ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის ორი მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, ცოლ-ქმრის მერი პაკელიანის და ალექსანდრე გამსახურდიას სახელების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №386
2024 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
1. ნაძალადევის რაიონში ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მერი პაკელიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ნაძალადევის რაიონში ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ალექსანდრე გამსახურდიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე