ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2024
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016517
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/07/2024
matsne.gov.ge 269 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარი ბუჯიაშვილი ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.06.2024 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.07.2024 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.08.2024 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 20.06.2024 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2024 წლის 10 ივლისი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (N2587-XIმს-Xმპ, 09/02/2023წ), და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში – 25 000 ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში – 3000 ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ – ელექტრონული ფორმის თამაშობებზე: დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი; დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში – 250 000  ლარი; დ.გ) ტოტალიზატორის   თამაშობებზე – კვარტალში – 250 000  ლარი; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში –  1500 ლარი; ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში – 1500 ლარი; ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში – 7000 ლარი. მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილება“ . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარი ბუჯიაშვილი