ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტეხურის ქუჩისთვის ექიმ-ინფექციონისტის, აკადემიკოს ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №365
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016871
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბროლოსანის ქუჩისთვის ექიმის, ნეფროლოგის მერი გელოვანის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭანდრის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის სპორტსმენის ომარ ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თეიმურაზ I-ის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფ. წავკისში ვახტანგ თედიაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტეხურის ქუჩისთვის ექიმ-ინფექციონისტის, აკადემიკოს ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №365
2024 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტეხურის ქუჩისთვის ექიმ-ინფექციონისტის, აკადემიკოს ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. საბურთალოს რაიონში ტეხურის ქუჩას მიენიჭოს ექიმ-ინფექციონისტის, აკადემიკოს ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე