„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 20.10.2023
ძალაში შესვლა 27.06.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18-234
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016780
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2024
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით | თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის მეცნიერებათა სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეები“)
ხელმძღვანელობენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილით ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში,
იმის გაცნობიერებით, რომ ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა გააძლიერებს მეგობრულ კავშირებს და ურთიერთგაგებას ორ ქვეყანას შორის და გააძლიერებს ორი ქვეყნის ჯანმრთელობის გლობალურ და რეგიონულ სტატუსს,
გამოთქვამენ სურვილს, მეტი ძალისხმევა მიმართონ საკუთარ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების და პოლიტიკის გაძლიერებისთვის მოწინავე აკადემიური და სამეცნიერო პრაქტიკის მეშვეობით,
აცნობიერებენ რა, ეპიდემიების, ბუნებრივი კატასტროფების, კონფლიქტების, ჰუმანიტარული კრიზისების და ეროვნული/საერთაშორისო საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში რეგიონალურ და გლობალურ პასუხისმგებლობებს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი
თანასწორობის, ურთიერთგაგების და ორმხრივი სარგებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, მხარეები გააუმჯობესებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას ჯანდაცვის სფეროში.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის სფეროები
მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას, გაცვლიან გამოცდილებასა და ცოდნას ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ სფეროებში:
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ჯანმრთელობის დაცვის სისტემების გაძლიერების მიმართულებით.
პირველადი ჯანდაცვა:
a) ურთიერთგამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის სისტემის განვითარების მიმართულებით;
b) სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების და გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების მართვის მიმართულებით.
ჰოსპიტალური მენეჯმენტი:
a) თანამშრომლობის ხელშეწყობა ჰოსპიტლების მართვის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პრაქტიკის მიმართულებით;
b) გამოცდილების გაზიარება ჯანდაცვის ხარისხისა და აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვისა და კონტროლის მიმართულებით;
c) სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთგამოცდილების გაზიარება ჯანდაცვის მომსახურების საჭიროებებზე დაფუძნებული დაგეგმვის, ორგანიზებისა და რეგულირების გაძლიერების მიმართულებით.
ფარმაცევტული საშუალებები, სამედიცინო მოწყობილობები, სამედიცინო მასალები და კოსმეტიკური საშუალებები:
a) თანამშრომლობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება ფარმაცევტული საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობების, სამედიცინო აღჭურვილობისა და კოსმეტიკური საშუალებების რეგისტრაციის მიმართულებით (მოიცავს მარეგულირებელ გარემოსაც);
b) სტრატეგიული თანამშრომლობა სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში ინოვაციური პრაქტიკის, რეგულირების და ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის წესების მიმართულებით.
კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა და რეაგირება:
a) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე თანამშრომლობა ეპიდემიების, ბუნებრივი კატასტროფების, კონფლიქტების, ჰუმანიტარული კრიზისების და ეროვნული/საერთაშორისო საგანგებო სიტუაციების დროს;
b) კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და მართვის ერთობლივი სასწავლო პროგრამების ორგინიზება.
ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემები:
a) თანამშრომლობა ჯანდაცვის და ფარმაცევტული საინფორმაციო სისტემების გაძლიერებისა და ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით;
b) ციფრული ჯანდაცვის სფეროში, სახელმწიფოში, კარგი პრაქტიკის გამოყენება და განვითარება.
საერთაშორისო თანამშრომლობის ღონისძიებები:
a) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა;
b) საჭიროების შემთხვევაში მემორანდუმების გაფორმება თანამშრომლობის სფეროებში, როგორც ეს მოცემულია ამ შეთანხმებაში;
c) კონფერენციებსა და სამეცნიერო შეხვედრებში ექსპერტთა მონაწილეობის ხელშეწყობა;
d) ჯანდაცვის სფეროში ექსპორტ-იმპორტის გასაუმჯობესებლად ფორუმების, გამოფენების, კონგრესების და ა.შ. ორგანიზება;
e) ჯანდაცვის პერსონალისთვის უნარების განვითარების მოკლევადიანი ტრენინგის ორგანიზება, საექსპერტო და საკონსულტაციო სერვისების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, ჯანდაცვის სფეროში ადამიანური შესაძლებლობების რესურსის გაზრდა;
f) ჯანმრთელობის ერთობლივი კვირეულების ორგანიზება;
g) სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება;
h) მკურნალობისა და კონსულტაციების პრაქტიკის განხორციელების ხელშეწყობა სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში.
