“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 28.11.2005
ძალის დაკარგვა 25.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/598
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.897
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 08/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Geo_Dumbadze;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Dumbadze","serif"; font-weight:normal;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Dumbadze","serif";}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 45.0pt 21.3pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.897
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/598
2005 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბის №851 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით შექმნილ დაწესებულებას.
2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,სპორტის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა და სხვა რეკვიზიტები.
4. ცენტრი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თიანეთის გზატკეცილი №25.
6. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
მუხლი 2🔗. ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. ცენტრის ძირითადი მიზნებია:
ა) სპორტის სახეობების ეროვნულ ფედერაციებთან ერთად განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების გამოვლენა და ცენტრში მოზიდვა, საქართველოს კადეტთა და იუნიორთა ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების მომზადების მიზნით;
ბ) ქვეყნის ეროვნული, იუნიორთა და კადეტთა ნაკრები გუნდების წევრებისათვის (სპორტის პრიორიტეტულ სახეობებში) საერთაშორისო დონის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა;
გ) თანამედროვე სასპორტო სასწავლო-საწვრთნელი პროცესის დანერგვით, საკუთარი სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის შემუშავებითა და შესრულებით, რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნის უზრუნველყოფა.
2. ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდებისათვის უახლოესი და პოტენციური რეზერვების მომზადება;
ბ) სათანადო გრაფიკის შედგენით, ხელი შეუწყოს ცენტრში ჩარიცხულ სპორტსმენებს სხვა საგანმანათლებლო დაწასებულებებში ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებაში;
გ) მოიზიდოს ცენტრში უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები და იზრუნოს ცენტრის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
დ) იზრუნოს ცენტრის თანამშრომელთა და სპორტსმენთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და სხვა.
3. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრს უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უზრუნველყოს ქვეყნის ეროვნული, იუნიორთა და კადეტთა ნაკრები გუნდების კანდიდატების (სპორტის პრიორიტეტულ სახეობებში), აგრეთვე სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების, მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობა;
ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (სპორტის დეპარტამენტის) ან სხვა ორგანიზაციების დაკვეთით აწარმოოს სპორტულ-მეთოდური საქმიანობა, შეიმუშაოს სპორტის სახეობების განვითარების კონცეფციები და პროგრამები, მეთოდური დოკუმენტები, ჩაატაროს, სპორტის სახეობათა ფედერაციებთან ერთად კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სემინარები და სხვა;
გ) განახორციელოს საქართველოს ყველა რანგის ნაკრების წევრებისათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო პროცესის ორგანიზება და მისი შეუფერხებელი მიმდინარეობა;
დ) წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;
ე) სპორტის სახეობების პოპულარიზაციის მიზნით, მონაწილეობა მიიღოს, ასევე თავად გამართოს კომერციული, საქველმოქმედო და სხვა სახის სპორტული ღონისძიებები;
ვ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას ფილიალები საქართველოში და საზღვარგარეთ;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა; დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
4. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 3🔗. ცენტრის საწვრთნელი პროცესის ორგანიზაცია
1. ცენტრში მიიღებიან ეროვნული, იუნიორთა და კადეტთა ნაკრები გუნდების კანდიდატები, სპეციალური ტესტირებისა და ეროვნული ფედერაციების რეკომენდაციების საფუძველზე.
2. ცენტრის საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. ზაფხულის და ზამთრის პერიოდში საწრთნელი პროცესი გრძელდება სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკებსა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მეშვეობით.
3. ცენტრში საკონკურსო პრინციპით ჩაირიცხებიან მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭითა და უნარით დაჯილდოებული მოზარდები, მათ მიერ სპორტული ნორმატივების შესრულების ან სპორტულ სარბიელზე წარმატებების არსებობის შემთხვევაში.
4. ცენტრის სპორტსმენებთან (მშობლებთან), ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ცენტრისა და სპორტსმენის ურთიერთობის ყველა ძირითად საკითხს.
5. სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ძირითად ფორმას წარმოადგენს:
ა) ჯგუფური სასწავლო-საწვრთნელი და თეორიული მეცადინეობები;
ბ) ინდივიდუალური წესი, რომელიც (ინდივიდუალური და პერსპექტიული გეგმების შესაბამისად) აუცილებელია დახელოვნებისა და უმაღლესი დაოსტატების ეტაპზე;
გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები (ტრავმატოლოგიისა და ფსიქოლოგიის საკითხები, სამედიცინო პირველადი დახმარება და სხვა);
დ) სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში მონაწილეობა (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ);
ე) საინსტრუქტორო და სამსაჯო პრაქტიკა.
მუხლი 4🔗. ცენტრის სპორტსმენთა უფლებამოსილებანი
1. ცენტრის სპორტსმენები უფლებამოსილნი არიან:
ა) ისარგებლონ ცენტრის სპორტული ბაზით, დარბაზებით, ლაბორატორიებით, საერთო საცხოვრებლით, სასადილოთი, ბიბლიოთეკით, საექიმო მომსახურებით, ინვენტარით და სხვა ძირითადი თუ დამხმარე ნაგებობებით;
ბ) მოითხოვონ მათ მიერ ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობების შესრულება.
2. ცენტრის სპორტსმენები ვალდებულნი არიან შეასრულონ ცენტრის დებულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული პირობები.
მუხლი 5🔗. ცენტრის მართვა და სტრუქტურა
1. ცენტრის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი სპორტის დეპარტამენტის წარდგინებით.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმართავს ცენტრის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და ხელფასის ფონდს;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;
დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს ცენტრის ქონებას და სახსრებს და ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ე) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებლივ აქტებს;
ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანწესს და მისი სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას;
თ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს წინადადებას ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ი) ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილეებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით;
კ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები;
ლ) ვალდებულია მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.
3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) განყოფილებები:
ბ.ა)ადმინისტრაციული;
ბ.ბ) სპორტული.
მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება
1. ცენტრი დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს სახელმწიფოს მიერ მისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების ბაზაზე, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. ცენტრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტუქტურაშია თავმოყრილი.
3. ცენტრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგოს კანონით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომელიც მთლიანად ხმარდება ცენტრს.
მუხლი 7🔗. ცენტრის ფინანსური სახსრები
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 8🔗. ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი და გარანტიები
1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
3. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 11🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.