ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მედდების ინგა გვასალიას და რუსუდან ჩხეტიანის სახელების მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №385
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016890
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
matsne.gov.ge 202 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩასთან არსებული უსახელო მოედნისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ზურაბ პატარიძის ქუჩისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ივანე იუმაშევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი თარხნიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, გრიგოლ გიორგაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის სამსონ დადიანის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 22.11.2024 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ გელანტიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 24.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მედდების ინგა გვასალიას და რუსუდან ჩხეტიანის სახელების მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №385 2024 წლის 12 ივლისი  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე ორი  უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის  ომში დაღუპული მედდების ინგა გვასალიას და რუსუდან ჩხეტიანის სახელების მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1.  სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე  უსახელო ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მედდის ინგა გვასალიას    სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2.    სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩასთან მდებარე  უსახელო ქუჩას მიენიჭოს მედდის რუსუდან ჩხეტიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                            გიორგი ტყემალაძე