენტში მოიხსენიება, როგორც „ძირითადი სასესხო შეთანხმება“).“ „ვინაიდან 2022 წლის 8 ივნისის საქართველოსა და ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების კვალდაკვალ ბანკმა მსესხებლისთვის უზრუნველყო საინვესტიციო გრანტით დაფინანსება ევროპის კავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან, რათა დახმარებოდა საქართველოს პროექტის გარკვეული ნაწილების დაფინანსებაში 7,000,000 ევროს ოდენობით (შემდგომში „საგრანტო შეთანხმება“).“ „ვინაიდან ძირითად სასესხო შეთანხმებასთან კავშირში, პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ და ბანკმა 2018 წლის 5 იანვარს გააფორმეს საპროექტო შეთანხმება (რომელშიც შევიდა ცვლილებები 2022 წლის 8 ივნისს - „ძირითადი საპროექტო შეთანხმება“).“ „ვინაიდან მსესხებელმა ბანკს მოსთხოვა პროექტისთვის უსაფრთხოების ამაღლების დაფინანსებაში მხარდაჭერა და ბანკი დათანხმდა, წინამდებარეზე დაყრდნობით, მათ  შორის, გაზარდოს მსესხებლისთვის განსაზღვრული სესხის ოდენობა  66,000,000 ევრომდე, №2 ცვლილების შეთანხმებაში მოცემულ პირობებზე დაყრდნობით და ძირითად საპროექტო შეთანხმებაში (რაც გაფორმდება ამ დოკუმენტის თარიღით ან მასთან ახლო თარიღით - „საპროექტო შეთანხმება“ - როგორც განსაზღვრულია სტანდარტულ წესებსა და პირობებში)“ „ვინაიდან ბანკს განზრახული აქვს უზრუნველყოს დამატებით საინვესტიციო გრანტით დაფინანსება ევროპის კავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან, რათა დაეხმაროს პროექტის დაფინანსებაში 7,050,000 ევროს ოდენობით, რაც დაექვემდებარება ბანკსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი საგრანტო შეთანხმების პირობებს (შემდგომში „დამატებითი საგრანტო შეთანხმება“). 3. 1.01 ნაწილის  ცვლილებები (სტანდარტული წესებისა და პირობების გაერთიანება), როგორც მოცემულია ქვევით: 3.1 1.01 ნაწილის საწყისი აბზაცი (სტანდარტული წესებისა და პირობების გაერთიანება) მთლიანდ წაიშალა და შეიცვალა შემდეგი აბზაცით: „2021 წლის 5 ნოემბრის ბანკის სტანდარტული წესებისა და პირობების ყველა დებულება გაერთიანებულია და მიესადაგება წინამდებარე შეთანხმებას იგივე ძალით და ეფექტით, როგორც მთლიანად რომ ყოფილიყო აქვე მოცემული, თუმცა შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით (დებულებათა ამგვარი ცვლილებები შემდგომ მოიხსენიება, როგორც „სტანდარტული წესები და პირობები“ და ამ შეთანხმებაში სტანდარტული წესებისა და პირობების შესახებ ნებისმიერი მითითება უნდა იკითხებოდეს, როგორც მითითება 2021 წლის სტანდარტულ წესებსა და პირობებზე, როგორც ის აქ არის შეცვლილი, თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული);“ 3.2.  „ხელმისაწვდომი თანხის“ განმარტება 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების  2.02 ნაწილში, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის შეიცვალოს, რომ იკითხებოდეს შემდეგნაირად: „ხელმისაწვდომი თანხა“ ნიშნავს A ტრანშის ან B ტრანშს ან C ტრანშის (რომელიც მიესადაგება) სასესხო თანხის დარჩნილ ნაწილს, რომელიც, დროთა განმავლობაში, არ გაუქმებულა ან ათვისებულა ან არ დაექვემდებარა პირობით ან უპირობო ანაზღაურების ვალდებულებას.“ 3.3. 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების  2.02 ნაწილში მოცემული „აკრძალული პრაქტიკის“ განმარტება წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვალოს შემდეგით: „აკრძალული პრაქტიკა“: აქვს მნიშვნელობა, როგორც განსაზღვრულია  ძირითად სასესხო შეთანხმებაში თავდაპირველ პროექტთან და A და B ტრანშის სასესხო თანხასთან მიმართებაში; და აქვს მნიშვნელობა, როგორც განსაზღვრულია №2 ცვლილების შეთანხმების გაფორმების დროს მოქმედ იძულების პოლიტიკა და პროცედურებში პროექტის უსაფრთხოების ამაღლების  და C ტრანშის სასესხო თანხასთან მიმართებაში.“ 3.4. „პოლიტიკის აღსრულება და პროცედურების“ განსაზღვრება 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების  2.02 ნაწილში ამ შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვალოს, რომ იკითხებოდეს შემდეგნაირად: „პოლიტიკის აღსრულება და პროცედურები“ ნიშნავს ბანკის 2007 წლის 4 ოქტომბრის იძულების პოლიტიკა და პროცედურებს, როგორც შეიცვალა დროთა განმავლობაში, და ბანკის მიერ მიღებულ ნებისმიერ პოლიტიკას ან პროცედურებს, როგორც ამგვარი პოლიტიკის და პროცედურების მემკვიდრე ან შემცვლელი.“ 3.5. „სესხის“ განსაზღვრება 2012 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების 2.02 ნაწილში და 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების „პირობები“ და 2.02 ნაწილში  (შესაბამისად), ამ შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვალოს, რომ იკითხებოდეს შემდეგნაირად: „“სესხი“ ნიშნავს სასესხო შეთანხმებით განსაზღვრულ სესხს, რომელიც გაიცემა სამ ტრანშად,  A ტრანშის სასესხო თანხას, B ტრანშის სასესხო თანხას და C ტრანშის სასესხო თანხას.“ 3.6. ამ შეთნხმების მიზნებისთვის „მითითების გვერდის“ განსაზღვრება 2021 წლის  სტანდარტული წესების და პირობების  2.02 ნაწილში,  შეიცვალოს შემდეგნაირად: „“მითითების გვერდი“: ძირითად სასესხო შეთანხმებაში თავდაპირველი პროექტისა და A ტრანშის სასესხო თანხისა და B ტრანშის სასესხო თანხის მიზნებისთვის აქვს მნიშვნელობა, როგორც მოცემულია; და პროექტისთვის უსაფრთხოების ამაღლების და C ტრანშის სასესხო თანხის მიზნებისთვის აქვს მნიშვნელობა, როგორც მოცემულია 2021 წლის სტანდარტულ წესებსა და პირობებში.“ 3.7. ამ შეთანხმების მიზნებისთვის 2021 წლის სტანდარტული წესების და პირობების  3.04(ა) ნაწილი უნდა შეიცვალოს, რომ იკითხებოდეს შემდეგნაირად: „(ა)(1) თუ A ტრანშის სასესხო თანხა და/ან B ტრანშის სასესხო თანხა ექვემდებარება ცვლად საპროცენტო განაკვეთს, მაშინ ქვემოთ მოცემული  3.04 ნაწილის  მიზნებისთვის, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს, როგორც მოცემულია ძირითად სასესხო შეთანხმებაში და ნებისმიერი მითითება ამ ტერმინზე უნდა იკითხებოდეს ძირითადი სასესხო შეთანხმების შესაბამისად; და (2) თუ C ტრანშის სასესხო თანხა ექვემდებარება ცვლად საპროცენტო განაკვეთს, მაშინ ქვემოთ მოცემული  3.04(ბ) ნაწილის მიზნებისთვის, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს, როგორც მოცემულია 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების 3.04(ა) ნაწილში.“. 3.8. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის 2021 წლის სტანდარტული წესების და პირობების 3.04(ბ) ნაწილი შეიცვალოს, რომ იკითხებოდეს შემდეგნაირად: „(ბ)(1) თუ A ტრანშის სასესხო თანხა და/ან B ტრანშის სასესხო თანხა ექვემდებარება ცვლად საპროცენტო განაკვეთს, მაშინ საპროცენტო განაკვეთი A ტრანშის სასესხო თანხაზე და/ან B ტრანშის სასესხო თანხაზე უნდა განისაზღვროს და გადახდილ იქნეს, როგორც მოცემულია 2012 წლის სტანდარტული წესებისა და პიროებების  3.04(ბ) ნაწილში და ნებისმიერი მითითება ამ ტერმინზე უნდა იკითხებოდეს ძირითადი სასესხო შეთანხმების შესაბამისად; და (2) თუ C ტრანშის სასესხო თანხა ექვემდებარება ცვლად საპროცენტო განაკვეთს, მაშინ  საპროცენტო განაკვეთი C ტრანშის სასესხო თანხაზე უნდა განისაზღვროს და გადახდილ იქნეს, როგორც მოცემულია 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების  3.04(ბ) ნაწილში .“ 3.9. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების 3.05 ნაწილის (ვალდებულებების საკომისიო და მომსახურების საკომისიო) პუნქტები (ა)-დან (გ)-ს ჩათვლით, შეიცვალოს, რომ იკითხებოდეს შემდეგნაირად: „(ა) მსესხებელი ბანკს უხდის ვალდებულებების საკომისიოს სასესხო შეთანხმებაში მითითებული განაკვეთით, რომელიც გადახდას ექვემდებარება მთლიან ხელმისაწვდომ თანხაზე, ამას დამატებული ნებისმიერი სასესხო თანხა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას, მაგრამ ჯერ არ არის ჩამორიცხული, იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულებების საკომისიო, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს სასესხო თანხაზე, რომელიც ექვემდებარება უპირობო ანაზღაურების ვალდებულებას, 0.5%-ით უნდა აღემატებოდეს სასესხო შეთანხმებაში მითითებული ვალდებულებების საკომისიოს განაკვეთს.  ვალდებულებების საკომისიო დაერიცხება:  (1)  A ტრანშის სასესხო თანხისთვის, ძირითადი სასესხო შეთანხმების თარიღიდან სამოცი (60) დღის შემდეგ; (2) B ტრანშის სასესხო თანხისთვის, ცვლილების ხელმოწერის თარიღიდან სამოცი (60) დღის შემდეგ; (3) C ტრანშის სასესხო თანხისთვის, №2 ცვლილების შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან სამოცი (60) დღის შემდეგ; (4) თუ ვალდებულების საკომისიო, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი სასესხო თანხასთან მიმართებაში, ექვემდებარება უპირობო ანაზღაურების ვალდებულებას, ამგვარი უპირობო ანაზღაურების ვალდებულების გაცემის თარიღიდან, ხოლო ვალდებულების საკომისიოს დარიცხვა და გაანგარიშება ხორციელდება იმავენაირად, როგორც პროცენტის დარიცხვა და გაანგარიშება, რომელიც 3.04(b)(ii) ნაწილშია მითითებული. ვალდებულებების საკომისიო გადახდას ექვემდებარება პროცენტის გადახდის თითოეულ დღეს (მიუხედავად იმისა, პროცენტი ექვემდებარება თუ არა გადახდას აღნიშნულ დღეს) დაწყებული შეთანხმების ამოქმედების დღიდან პროცენტის პირველი გადახდის დღეს, (i) A ტრანშის სასესხო თანხაზე, მისი ამოქმედების დღიდან, (ii) B ტრანშის სასესხო თანხაზე, ცვლილების ამოქმედების დღიდან, (iii) C ტრანშის სესხზე, №2 ცვლილების შეთანხმების ამოქმედების დღიდან. (ბ) მსესხებელმა ბანკს უნდა გადაუხადოს გაცემის საკომისიო, რომელიც A ტრანშის სასესხო თანხის და B ტრანშის სასესხო თანხისა და C ტრანშის სასესხო თანხის ძირითადი თანხის (ან სხვა თანხის, რომელიც სასესხო შეთანხმებაშია მითითებული) ერთი პროცენტის (1%) ტოლია. (გ) თუ სასესხო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ბანკმა მსესხებლის სახელით  ხელმისაწვდომი თანხიდან უნდა გაანაღდოს (i) A ტრანშის სასესხო თანხაზე, მისი ამოქმედების დღიდან, (ii) B ტრანშის სასესხო თანხაზე, ცვლილების ამოქმედების დღიდან, (iii) C ტრანშის სასესხო თანხაზე №2 ცვლილების ამოქმედების დღიდან, თითოეულ შემთხვევაში აღნიშნული დღიდან შვიდი (7) დღის ვადაში და გადაიხადოს საკუთარი თავის სასარგებლოდ გაცემის საკომისიო, რომელიც გადახდას ექვემდებარება  3.05(ბ) ნაწილის შესაბამისად.“ 3.10 ამ შეთანხმების მიზნებისთვის 2021 წლის სტანდარტული წესების და პირობების 3.09(ა)(iii) ნაწილი, უნდა შეიცვალოს, რომ იკითხებოდეს, როგორც მოცემულია ქვევით: „(ა)(iii)(1) A ტრანშის სასესხო თანხასთან და/ან B ტრანშის სასესხო თანხასთან მიმართებაში 2012 წლის  სტანდარტული წესებისა და პირობების 3.09(ა)(iii) ნაწილში მითითებული საპროცენტო განაკვეთი (რომელიც შეიცვალა ძირითადი სასესხო შეთანხმებით და ნებისმიერი მითითება ამ ტერმინზე უნდა იკითხებოდეს ძირითადი სასესხო შეთანხმების შესაბამისად); და (2) C ტრანშის სასესხო თანხასთან მიმართებაში 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების  3.09(ა)(iii) ნაწილში  მითითებული საპროცენტო განაკვეთი.“ 3.11. თავდაპირველ პროექტს და A ტრანშის სასესხო თანხას და B ტრანშის სასესხო თანხას მიესადაგება 2012 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების მუხლი IV (და ნებისმიერი მითითება ასეთ IV მუხლში  განსაზღვრულ ტერმინზე უნდა იკითხებოდეს თავდაპირველი სასესხო შეთანხმების შესაბამისად) და პროექტის უსაფრთხოების დონის ამაღლებასა და С ტრანშის სასესხო თანხას მიესადაგება 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების მუხლი IV. 4. 1.02 ნაწილში (განმარტებები) დაემატოს შემდეგი განმარტებები: „2012 წლის სტანდარტული წესები და პირობები“ ნიშნავს ბანკის 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებულ სტანდარტულ წესებსა და პირობებს (როგორც შეცვლილია ძირითადი სასესხო შეთანხმებით)“. „2021 წლის სტანდარტული წესები და პირობები“ ნიშნავს ბანკის 2021 წლის 5 ნოემბრით დათარიღებულ სტანდარტულ წესებსა და პირობებს (როგორც შეცვლილია №2 ცვლილების შეთანხმებით)“. „შეთანხმება“ ნიშნავს ძირითად სასესხო შეთანხმებას, რომელიც შეცვლილია №2 ცვლილების შეთანხმებით. „№2 ცვლილების შეთანხმება“ ნიშნავს ბანკსა და მსესხებელს შორის 2024 წლის 14 თებერვალს გაფორმებულ ცვლილების შეთანხმებას, რომელიც ცვლის ძირითად სასესხო შეთანხმებას. „№2 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს“ აქვს მნიშვნელობა, როგორც ეს მოცემულია №2 ცვლილების შეთანხმების მე-3 ნაწილში. „№2 ცვლილების შეთანხმების ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს თარიღს, როცა მსესხებელი და ბანკი ხელს აწერენ №2 ცვლილების