სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
ბრძანება №REG 4 24 00001832
2024 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
1. გაიცეს შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრზე" (ს/კ 400357270; ფაქტობრივი მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფლავი, 1-ლი ქუჩის I შესახვევი, №16) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი - „სპეციალიზებული დახმარება“;
2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64);
5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის" (ს/კ 400357270) დირექტორის, ბაქარ მშვილდაძის განცხადებები: N498404, 02.05.2024წ. და №559136, 24.05.2024წ.
ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ - 1160 - 105, 27.06.2024წ.
ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №19, 01.07.2024წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი