ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის ქუჩის მონაკვეთისთვის ეროვნული მოძრაობის მონაწილის, უფლებადამცველ მარიკა ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №391
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016897
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №579 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №595 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიდგორში ორასი თავდადებული მხედრის I შესახვევის სიტუაციური ნახაზის დაზუსტების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №583 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა აბზიანიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვასილ კოპცოვის ქუჩის მონაკვეთისთვის და ნავთლუღის VI შესახვევის მონაკვეთისთვის ვასილ კოპცოვის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის ქუჩის მონაკვეთისთვის ეროვნული მოძრაობის მონაწილის, უფლებადამცველ მარიკა ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №391
2024 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის ქუჩის მონაკვეთისთვის ეროვნული მოძრაობის მონაწილის, უფლებადამცველ მარიკა ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ნაძალადევის რაიონში ლეჩხუმის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ეროვნული მოძრაობის მონაწილის, უფლებადამცველ მარიკა ბაღდავაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე