„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №119/ნ |
|
2024 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის/მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის ქონის შემთხვევაში, უფლება აქვთ ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართონ ცენტრს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის ფლობის შემთხვევაში – სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტს (შემდგომ – უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი).“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს მოქალაქეების განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ამოწმებს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების/მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში – ცენტრი და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავენ გონივრულ ვადას, არაუმეტეს 3 თვისა.“;
ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადების საფუძველზე, ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოცემიდან, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის /მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ განცხადების წარდგენის ეტაპზე უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, განცხადების წარდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან 5 სამუშაო დღეში, ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე. ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“;
გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუჩეროს სტუდენტის სტატუსი, თუ პირმა სასწავლო კომპონენტის შეფასების სულ მცირე ერთ კომპონენტში არ მიიღო შეფასება, აკადემიური რეგისტრაციის გავლიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე, მათ შორის ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შეჩერების შემთხვევაში, ბრძანების გამოცემიდან 10 კალენდარულ დღეში ინფორმაცია წერილობით მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.“.
|