ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I გასასვლელისთვის თეიმურაზ ბოჭორიშვილის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №373
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016879
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ლეო კვაჭაძის II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის მორის ფოცხიშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გასასვლელისთვის და მასთან არსებული უსახელო ხეივნისთვის ამაღლების ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, სოფ. ნასაგურში იოსებ ასლანიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ჭადრის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I გასასვლელისთვის თეიმურაზ ბოჭორიშვილის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №373
2024 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I გასასვლელისთვის თეიმურაზ ბოჭორიშვილის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I გასასვლელს მიენიჭოს თეიმურაზ ბოჭორიშვილის III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე