ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 4ა კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის შოთა ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №366
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016872
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის სოფიო ყულოშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ლომისის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 4ა კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის შოთა ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №366
2024 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 4ა კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის შოთა ქარსელაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 4ა კორპუსთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს შოთა ქარსელაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე