ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩისთვის რეჟისორისა და სცენარისტის დევი აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №369
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016875
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
matsne.gov.ge 159 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის #370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 76% 21.03.2025 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩისთვის რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 73% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, არბოშიკის ქუჩისთვის რეჟისორის გურამ მელივას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 72% 21.02.2023 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დავით ჭიჭინაძის ქუჩისთვის რეჟისორის ზაზა ურუშაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 71% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, გიორგი ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევისთვის რეჟისორის თემურ ჩხეიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 71% 21.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩისთვის რეჟისორისა და სცენარისტის დევი აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №369 2024 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, სანდრო ახმეტელის ქუჩისთვის რეჟისორისა და სცენარისტის დევი აბაშიძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დიდუბის რაიონში სანდრო ახმეტელის ქუჩას მიენიჭოს რეჟისორისა და სცენარისტის დევი აბაშიძის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                       გიორგი ტყემალაძე