1. პროგრამის განსახორციელებლად იქმნება სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მერის პირველი მოადგილე;
ბ) მერის მოადგილე;
გ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი;
დ) მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი;
ე) მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენელი;
ვ) მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი;
ზ) მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლები;
თ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი.
2. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფში მოიწვიოს საკრებულოს წევრები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული პირები.
3. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს მერის პირველი მოადგილე (შემდგომში – ჯგუფის ხელმძღვანელი).
4. სამუშაო ჯგუფის პერსონალურ შემადგენლობას და პროგრამის კოორდინატორს ბრძანებით ამტკიცებს მერ