ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №214
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024608
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 09.10.2013
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №214
2024 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე – საბჭოს თანათავმჯდომარე;
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
კ) საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
მ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
ნ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
ო) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი;
პ) სსიპ – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი;
ჟ) სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
რ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი;
ს) სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;
ტ) სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი;
უ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი;
ფ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ქ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი.
მუხლი 2🔗
საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დარგობრივმა ან/და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №262 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა (შემდგომში – სტრატეგია) და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად.
2. თავის საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, აგრეთვე, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. საკოორდინაციო საბჭო, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. საკოორდინაციო საბჭოს მიზანი, ფუნქციები, ამოცანები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. საკოორდინაციო საბჭოს მიზანი
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი მიზნებია:
ა) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის, სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარების, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის სტანდარტიზებული სისტემის, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ხელშეწყობა და მონიტორინგი;
ბ) ევროკავშირის ქვეყნებში სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ ევროპარლამენტის 2007 წლის 14 მარტის №2007/2/EC დირექტივიდან გამომდინარე, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების პოლიტიკის განსაზღვრა და ზედამხედველობა;
გ) საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა/კოორდინირება.
მუხლი 3🔗. საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციები და ამოცანები
საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურასთან (INSPIRE) თავსებადობისა და შემდგომი ინტეგრაციისათვის საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
გ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების ზედამხედველობა;
დ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების, სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების, ასევე მონაცემთა ფორმატის, ციფრული ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით ქვეყანაში წარმოებული სამუშაოების/ღონისძიებების უწყებათაშორისი კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ე) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;
ვ) სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და მთავრობისათვის წარდგენა.
მუხლი 4🔗.
საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილებანი
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეითანხმოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკური და ნორმატიული აქტების პროექტები;
ბ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს სტრატეგია და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს ან/და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს მისი ან/და კოორდინატორის მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილებების, აგრეთვე, ტექნიკური და ნორმატიული აქტების პროექტები;
დ) განახორციელოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სუბიექტების საქმიანობის ზედამხედველობა სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულების პროცესში;
ე) გამოითხოვოს და მიიღოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კოორდინატორისა და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სუბიექტებისგან სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისათვის განხორციელებული საქმიანობის ანგარიში;
ვ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სუბიექტების მიერ „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შეუსრულებლობისას, მოამზადოს საჭირო ღონისძიებების გატარების წინადადებები/რეკომენდაციები;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების საკითხებზე საერთაშორისო დოკუმენტების მომზადებასა და განხილვაში;
თ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან და მუნიციპალიტეტის ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
ი) მოამზადოს წინადადებები საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მუხლი 5🔗. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობა
1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე, რომელიც:
ა) უძღვება საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს;
გ) ხელს აწერს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტებსა და საკოორდინაციო საბჭოს სახელით გაგზავნილ წერილებს;
დ) წარმოადგენს საკოორდინაციო საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ე) უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას, თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე.
მუხლი 6🔗. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის წესი
1. საკოორდინაციო საბჭო იკრიბება არანაკლებ წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის, საკოორდინაციო საბჭოს წევრთა უმრავლესობის ან კოორდინატორის მოთხოვნის საფუძველზე.
2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა შეიძლება, ჩატარდეს კომუნიკაციის დისტანციური ელექტრონული საშუალების გამოყენებით. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევა არ არის საჭირო, თუ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, თანათავმჯდომარე და წევრები საკოორდინაციო საბჭოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს დაეთანხმებიან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4. საკოორდინაციო საბჭოს წევრი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობს მხოლოდ დღის წესრიგით წინასწარ განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას.
5. საკოორდინაციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. დარგობრივი და დამოუკიდებელი ექსპერტები საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ სათათბირო ხმის უფლებით.
6. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროექტებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით.
8. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ინფორმაციულ და ინტელექტუალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კოორდინატორი – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.