⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2014)
გაუქმებულია:

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 07.12.2005
ძალის დაკარგვა 01.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №335
სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.026.007.917
გამოქვეყნების წყარო სსმ, 143, 09/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,823 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2005 მიღება
01.10.2014 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:literaturuly; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"literaturuly","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:LitNusx;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:LitNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.026.007.917 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №335 2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, იარაღის ბრუნვის, სახელმწიფო რეზერვების, ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხების მოწესრიგების მიზნით, ,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №847 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია. 2. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება (დანართი №1). 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან, განსახილველი საკითხების მონიტორინგისა და ექსპერტიზის მიზნით, კომისიის მიერ შესაბამისი დაწესებულებებიდან მოწვეული სპეციალისტებისაგან შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი. 4. დამტკიცდეს კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დებულება (დანართი №2). 5. დამტკიცდეს კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით კომისიის რეკომენდაციების მიღების წესი (დანართი №3). 6. კომისიამ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან გამოითხოვოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის სამუშაო რეჟიმში წარმოებული ყველა დოკუმენტაცია, აგრეთვე განსახილველად მიიღოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის სამუშაო დღის წესრიგში არსებული განუხილველი საკითხები. 7. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილებამ. 8. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს შესაბამისი ცვლილებების მომზადება “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის    29 აგვისტოს №247 ბრძანებაში. 9. ეთხოვოს საქართველოს ძალოვან სამინისტროებს, უწყებებსა და ორგანიზაციებს, შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების საფუძველზე შეადგინონ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის ყოველწლიური გეგმები და განსახილველად წარმოუდგინონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას 2006 წლისათვის – მომავალი წლის 1 თებერვლამდე, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის – წინა წლის 1 ივნისამდე. 10. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის, აგრეთვე მათი სხვა სამინისტროსათვის (უწყებისათვის) გადაცემის ყოველი ცალკეული ოპერაცია განხორციელდეს ზემოაღნიშნული ყოველწლიური გეგმების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ი. ოქრუაშვილი დანართი №1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია) ქვეყნის შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე კოორდინაციას უწევს საქართველოს სამხედრო-სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, იარაღის ბრუნვის, აგრეთვე უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას და აღნიშნულ სფეროში შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და დასკვნებს. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. კომისიის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ რეკომენდაციებს და დასკვნებს ითვალისწინებს ქვეყნის ყველა სამინისტრო, უწყება, აგრეთვე საწარმო და ორგანიზაცია, უწყებრივი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.     მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი დანიშნულება და უფლებამოსილებანი 1. კომისიის ძირითადი დანიშნულებაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უშიშროების განმტკიცების, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, იარაღის, ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის და უცხოეთის ქვეყნებთან ეფექტური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო ორგანოების, უწყებების და ორგანიზაციების საქმიანობას. 2. კომისია, თავისი ძირითადი დანიშნულებიდან გამომდინარე: ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და დასკვნებს ქვეყნის თავდაცვითი და სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო პოტენციალის, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე; ბ) კოორდინაციას უწევს ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურებისათვის საჭირო შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის, ჩამოწერის, უტილიზაციის, აგრეთვე ერთი სამინისტროდან (უწყებიდან) მეორე სამინისტროში (უწყებაში) მათი გადაცემის საკითხებს; გ) განსაზღვრავს საექსპორტო და საიმპორტო სამხედრო დანიშნულებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, სამხედრო დანიშნულების სამუშაოების (მომსახურების) ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. შეიმუშავებს რეკომენდაციებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, აგრეთვე მათი ქვეყნიდან დროებითი გატანისა და შემოტანის თაობაზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სახელმწიფო მატერიალური რეზერვებისა და ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის საკითხებს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქვეყნის სამინისტროების, უწყებების წინადადებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების შესახებ; ვ) განიხილავს სხვადასხვა სახეობის სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის წარმოების ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის, მოწყობილობების, საშუალებების სერიულ წარმოებაში დანერგვის საკითხებს და იღებს სათანადო რეკომენდაციებს; ზ) ქვეყნის საჭიროებისათვის სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის შექმნისა და წარმოების მიზნით, კოორდინაციას უწევს შესაბამის სამინისტროთა, უწყებათა, დაწესებულებათა, წარმოებათა საქმიანობას, ახორციელებს მათი სამეცნიერო და სამრეწველო პოტენციალის კონცენტრაციასა და მობილიზაციას ამ მიმართებით და იღებს რეკომენდაციებს სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისას ქვეყნის საწარმოებს შორის კოოპერაციის საკითხებზე; თ) შეიმუშავებს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნის, წარმოებისა და ექსპლუატაციის დარგში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივ ან მრავალმხრივ ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის შესახებ წინადადებებს; ი) განიხილავს სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების განაცხადებს სახელმწიფო დაკვეთის ფორმით სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაზე და იძლევა სათანადო რეკომენდაციებსა და დასკვნებს; კ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის საკითხების, აგრეთვე ქვეყანაში იარაღის ბრუნვის მონიტორინგის საფუძველზე, ხელისუფლებას აწვდის ქვეყნის სამხედრო ძალების შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების შესაბამისად მათი შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის ამსახველ ანალიზურ მასალებს; ლ) იხილავს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის ან ცალკეული იურიდიული პირებისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდებაზე, სამუშაოებისა და მომსახურების გაწევაზე; მ) იღებს დასკვნას ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და საბრძოლო აღჭურვილობის გამოყენების ორგანიზაციისა და გამართვის თაობაზე; ნ) შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობს სახელმწიფო სტრუქტურებისა და წარმოება-დაწესებულებების სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფის საკითხებზე წინადადებათა შემუშავებაში; ო) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონტროლო სიებსა და საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას; პ) საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი სიის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართ შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე) საქართველოს საბაჟოს გავლით; ჟ) თავის კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ანალიტიკურ ინფორმაციებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს; რ) ახორციელებს ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებებს. 3. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან, აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი საწარმოსა და ორგანიზაციისაგან საჭირო ინფორმაციას: ბ) შექმნას დროებითი საექსპორტო და მიზნობრივი ჯგუფები და მოიწვიოს სპეციალისტები.     მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობის წესი 1. კომისიის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებსა და მიღებულ რეკომენდაციებს. 2. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს აპარატის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება, რომლის ფუნქციები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულებაში. განყოფილების უფროსი არის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. 3. კომისიის სხდომები იმართება საჭიროების მიხედვით, მაგრამ წელიწადში ოთხჯერ მაინც, სამუშაო გეგმის შესაბამისად. კომისიის სხდომის გამართვის ვადას განსაზღვრავს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის დროს – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისია უფლებამოსილია იმუშაოს, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სამ მეოთხედზე მეტი. 4. კომისია განხილულ საკითხზე იღებს რეკომენდაციებს. კომისიის რეკომენდაცია მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება გააჩნია კომისიის თავმჯდომარეს. 5 კომისიის რეკომენდაცია, როგორც წესი, მიიღება კომისიის დახურულ სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში, ოპერატიულ საკითხებზე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს კომისიის რეკომენდაცია, კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით, რის თაობაზეც კეთდება იმფორმაცია კომისიის მომდევნო სხდომაზე. 6. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 7. კომისიას აქვს საკუთარი ბლანკი.     მუხლი 4🔗. კომისიის პასუხისმგებელი მდივნის უფლებამოსილებანი კომისიის პასუხისმგებელი მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზაციას; ბ) ამზადებს კომისიის სხდომებს; გ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციათა შესრულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. დანართი №2 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დებულება 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი (შემდგომში – ექსპერტთა ჯგუფი) შექმნილია კომისიის სხდომებზე განსახილველი საკითხების მონიტორინგისა და ექსპერტიზის მიზნით. 2. ექსპერტთა ჯგუფი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ”, საქართველოს კანონით “იარაღის შესახებ”, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სახელზე განსახილველად შემოსული საკითხები განიხილება ექსპერტთა ჯგუფის სხდომებზე და დასკვნა წარედგინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებო კომისიას. 4. ექსპერტთა ჯგუფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დადგენილი წესით: ა) გამოითხოვოს განსახილველი საკითხის წარმომდგენი უწყებებისაგან, ორგანიზაციისაგან განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლით განახორციელოს განსახილველი საკითხის ექსპერტიზა; ბ) საკითხების განხილვისას მოიწვიოს დაინტერესებულ უწყებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, სხვა პასუხისმგებელი მუშაკები, მეცნიერები, სპეციალისტები; გ) ექსპერტიზის მოწყობის მიზნით მიავლინოს ჯგუფის წევრები საკითხის ადგილზე შესამოწმებლად. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა სამივლინებო ხარჯებს ანაზღაურებს დაინტერესებული სამინისტრო, უწყება ან ორგანიზაცია. 5. ექსპერტთა ჯგუფის სახელზე განსახილველად შემოსულ თხოვნაზე დადებითი დასკვნის მიცემის საფუძველი უნდა იყოს დაინტერესებული მხარის მიერ დასმული საკითხის მიზანშეწონილობის სრული დასაბუთება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით. 6. ექსპერტთა ჯგუფში შედიან ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯგუფის პასუხისმგებელი მდივანი და წევრები. 7. ექსპერტთა ჯგუფის სხდომა ტარდება, თუ სხდომას ესწრება ჯგუფის წევრთა სამი მეოთხედი. ექსპერტთა ჯგუფის მიერ გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმის არსებობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს ჯგუფის თავმჯდომარე. 8. ექსპერტთა ჯგუფის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებზე განსახილველად შემოსული საკითხების შესაბამისად. 9. ექსპერტთა ჯგუფის სხდომის შედეგები ფორმდება ოქმის სახით, რომლის შესაბამისად გაიცემა ექსპერტთა ჯგუფის სათანადო დასკვნა; ექსპერტთა ჯგუფის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ჯგუფის ყველა წევრი. 10. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ხელს აწერს მიღებულ დასკვნებს. დანართი №3 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით მიღების წესი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით მიიღება, როგორც გამონაკლისი, ოპერატიულ საკითხებზე, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღებ რეკომენდაციის პროექტს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება. 3. კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციის პროექტი განსახილველად წარმოდგენილ სათანადო დოკუმენტაციასთან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან ერთად დაეგზავნება შესათანხმებლად კომისიის წევრებს. 4. გამოკითხვის წესით მიღებულ რეკომენდაციას კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ხელს აწერს, თუ განსახილველ საკითხზე მიღებულია კომისიის წევრთა სამ მეოთხედზე მეტის თანხმობა. 5. გამოკითხვის წესით მიღებული რეკომენდაცია ინფორმაციის სახით წარედგინება კომისიის მომდევნო სხდომას.