სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
ბრძანება №REG 6 24 00001735
2024 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
სამედიცინო
საქმიანობის
ლიცენზიის
გაცემის
შესახებ
საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ" პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს ა(ა)იპ „ნაციონალური სისხლის ბანკი 2024"-ზე (ს/ნ 416382998; ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქ. №44) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ „ნაციონალური სისხლის ბანკი 2024"-ის (ს/ნ 416382998) დირექტორის, ნინო რევიას განცხადებები: N466725, 25.04.2024წ; N542913, 21.05.2024წ; N558665, 24.05.2024წ.
ადგილზე შემოწმების აქტი: N ლნ - 1116 - 104, 21.06.2024წ.
ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: N18, 24.06.2024წ.
სააგენტოს დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა ცაავა