„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №221 |
|
2024 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, ვრცელდება ამ წესის მოქმედება, გარდა ამავე წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, III2 თავისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.“.
2. III1 თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის III2 თავი:
„III2 თავი
სტაჟიორის მივლინება
1. სტაჟიორი შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამუშაოს განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს მივლინებით.
2. სტაჟიორის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
1. სტაჟიორს აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.
2. სტაჟიორს მივლინების პერიოდში უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.“.
3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს.“.
|