ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2024 წლის 4 ივლისი ხაშური |
„მუხლი 182. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
მუნიციპალიტეტის მერიას ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ დადგენილი ნორმებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობებია:
ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
ბ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდაორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;
გ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა;
დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციის მიღება, დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა ამავე სამსახურთან ურთიერთობაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოთხოვნით ინფორმაციის და დოკუმენტების წარდგენა და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ვ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია/მოვალეობების შესრულება.“.
|