„სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონის, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.07.2024
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №223
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024617
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2024
matsne.gov.ge 655 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.07.2024 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ნატრიუმის ლასალოციდი
2 ნარაზინი
3 ნატრიუმის სალინომიცინი
4 ნატრიუმის მონენზინი
5 სემდურამიცინი
6 მადურამიცინი
7 რობენიდინი
8 დეკოქვინატი
9 ჰალოფუგინონი
10 ნიკარბაზინი (4,4'-დინიტროკარბანილიდის (DNC) ნარჩენი
11 დიკლაზურილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი
ნივთიერება
რძე 5
ღვიძლი 300
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ კომპონენტი 86% 08.02.2021 სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 09.11.2015 ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ 1 84% 13.03.2020 ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 18.01.2016 ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასა და იმპორტთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 13.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

„სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონის, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №223 2024 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი „სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონის, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად მუხლი 1🔗. მიზანი და მოქმედების სფერო 1. „სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ (შემდგომში − წესი) მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. 2. ეს წესი ადგენს ცხოველური წარმოშობის  სურსათში დამაბინძურებლების (კონტამინანტების) − კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების მაქსიმალურ დონეებსა და დაბინძურებული სურსათის გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. 3. ამ წესით განსაზღვრული დამაბინძურებლების (კონტამინანტების) მაქსიმალური დონისა და დაბინძურებული სურსათის გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. მუხლი 2🔗. ზოგადი მოთხოვნები 1. ამ წესის დანართით − „სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული  ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი,  გარდაუვალი გადატანის შედეგად“ − განსაზღვრული სურსათი, რომელიც დამაბინძურებლებს (კონტამინანტებს) შეიცავს ამავე წესით განსაზღვრულზე მეტი რაოდენობით, არ უნდა იქნეს განთავსებული ბაზარზე. 2. სურსათში მაქსიმალურ დონეზე ნაკლები კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების მნიშვნელოვანი ნარჩენის აღმოჩენის შემთხვევაში, მიზანშეწონილია, სააგენტომ განახორციელოს მოკვლევა, რათა დადასტურებულ იქნეს, რომ ამ წესის დანართით განსაზღვრულ მაქსიმალურ დონეზე ნაკლები ნარჩენის შემცველობა გამოწვეულია მათი ცხოველის საკვებში არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანით და არა კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების აკრძალული გამოყენებით. 3. სურსათი, რომელიც შეესაბამება ამ წესის დანართით განსაზღვრულ კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების მაქსიმალურ დონეს, არ უნდა იქნეს შერეული სხვა სურსათში, რომელშიც დამაბინძურებლების (კონტამინანტების) შემცველობა აღემატება მაქსიმალურ დონეს. 4. ამ წესის დანართით განსაზღვრული მაქსიმალური დონეების გამოყენებისას მშრალი/გამომშრალი, განზავებული, გადამუშავებული ან ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტისგან შემდგარი სურსათისათვის (შედგენილი სურსათი) გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრობის/გამოშრობის, განზავების ან გადამუშავების შედეგად გამოწვეული დამაბინძურებლების (კონტამინანტების) კონცენტრაციის ცვლილება და სურსათში ინგრედიენტის ფარდობითი პროპორცია (წილი/პროცენტული შემცველობა). 5. ამ წესთან ერთად გამოიყენება:   ა) „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის №112 დადგენილება; ბ) „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის №473 დადგენილება. დანართი სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული  ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად № ნივთიერება სურსათი მაქსიმალური შემცველობა  მკგ/კგ  (ppb) სველი/ნედლი  წონა 1 ნატრიუმის ლასალოციდი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა ფრინველისა და მსხვილფეხა საქონლისა რძე 1 ღვიძლი 50 თირკმელები 20 სხვა სურსათი 5 2 ნარაზინი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა სუქებაზე მყოფი ქათმებისა კვერცხი 2 რძე 1 ღვიძლი 50 სხვა სურსათი 5 3 ნატრიუმის სალინომიცინი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა სუქებაზე მყოფი ქათმებისა და სუქებაზე მყოფი ბოცვრებისა კვერცხი 3 ღვიძლი 5 სხვა სურსათი 2 4 ნატრიუმის მონენზინი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა სუქებაზე მყოფი ქათმებისა, ინდაურისა და მსხვილფეხა საქონლისა (მერძეული ჯიშების ჩათვლით)  ღვიძლი 8 სხვა სურსათი 2 5 სემდურამიცინი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა სუქებაზე მყოფი ქათმებისა 2 6 მადურამიცინი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა სუქებაზე მყოფი ქათმებისა და ინდაურისა  კვერცხი 12 სხვა სურსათი 2 7 რობენიდინი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა სუქებაზე მყოფი ქათმებისა, ინდაურისა და სუქებაზე მყოფი და სანაშენე ბოცვრებისა კვერცხი 25 ღვიძლი, თირკმელი, კანი, ცხიმი 50 სხვა სურსათი 5 8 დეკოქვინატი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა სუქებაზე მყოფი ქათმებისა, მსხვილფეხა საქონლისა, ცხვრისა, გარდა მერძეული ჯიშებისა 20 9 ჰალოფუგინონი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა სუქებაზე მყოფი ქათმებისა, ინდაურისა და მსხვილფეხა საქონლისა, გარდა მერძეული ჯიშებისა  კვერცხი 6 ღვიძლი და თირკმელები 30 რძე 1 სხვა სურსათი 3 10 ნიკარბაზინი (4,4'-დინიტროკარბანილიდის (DNC) ნარჩენი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა სუქებაზე მყოფი ქათმებისა კვერცხი 300 რძე 5 ღვიძლი 300 თირკმელი 100 სხვა სურსათი 50 11 დიკლაზურილი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ცხოველთა სახეობებიდან, გარდა სუქებაზე მყოფი ქათმებისა, სუქებაზე მყოფი ინდაურისა, ციცარისა, სუქებაზე მყოფი და სანაშენე ბოცვრებისა, მცოხნავი ცხოველებისა და ღორებისა კვერცხი 2 ღვიძლი და თირკმელები 40 სხვა სურსათი 5.