ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის ორი მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, ცოლ-ქმრის მერი პაკელიანის და ალექსანდრე გამსახურდიას სახელების მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №386
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016891
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
matsne.gov.ge 191 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გელა ოჩიაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გურამ სოლოღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 30.01.2026 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, კობა სერგიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 09.09.2022 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსანდრე მანაგაძის IV ჩიხის მიმდებარედ არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბახვა გოგოლაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი ჩიქოვანის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 24.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის ორი მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, ცოლ-ქმრის მერი პაკელიანის და ალექსანდრე გამსახურდიას სახელების მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №386 2024 წლის 12 ივლისი  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის ორი მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, ცოლ-ქმარ მერი პაკელიანის და ალექსანდრე გამსახურდიას სახელების მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ნაძალადევის რაიონში ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მერი პაკელიანის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ნაძალადევის რაიონში ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის  ალექსანდრე გამსახურდიას  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                   გიორგი ტყემალაძე