ინვესტირება ჯანდაცვაში:
სხვადასხვა საინვესტიციო მოდელებში, მათ შორის საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) ჯანდაცვის ინვესტიციების და სერვისების შესყიდვის შესაძლებლობებში გამოცდილების შესწავლა, განვითარება, განხორციელება და გაზიარება.
მუხლი 3🔗
თანამშრომლობის მეთოდები
მხარეები ითანამშრომლებენ ამ შეთანხმების მეორე მუხლში განსაზღვრული მიმართულებებით შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
a) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
b) დელეგაციების, ექსპერტებისა და ჯანდაცვის პერსონალის ორმხრივი ვიზიტები;
c) ერთობლივი სამუშაო პროექტების შემუშავება;
d) შეხვედრების ორგანიზება, როგორიცაა ჯანდაცვის ბიზნესფორუმები, გამოფენები, კონგრესები ერთობლივი პერსონალური დასწრებით ან ონლაინ რეჟიმში;
e) შესაბამის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 4🔗
ფინანსური საკითხები
ამ შეთანხმების ფარგლებში, ორივე ქვეყნის ექსპერტებისა და სხვა პერსონალის ვიზიტებისთვის:
a) გამგზავნი მხარე ფარავს მივლინებულთა ორმხრივი მგზავრობის ხარჯებს;
b) მაპინძელი მხარე ფარავს მივლინებულთა კვების, სასტუმროსა და შიდა გადაადგილების ხარჯებს. ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას;
c) მხარეებს შეუძლიათ, ორივე მხარის თანხმობით, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიონ მეცნიერები, ტექნიკური ექსპერტები, სამთავრობო ინსტიტუტები მესამე ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მუხლი 5🔗
განმახორციელებელი უწყებები, ზედამხედველობა და მონიტორინგი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განახორცილებენ ამ შეთანხმების შესრულებას. თურქულ მხარეს შეუძლია წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ზოგიერთი ვალდებულების ჯანდაცვის სერვისების საერთაშორისო კორპორაციისთვის (USHAŞ) დელეგირება.
მხარეები შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროებში კოორდინაციის უზრუნველსაყოფად და აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და აღნიშნულის შესახებ აცნობებენ ერთმანეთს დიპლომატიური საშუალებებით.
ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელობა ორივე მხარეს განხორციელდება მინისტრის მოადგილის ან/და გენერალური დირექტორის დონეზე, საჭიროების შემთხვევაში ყოველწლიურად შეიკრიბება პირისპირ ან ონლაინრეჟიმში.
ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას უმასპინძლებს და კოორდინაციას გაუწევს თურქული მხარე, ხოლო შემდგომი შეხვედრები მონაცვლეობით გაიმართება.
მუხლი 6🔗
დავების გადაწყვეტა
ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება მხარეებს შორის და დაკავშირებულია ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან განხორციელებასთან, უნდა გადაწყდეს მეგობრული გზით მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების მეშვეობით დიპლომატიური არხების გამოყენებით.
მუხლი 7🔗
ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და ცვლილებები
არსებული შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რომლითაც მხარეები დიპლომატიური არხებით ატყობინებენ ერთმანეთს შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებასთან დაკავშირებით.
არსებული შეთანხმება ძალაში რჩება ხუთი (5) წლის განმავლობაში. თუ მხარე წერილობითი გზით, დიპლომატიური არხების მეშვეობით მისი ვადის გასვლამდე ექვსი (6) თვით ადრე არ ატყობინებს მეორე მხარეს მის განზრახვას შეთანხმების შეწყვეტასთან დაკაშირებით, წინამდებარე შეთანხმება ავტომატურად გაგრძელდება შემდეგი ერთი (1) წლის ვადით. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს უკვე დაწყებულ ან მიმდინარე საქმიანობასა და პროექტებზე.
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებას წყვეტს ქ. თბილისში 1994 წლის 29 ოქტომბერს ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
ორივე მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების საშუალებით ამის შესახებ წერილობითი შეტყობინებით. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება წყდება შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ.
წინამდებარე შეთანხმების დებულებები გამოიყენება ნებისმიერი მხარის საერთაშორისო ვალდებულებების შელახვის გარეშე და ორივე ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
შესრულებულია ქ. სტამბოლში, 20.10.2023, წლის ორ დედნად ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, თითოეული თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის
სახელით
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ზურაბ აზარაშვილი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ფაჰრეთინ კოჯა
ჯანდაცვის მინისტრი