„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“
მიღების თარიღი 04.07.2024
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.143.016699
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.02.2017
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებელის განაკვეთების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2024 წლის 4 ივლისი
ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მე-5 მუხლის, საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/სა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე).
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).
მუხლი 2🔗.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ)თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი ლარის ოდენობით;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი ლარის ოდენობით;
ე) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1700 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის №3 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 06/02/2017, 210020010.35.143.016411).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი