„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანოზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილბებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.899
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1245
2005 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №34, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამინისტროში საკადრო პოლიტიკის რეგულირებაზე, სამინისტროს დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევის ორგანიზებაზე, სამსახურებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე სამინისტროსა და მისი დანაყოფების (სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების) სტრუქტურებისა და საშტატო განრიგების სრულყოფაზე.
5. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების ჩატარების ორგანიზებაზე; საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების ჩატარებით სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების, გამოძიების ორგანოების და საერთო სასამართლოების მომსახურების უზრუნველყოფაზე; სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება; ასევე სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე, სამინისტროს დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ხელმძღვანელობაზე, სასამართლო და სახელმწიფო დაწესებულებებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფაზე და სხვა სამართლებრივი საკითხების რეგულირებაზე.
6. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობაზე, სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და შესაბამის ინსტანციებში მის დროულ წარდგენაზე, საბიუჯეტო ხარჯების დროულ მოზიდვასა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე; საბუღალტრო ანგარიშების შედგენასა და შესაბამის ინსტანციებში დაწესებულ ვადებში წადგენაზე, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვასა და დროულ გაცემაზე; სამინისტროს დანაყოფების იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით, სპეციალური ტექნიკური საშუალებებით მომარაგებასა და თანამშრომელთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაცემაზე, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაადგილების კონტროლზე, სამინისტროს მიერ შესყიდული კვების (სასურსათო) პროდუქტების ხარისხის მონიტორინგის ორგანიზაციაზე, სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების და მატერიალურ ფასეულობათა სწორ ექსპლუატაციასა და დაცვაზე, აღნიშნულ ნაგებობათა მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარების ორგანიზაციაზე, სამუშაოთა მიმდინარეობისას სამშენებლო მასალების ნორმირებულ ხარჯვაზე; სამინისტროს დანაყოფების სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე; ასევე საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს სხვა დანაყოფების (მათ შორის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების) მიერ საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელებაზე.
7. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამინისტროში საკადრო, ოპერატიულ-სამძებრო და ოპერატიულ-ანალიზური საქმიანობის ინსპექტირების განხორციელებაზე (მათ შორის გაწეული ოპერატიული ხარჯების კონტროლზე), ინსპექტირებისას სამსახურებრივ შემოწმებაზე.”;
ბ) დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1” ქვეპუნქტი:
,,ა1) ინსპექტირების მთავარი სამმართველო;”;
გ) დებულების მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ვ)”, ,,კ)” და ,,ლ)” ქვეპუნქტები;
დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. ინსპექტირების მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
1. ინსპექტირების მთავარი სამმართველო:
ა) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ წარმოებული ოპერატიულ-სამძებრო და ოპერატიულ-ანალიზური საქმიანობის ყველა შემადგენელი ელემენტის და ცალკეული ღონისძიებების ინსპექტირებას;
ბ) აწარმოებს სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯების ინსპექტირებას;
გ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკადრო საქმიანობის შემოწმებას მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებას;
ე) საკადრო მუშაობის, ოპერატიულ-სამძებრო და ოპერატიულ-ანალიზური საქმიანობის და ოპერატიულ ხარჯებზე კონტროლის განხორციელებისას აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას;
ვ) ამზადებს რეკომენდაციებს ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დახვეწის, ოპტიმიზაციისა და სრულყოფის მიზნით.
2. ინსპექტირების მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე.
3. ინსპექტირების მთავარი სამმართველოს საქმიანობაზე პასუხისმგებელია ინსპექტირების მთავარი სამმართველოს უფროსი და სამმართველოს კურატორი შესაბამისი დირექტორის მოადგილე.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი