ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის იასონ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №371
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016877
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის IV მიკრო რაიონის I კვარტალში მდებარე რაგბის სათამაშო მოედნისთვის სპორტსმენის, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ სულაქველიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე ოთხი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ნუგზარ მიხანაშვილის, გია ბერუაშვილის, იური დავითაიას, ფირუზ მოსიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მამუკა ბუცხრიკიძის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის იასონ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №371
2024 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის იასონ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის იასონ ლორთქიფანიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე