ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევისთვის და გასასვლელისთვის მომღერლის თამაზ სეფერთელაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 12.07.2024
ძალის დაკარგვა 21.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №393
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016899
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
matsne.gov.ge 161 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2024 მიღება
21.03.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევისთვის და გასასვლელისთვის მომღერლის თამაზ სეფერთელაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №393 2024 წლის 12 ივლისი  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევისთვის და გასასვლელისთვის მომღერლის, თამაზ სეფერთელაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. მთაწმინდის რაიონში სოლომონ ზალდასტანიშვილის შესახვევს და გასასვლელს მიენიჭოს მომღერლის თამაზ სეფერთელაძის ქუჩის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                    გიორგი ტყემალაძე