ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის და ჯავის II შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლილი თაკვარელიას სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №387
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016893
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
matsne.gov.ge 212 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და სამი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 24.02.2026 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, ვაგზლის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ორი შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ჟურნალისტის გულიკო გოდოლაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი ბოთერაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 15.05.2020 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 12.07.2024 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მანანა თოლორდავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 13.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის და ჯავის II შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლილი თაკვარელიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №387  2024 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ორი უსახელო ჩიხისთვის და ჯავის II შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ლილი თაკვარელიას სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ნაძალადევის რაიონში,  ვლადიმერ კოკინაკის ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ ორ უსახელო ჩიხს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ლილი თაკვარელიას  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ნაძალადევის რაიონში ჯავის II შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლილი თაკვარელიას I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                    გიორგი ტყემალაძე