შეთანხმებას. „ქვესასესხო ხელშეკრულების ცვლილება“ ნიშნავს ქვესასესხო ხელშეკრულებაში ცვლილების  შეტანის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც უნდა გაფორმდეს პროექტის განმახორციელებელ კომპანიასა და მსესხებელს შორის, როგორც №2 ცვლილების შეთანხმების ამოქმედების წინაპირობა. „ტრანში“ ნიშნავს A ტრანშის სასესხო თანხას ან B ტრანშის სასესხო თანხას ან C ტრანშის სასესხო თანხას (როგორც ამას შინაარსი მოითხოვს). „A ტრანშის სასესხო თანხა“ ნიშნავს 2.01(1) ნაწილში გათვალისწინებული სესხის ძირითად მაქსიმალურ თანხას, ან შინაარსის შესაბამისად, დროდადრო დარჩენილ მის ძირითად ნაწილს. „B ტრანშის სასესხო თანხა“ ნიშნავს 2.01(2) ნაწილში გათვალისწინებული სესხის ძირითად მაქსიმალურ თანხას, ან შინაარსის შესაბამისად, დროდადრო დარჩენილ მის ძირითად ნაწილს. „C ტრანშის სასესხო თანხა“ ნიშნავს 2.01(3) ნაწილში გათვალისწინებული სესხის ძირითად მაქსიმალურ თანხას, ან შინაარსის შესაბამისად, დროდადრო დარჩენილ მის ძირითად ნაწილს. 5 . 1.02 ნაწილიდან (განმარტებები) მთლიანად იქნეს ამოღებული „ქვესასესხო  ხელშეკრულება“ და ჩანაცვლდეს ტექსტით შემდეგი რედაქციით: „“ქვესასესხო ხელშეკრულება“ ნიშნავს თავდაპირველ ქვესასესხო ხელშეკრულებას, რომელშიც შევიდა ცვლილება ქვესასესხო ხელშეკრულებაში ცვლილების  შეტანის შესახებ ხელშეკრულებით, დროდადრო სასესხო შეთანხმების ცვლილების გათვალისწინებით. 6. 2.01 ნაწილი (თანხა და ვალუტა) მთლიანად იქნეს ამოღებული და  ჩანაცვლდეს შემდეგი ტექსტით:  „ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა (ა) ბანკი თანახმაა, რომ მსესხებელს გამოუყოს თანხა 66,000,000 ევროს ოდენობით, წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული წესებისა და პირობების საფუძველზე. (ბ) სესხი შედგება სამი ტრანშისგან, შემდეგი თანამიმდევრობით:           (1) A ტრანშის სასესხო თანხა 28,000,000 ევროს ოდენობით;           (2) B ტრანშის სასესხო თანხა 10,000,000 ევროს ოდენობით; და           (3) C ტრანშის სასესხო თანხა 28,000,000 ევროს ოდენობით.“. 7. 2.02 ნაწილიდან (სესხის სხვა ფინანსური პირობები) მთლიანად იქნეს ამოღებული (ე) და (ვ) პუნქტები და ჩანაცვლდეს ტექსტით შემდეგი რედაქციით: „(ე) (1) მსესხებელი ვალდებულია, სესხის თანხა გადაიხადოს ქვემოთ მოცემული გადახდის განრიგის მიხედვით: გადახდის თარიღი გადასახდელი თანხა (ევრო) A ტრანშის სასესხო თანხა OP ID - 49649 გადასახდელი თანხა (ევრო) B ტრანშის სასესხო თანხა OP ID - 49649 გადასახდელი თანხა (ევრო) C ტრანშის სასესხო თანხა OP ID - 54948 2021 წლის 25 ნოემბერი 364,000 - 2022 წლის 25 მაისი 364,000 - 2022 წლის 25 ნოემბერი 364,000 - 2023 წლის 25 მაისი 364,000 - 2023 წლის 25 ნოემბერი 364,000 - 2024 წლის 25 მაისი 364,000 - 2024 წლის 25 ნოემბერი 364,000 - 2025 წლის 25 მაისი 364,000 - 2025 წლის 25 ნოემბერი 364,000 - 2026 წლის 25 მაისი 364,000 - 2026 წლის 25 ნოემბერი 364,000 - 2027 წლის 25 მაისი 1,246,000 - 2027 წლის 25 ნოემბერი 1,246,000 - 2028 წლის 25 მაისი 2,156,000 94,000 2028 წლის 25 ნოემბერი 2,156,000 94,000 2029 წლის 25 მაისი 2,156,000 94,000 50,000 2029 წლის 25 ნოემბერი 2,156,000 94,000 50,000 2030 წლის 25 მაისი 2,156,000 94,000 50,000 2030 წლის 25 ნოემბერი 2,156,000 94,000 50,000 2031 წლის 25 მაისი 2,156,000 94,000 50,000 2031 წლის 25 ნოემბერი 2,156,000 94,000 50,000 2032 წლის 25 მაისი 2,128,000 122,000 50,000 2032 წლის 25 ნოემბერი 2,128,000 122,000 50,000 2033 წლის 25 მაისი - 2,251,000 50,000 2033 წლის 25 ნოემბერი - 2,251,000 50,000 2034 წლის 25 მაისი - 2,251,000 50,000 2034 წლის 25 ნოემბერი - 2,251,000 50,000 2035 წლის 25 მაისი 1,522,222 2035 წლის 25 ნოემბერი 1,522,222 2036 წლის 25 მაისი 1,522,222 2036 წლის 25 ნოემბერი 1,522,222 2037 წლის 25 მაისი 1,522,222 2037 წლის 25 ნოემბერი 1,522,222 2038 წლის 25 მაისი 1,522,222 2038 წლის 25 ნოემბერი 1,522,222 2039 წლის 25 მაისი 1,522,222 2039 წლის 25 ნოემბერი 1,522,222 2040 წლის 25 მაისი 1,522,222 2040 წლის 25 ნოემბერი 1,522,222 2041 წლის 25 მაისი 1,522,222 2041 წლის 25 ნოემბერი 1,522,222 2042 წლის 25 მაისი 1,522,222 2042 წლის 25 ნოემბერი 1,522,222 2043 წლის 25 მაისი 1,522,222 2043 წლის 25 ნოემბერი 1,522,222 2. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს A ტრანშის და/ან B ტრანშის და/ან C ტრანშის მთლიან სასესხო რესურსს კონკრეტული ტრანშისთვის 2.02 (ე) პუნქტში განსაზღვრული სესხის დაფარვის პირველ თარიღამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს 2.02(ვ) პუნქტში მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს, სესხის დაფარვის პირველი ვადის შემდგომ ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება A ტრანშის ან B ტრანშის ან С ტრანშის სასესხო  თანხის (როგორც მიესადაგება) დაფარვის პირველ ვადას, თანაბრად გადანაწილდება სესხის დაფარვის დღეებზე A ტრანშის სასესხო თანხისთვის ან B ტრანშის სასესხო თანხისთვის ან C ტრანშის (როგორც მიესადაგება) სასესხო თანხისთვის, რომელიც ხდება ასეთი ათვისების თარიღის შემდეგ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა გადასახდელი თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე იყოს მთელი რიცხვი). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწილების შესახებ.“ (ვ) სესხის ხელმისაწვდომობის ვადა A ტრანშის სასესხო თანხისა და B ტრანშის სასესხო თანხისთვის არის 2023 წლის 31 დეკემბერი, ხოლო C ტრანშის სასესხო თანხისთვის არის 2029 წლის 25 მაისი, ან სხვა შემდგომი თარიღი, რასაც ბანკი გადაწყვეტს თავისი შეხედულებისამებრ და აცნობებს მსესხებელს.“. 8. ნაწილი 2.03 (ჩამორიცხვები) მთლიანად იქნეს ამოღებული და ჩანაცვლდეს ტექსტით შემდეგი რედაქციით: „ნაწილი 2.03. ჩამორიცხვები (ა) ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგ 2-ში მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგი დანახარჯების დასაფინანსებლად: (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯები, თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ხარჯების დასაფარად და (2) გაცემის საკომისიო; (ბ) B ტრანშის სასესხო თანხით გათვალისწინებული გაცემის საკომისიოს გადახდის მიზნების გარდა, მსესხებელს უფლება არ აქვს გაიტანოს B ტრანშის სასესხო თანხა, ვიდრე არ მოხდება A ტრანშის სასესხო თანხის მთლიანად ჩამორიცხვა; (გ) C ტრანშის სასესხო თანხით გათვალისწინებული გაცემის საკომისიოს გადახდის მიზნების გარდა, მსესხებელს უფლება არ აქვს გაიტანოს C ტრანშის სასესხო თანხა, ვიდრე არ მოხდება B ტრანშის სასესხო თანხის მთლიანად ჩამორიცხვა.“. 9. 3.01 ნაწილის (პროექტთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებითი პირობები) საწყისი აბზაცი ამოღებულ იქნეს და ჩანაცვლდეს შემდეგი რედაქციით: „ზოგად ვალდებულებებზე დამატებით, როგორც მოცემულია (i) 2012 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების  IV მუხლში თავდაპირველ პროექტთან და  A ტრანშის სასესხო თანხასთან და B ტრანშის სასესხო თანხასთან მიმართებაში და (ii) 2021 წლის სტანდარტული წესებისა და პირობების IV მუხლში პროექტის უსაფრთხოების ამაღლების და C ტრანშის სასესხო თანხასთან მიმართებაში, მსესხებელი ვალდებულია, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება:“. 10. 3.01 ნაწილს  (პროექტთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებითი პირობები) დაემატოს (მ) და (ნ) პუნქტები  შემდეგი რედაქციით: „(მ) უზრუნველყოს, რომ პროექტის უსაფრთხოების ამაღლებასთნ მიმართებაში ბანკი მიიღებს შესყიდვის გეგმას მისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით; და (ნ) უზრუნველყოს, რომ პროექტის უსაფრთხოების ამაღლებასთნ მიმართებაში დამოუკიდებელი ინჟინერი (როგორც განსაზღვრულია უსაფრთხოების დონის ამაღლების საპროექტო შეთანხმებაში) დაინიშნება ბანკისთვის მისაღები სამუშაო დავალებით.“. 11. 4.01 ნაწილში (შეწყვეტა) (ვ) და (ზ) პუნქტები ამოღებულ იქნეს და ჩანაცვლდეს შემდეგნაირად: (ვ) საქართველომ ან პროექტის განმახორციელებელმა ერთეულმა ვერ შეძლო საგრანტო შეთანხმებითა და დამატებითი საგრანტო შეთანხმებით განსაზღვრული რომელიმე ვალდებულების შესრულება; და (ზ) სტანდარტული წესებისა და პირობების 7.01(ა)(ყ) ნაწილში აღწერილ ნებისმიერ შემთხვევას ადგილი ჰქონდა საგრანტო შეთანხმებასთან ან დამატებით საგრანტო შეთანხმებასთან მიმართებაში, მათი ცვლილებების გათვალისწინებით.“. 12. 6.01 ნაწილიდან (შეტყობინებები) მთლიანად ამოღებული იქნეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკონტაქტო მონაცემები და ჩანაცვლდეს შემდეგი რედაქციით: „EBRD-სთვის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბანკის ქუჩა 5 ლონდონი E14 4BG გაერთიანებული სამეფო საყურადღებოდ: ოპერაციების ადმინისტრირების დეპარტამენტი ტელეფონი: +44 20 7338 6000“ 13. განრიგი 1-ის (პროექტის აღწერა) ნაწილები 1 და 2 მთლიანად ამოღებულ იქნეს და ჩანაცვლდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროექტის მიზანია (A)(i) დასრულდეს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, რათა გაიზარდოს ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი ენერგიის ხელმისაწვდომობა საქართველოში, (ii) ხელი შეუწყოს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას, მათ შორის, საგანგებო რემონტის განხორციელებას მიწისქვეშა გვირაბსა და მილსადენზე, რომელიც გაზრდის მთლიან წარმოებას და (iii) უზრუნველყოფს კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესებას, (iv) განახორციელოს მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ჰიდრომეტეოროლოგიური მოწყობილობების მიწოდება (ერთად - „თავდაპირველი პროექტი“); და (B)(i) გაატაროს კაშხლის გაძლიერების ღონისძიებები, (ii) დაამონტაჟოს ავარიული დისკური საკეტი ერთ-ერთ სატურბინე მილსადენზე, (iii) დააფინანსოს თევზსავალების მოწყობა ენგურის კაშხლის ქვედა ბიეფში და სხვა დაკავშირებული ღონისძიებები (ერთად - „უსაფრთხოების სამაღლება“ და თავდაპირველ პროექტთან ერთად - „პროექტი“). 2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან, რაც დროდადრო შესაძლოა შეიცვალოს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე: ნაწილი A: საინვესტიციო კომპონენტები ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ჰიდრომეტეოროლოგიური და ჰიდრომეტრიული სადგურების მონტაჟს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ზედა ბიეფში და მისასვლელი გზების, და თევზსავალების მოწყობა ენგურის კაშხლის ქვედა ბიეფში. ნაწილი B: პროექტის განხორციელება პროექტის განმახორციელებელი ერთეულის შენარჩუნება და ოპერირება, რომელიც მოიცავს პროექტის განსახორციელებლად საჭირო კონცეპტუალურ დიზაინს, შესყიდვებს და მშენებლობის ზედამხედველობას პროექტისთვის, მათ შორის: (i) დამოუკიდებელ ინჟინერს (როგორც ეს განსაზღვრულია საპროექტო შეთანხმებით); და (ii) პროექტის განმახორციელებელი ერთეულის მენეჯერებს და მხარდამჭერ პერსონალს.“. 3. მოსალოდნელია, რომ პროექტი დასრულდება 2029 წლის 31 დეკემბრისთვის. 14. განრიგი 2-ის თანდართული ცხრილი (კატეგორიები და ჩამორიცხვები) მთლიანად იქნეს ამოღებული  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განრიგი 2-ის დანართი კატეგორია გამოყოფილი თანხის ოდენობა სასესხო ვალუტაში დაფინანსებული დანახარჯების პროცენტული მაჩვენებელი (1)    სამოქალაქო სამუშაოების, ელექტრო და ჰიდრომექანიკური და ენგურის წყალსაცავის ნალექების მართვისთვის საჭირო საქონელი 57,540,000 ევრო ხელშეკრულების ღირებულების 100%, გადასახადების გამოკლებით (2)    პროექტის განსახორციელებლად საჭირო საკონსულტაციო მომსახურება 6,500,000 ევრო 100% (3)    გაუნაწილებელი 1,300,000 ევრო 100% (4)    გაცემის საკომისიო - A ტრანშის სასესხო თანხა - B ტრანშის სასესხო თანხა - C ტრანშის სასესხო თანხა 280,000 ევრო 100,000 ევრო 280,000 ევრო 100% სულ 66,000,000 ევრო ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად, წინამდებარე შეთანხმების მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით, გააფორმეს წინამდებარე №2 ცვლილების შეთანხმება, რომელიც უნდა აღსრულდეს და მიღებულ იქნეს თბილისში, საქართველო, ზემოთ აღნიშნულ თარიღში.  საქართველო ხელმომწერი ______________________ სახელი:  ლაშა ხუციშვილი თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი             ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხელმომწერი ______________________ სახელი:  ალკის ვრიენიოს დრაკინოსი თანამდებობა:  დირექტორი