საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.07.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №535
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 7, 30/07/1993
matsne.gov.ge 1,028 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 535 1993 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ა დ გ ე ნ ს: 1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის თანდართული დებულება და სტრუქტურა. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 დეკემბრის №1124 დადგენილების მე-8 პუნქტი კომიტეტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                                        თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის ს ტ რ უ ქ ტ უ რ ა ხელმძღვანელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური საკითხების სამმართველო განსახლების სამმართველო მიგრაციის სამმართველო წინასწარი დაგეგმარების დაფინანსებისა და მშენებლობის სამმართველო მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო იურიდიული განყოფილება საფინანსო განყოფილება კადრების განყოფილება საქმეთა მმართველობა სტატუსის დამდგენი განყოფილება იმიგრანტთა ადაპტაციის განყოფილება ინფორმაციისა და ანალიზის განყოფილება რეპატრიაციის განყოფილება წინასწარი დაგეგმარების და დაფინანსების განყოფილება მშენებლობის განყოფილება საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული შიდამიგრაციული პროცესების აღრიცხვისა და რეგულირების განყოფილება სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების განყოფილება იძულებით გადაადგილებულ პირთა რეესტრის განყოფილება სამედიცინო მომსახურებისა და ფსიქოლოგიური დახმარების განყოფილება საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და დასაქმების განყოფილება საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით  უზრუნველყოფის განყოფილება კონტროლის განყოფილება სამეურნეო განყოფილება გამოთვლითი განყოფილება პრეს-სამსახური საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტი (შემდგომში „კომიტეტი“) არის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც შექმნილია საგანგებო სიტუაციებით (უცხო ქვეყნის აგრესიით, კრიმინოგენული სიტუაციით, შიდა კონფლიქტებით, ეროვნული კუთვნილების, ენის, სარწმუნოების გამო, სტიქიური უბედურებით, ეპიდემიით და ა.შ.) გამოწვეული მიგრაციული პროცესების დროს მიგრანტთა, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ასევე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და უფლებათა დაცვის მიზნით. 1.2. კომიტეტი არის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და კომიტეტის სახელწოდებით, ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიშები საქართველოს რესპუბლიკისა და უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში. 1.3. კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 1.4. კომიტეტის შექმნა, რეორგანიზაცია და მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონით დადგენილი წესით. 1.5. კომიტეტის დებულებას, სტრუქტურას და რიცხოვნობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. II. ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის ამოცანები 2.1. კომიტეტის ძირითადი ამოცანებია: - რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესების რეგულირება და მიგრანტთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზაცია; - ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტების, სტიქიური უბედურებისა ან სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში; - ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გადაუდებელი პირველადი დახმარების აღმოჩენა, მათი განსახლებისა და შრომითი მოწყობის, ერთდროული ფულადი დახმარების, საპენსიო უზრუნველყოფის, აგრეთვე მოზარდებისა და ახალგაზრდების სწავლების საკითხების გადაწყვეტა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად; - იმიგრანტთა, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ და მათთან გათანაბრებულ პირთა სტატუსის დადგენა; - სხვა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ერთად ეკონომიკურ და სამართლებრივ საშუალებათა ჩამოყალიბება, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის დაცვას, ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და იმიგრანტთა სამართლებრივი გარანტიების შექმნას; - სახელმწიფო მიზნობრივი და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია, რაც დაკავშირებულია ადამიანთა უსაფრთხოებისათვის აუცილებელი პირობების შექმნასთან, საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილებასთან; - საფინანსო, სასურსათო, სამედიცინო და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საგანგებო სარეზერვო ფონდების შექმნა და გამოყენების ორგანიზაცია ლტოლვილთა, იმიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარების გასაწევად; - საერთაშორისო თანამშრომლობა საომარი მოქმედების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებისა და სხვა სახის საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის, აგრეთვე იმიგრაციის პრობლემათა გადაჭრის სფეროში. III. კომიტეტის უფლებამოსილებანი 3.1. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად კომიტეტი უფლებამოსილია: - თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს დებულებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ლტოლვილთა და განსახლების შესაბამისი ორგანოებისათვის, რაიონული განყოფილებებისათვის; - განახორციელოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა მიერ საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისათვის გამოყოფილი სხვადასხვა ძალისა და საშუალების კოორდინაცია; - მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან; - იყოს მენაშენე, შექმნას სტრუქტურული სამეურნეო რგოლი, რომელსაც შეეძლება საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს სარემონტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, მოახდინოს სამშენებლო ობიექტების ინსპექტირება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს მშენებლობა, შეცვალოს სამშენებლო ან შემკვეთი ორგანიზაცია; - მოაწყოს კონკურსები უცხო ქვეყნების აგრესიის, შიდა კონფლიქტების, ეპიდემიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის პროგრამებისა და დაზარალებულ პირთა განსახლებისათვის საჭირო სხვადასხვა პროექტის შესადგენად; - მოიწვიოს სხვადასხვა სპეციალისტი, მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნების ექსპერტები, კონსულტაციის მიღების მიზნით; - შექმნას ფონდი იმიგრანტთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მიზნით; - თავისი ფუნქციების უკეთ განხორციელებისათვის შექმნას ადგილობრივი ორგანოები, სამეურნეო ქვედანაყოფები, საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, დაამტკიცოს მათი საქმიანობის განმსაზღვრელი წესდებები და დებულებები, მოახდინოს მუშაობის ორგანიზება; - მოაწყოს კონფერენციები და სიმპოზიუმები, მიიღოს მონაწილეობა საზღვარგარეთ გამართულ ანალოგიურ ღონისძიებებში; - დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან. IV. კომიტეტის სტრუქტურა და საქმიანობის ორგანიზაცია 4.1. კომიტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ნიშნავს სახელმწიფოს მეთაური და ამტკიცებს პარლამენტი. კომიტეტის თავმჯდომარეს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის - ერთი პირველი, მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს კომიტეტის თავმჯდომარე და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრის კაბინეტის პრეზიდიუმი. 4.2. კომიტეტის სტრუქტურა მოიცავს სამმართველოებს, განყოფილებებს, სხვადასხვა სახის სამსახურს, სექტორს, რომელთაც აქვთ კომიტეტის სტრუქტურული ერთეულის სტატუსი და მათი საქმიანობის განმსაზღვრელი დებულება ან წესდება. 4.3. საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის თავმჯდომარე პასუხისმგებელია კომიტეტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის; იგი ნიშნავს კომიტეტის თანამდებობების პირებს. თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ავტონომიური რესპუბლიკების ლტოლვილთა და განსახლების შესაბამისი სამსახურებისათვის, აგრეთვე სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის. 4.4. კომიტეტი ქმნის კოლეგიას კომიტეტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეებისა და წამყვანი ქვედანაყოფების ხელმძღვანელების შემადგენლობით. თავმჯდომარის წარდგინებით კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. კომიტეტის კოლეგია თავის სხდომებზე განიხილავს კომიტეტის საქმიანობის ძირითად საკითხებს. ისმენს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელების, კომიტეტის სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ანგარიშებს, იხილავს სხვადასხვა ნორმატიული აქტების პროექტებს, კოლეგიის გადაწყვეტილებები ხორციელდება კომიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით ან კოლეგიის დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე. 4.5. კომიტეტთან არსებობს საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც შედიან მეცნიერი მუშაკები და სპეციალისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 4.6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში იქმნება ლტოლვილთა და განსახლების საკითხთა მომწესრიგებელი ორგანოები, რომელთა ხელმძღვანელები ინიშნებიან ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტთან შეთანხმებით. 4.7. საჭიროების  მიხედვით იქმნება ტერიტორიული ორგანოები, ლტოლვილთა და განსახლების რაიონული (საქალაქო) განყოფილებები, რომელთა ხელმძღვანელები ინიშნებიან შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ან ავტონომიური რესპუბლიკების ლტოლვილთა და განსახლების სათანადო სამსახურის მიერ. 4.8. ტერიტორიული ორგანო ანგარიშვალდებულია შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ან ავტონომიური რესპუბლიკების ლტოლვილთა და განსახლების სამსახურებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წინაშე. V. კომიტეტის მატერიალური ბაზა და დაფინანსების წყაროები 5.1. კომიტეტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები. სახელმწიფოს ბიუჯეტიდან კომიტეტის დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 5.2. კომიტეტი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო მატერიალური ბაზით. 5.3. კომიტეტის ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა ხორციელდება კომიტეტის კრედიტების განკარგვის უფლებამოსილი პირების გაწყვეტილებით.